პირველი ფილოსოფოსი ქალი


კიდევ ერთი ღამის თეთრად გათენების დროს, გადავწყვიტე გამემდიდრებინა ჩემი ისტორიული ფილმებისსაცავიდა მივადექი 2009წელს ალეხანდრო ამენაბარის მიერ გადაღებულაგორას“. სახელი მაშინვე თვალში მეცა, რადგან წარსულში ხშირად ფიგურირებდა კინომატოგრაფიული შეხლაშემოხლის დროს მეგობრებს შორის. როდესაც მთავარ როლში რეიჩელ უაისი შევნიშნე, ავტომატურად ამომიტივტივდა ბავშობაში ჩემი ერთერთი ფავორიტი ფილმიმუმია“, სადაც საოცრად მხიბლავდა ეს მსახიობი. სწორედ ამ მელანქოლიურმა შემოტევამ და აწ გაღვივებულმა ინტერესმა, მომნუსხა და მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ დამეწყო ჩამოტვირთვა.

ფილმი ელვისებური სისწრაფით მიიწურა, იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 2 საათს გასტანა. სიუჟეტი იმდენად დაძაბული იყო, რომ წუთიაც არ მომეცა მოდუნების საშუალება, ეგ კი არა, იმდენად ჩამითრია, გვერდით ოთახშიც აღარ გავსულვარ თუთუნის შესაკეთებლად(გადატანითი ნათქვამი, იგულისხმება სიგარეტის გაბოლება). „აგორამრატომღაც იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ დასასრულის შედეგ, დაახლოებით დილის 7 საათისთვის მეგობრებს გავუბი ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უშედეგოდ, მალე ყველა ხელიდან შემომეცალა, თან რომ არ მოგატყუოთ ჩემს საახლობლო წრე დიდად არც ინტერესდება ისტორიული ფილმების განხვილვებით და აზრთა გაცვლაგამოცვლით.

ფილმის დასრულების შემდეგვე ისტორიული ცნობების მოპოვება დავიწყე, რათა გადამემოწმებინა, თუ რამდენ ახლო იყო სიუჟეტი არსებულ რეალობასთან(მოცლილი არ ვარ, უბრალოდ არდადაგები თავისას შვრება). ალბათ, ლოგიკასთან ახლო იქნებოდა, თუ ამ ტოპიკზე გოგონას მოუნდებოდა ბლოგის შექმნა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გენდერული სოლიდარობა გამოეხატა, მთავარი მოქმედი პერსონაჟის, ჰიპათიას მიმართ, მაგრამ მეც არ დავიზარე. თავს ვალდებულად ვთვლი, დასაწყისში მცირეოდენი ბიოგრაფიული ცნობები მოგაწოდოთ მისი ცხოვრებიდან, რათა წარმოდგენა შეგექმნათ ზოგადად რაზე ვსაუბრობ და რატომ.

მისი დაბადების თარიღი 351-370წლებს შორის მერყეობს, დღემდე დაზუსტებით ვერ მოხდა დადგენა, მაგრამ ის მაინც დანამდვილებით ვიცით, რომ წარმოშობით ბერძენი იყო, მისი შორეული წინაპრებიდან მოყოლებული ოჯახითურთ კი, ალექსანდრიაში მოღვაწეობდა. განათლება თურმე მამამისისგან, თეონ ალექსანდრიელისგან და უმცროსი პლუტარქესგან მიუღია, მოგვიანებით ის თავად ასწავლიდა ნეოპლატონურ სკოლაში სხვადასხვა მეცნიერებებს, 400წელს აპათია ხდება სკოლის გამგებელი და იწყებს ასტროლოგიურ კვლევებში ჩაღრმავებას, კონკრეტულად კი, სწავლობს პლანეტების განლაგებას, მათ ურთიერთქმედებას და მოძრაობის ტრაექტორიებს. თავისი მეგობრული ბუნების გამო მოსწავლეების გულს ადვილად იგებდა, შესაბამისად დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. მას ასევე მიაწერენ მთელ რიგ გამოგონებებს, რომელთა უმრავლესობა ასტროლოგიას უკავშირდება.

IV-Vსაუკუნეები ის ხანაა, როდესაც რომი უკვე ორ ნაწილადაა გაყოფილი, 360წელს იულიანე იმპერატორი ხდება და უარს ამბობს ქრისტიანობაზე, როგორც სახელმწიფო რელიგიაზე და ცდის წარმართობისთვის უწინდებური პოზიციის დაბრუნებას. მან აღადგინა მრავალი წარმართული ტაძარი და კულტი, დააბრუნა გადასახლებაში მყოფი ყველა ერეტიკოსი და მოაწყო სამღვდელობის კრება, სადაც ყველა ქრისტიანული სწავლების მიმდევრებიც შეკრიბა, რათა გაეღვივებინა მათ შორის შუღლი და ამდაგვარ დაექსაქსა ისინი. მიუხედავად დაუშრეტელი შრომისა, მისმა პოლიტიკამ მაინც არ გაამართლა, იგი 363წელს სპარსეთთან ომში დაიღუპა. ახალმა იმპერატორმა იოვიანუსმა დაუბრუნა ქრისტიანებს იულიანეს მიერ წართმეული პრივილეგიები. დაახლოებით ამ პერიოდში ეკლესიაში არიანობასა და მართლმადიდებლობას შორის დაძაბულობამაც იმატა, ეპისკოპოსთა გარჩევები არაერთხელ დამთავრებულა სისხლისღვრით. 378წელს კი ცნობილ ადრიანოპოლისთან ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდენ გოთების წინააღმდეგ, მხოლოდ 82-ში მოხერხდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.

მომდევნო იმპერატორის, თეოდოსეს მმართველობის პერიოდში არეანობა კათოლიკობამ საბოლოოდ დაამარცხა. იგი ასევე ებრძოდა წარმართობას, მისი ბრძანებით დაინგრა უამრავი ტაძარი.

მცირეწლოვანი ჰონორიუსის წარუმატებელ მეფობას მოყვა, 410 წელს რომის აღება გოთების მიერ. იმ დროინდელი სამყაროსთვის ეს უდიდესი კატასტროფა იყო, რომელმაც ყველას თავრბუ დაახვია. რომმა დაცემის შემდეგაც განაგრძო არსებობა, მაგრამ მან დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა, მხოლოდ ფორმალურად სულდგმულობდა. რომის ფორუმი, სადაც ოდესღაც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ბედი წყდებოდა, დაცარიელდა და ბალახი ამოვიდა. ამ წლიდან დასავლეთ რომის იმპერია განწირულ იქნა სამარადისო დესტრუქციისთვის.

რომის დაცემამდე ბოლო წლებში ალექსანდრია ბერძნული ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების ცენტრად რჩებოდა. აქ იყო განთავსებული ყველაზე დიდი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, უამრავი მუზეუმი, სკოლები და სხვა ისტორიული ნაგებობანი.

როგორც ზევით ავღნიშნეთ, ჰიპათია მოგვიანებით ალექსანდრიის სკოლაში ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე წარმართი იყო, მას პატივს სცემდნენ, როგორც წარმართები, ასევე ქრისტიანებიც. იგი არასოდეს იღლებოდა იმაზე საუბრით, რომ რელიგიური მრწამსის განსხვავებათა მიუხედავად, ყველანი ძმები იყვნენ, მუდმივად მოძღვრავდა თავის მოსწავლეებს, რომ არ უნდა დამსგავსებოდნენ  ბრბოს, რომელნიც ღმერთის სახელით სისხლისღვრასაც არ ერიდებოდა. მისი მოწოდებები მშვიდობისაკენ და ერთურთის სიყვარულისაკენ, საფუძველს გვაძლევს მივიჩნიოთ იგი, პირველ სოციალისტ ქალად, რომელზეც ცნობები ისტორიამ შემოგვინახა. ყველას უკვირდა მისი უშუალო დამოკიდებულება მონების მიმართ, მისი თავისუფალი და ყოველგვარ ჩარჩოებს გაცილებული აზროვნება, განსხვავებული ჩაცმის თუ მოქცევის სტილი. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიპათია თავისი აზროვნებით დროს ბევრად უსწრებდა. იგი იყო ქალური საწყისის აბსოლიტურად თავისუფალი გამოხატულება, რომელიც იძახდა რომ მას წამდა მხოლოდ ერთი რამის, ფილოსოფიის, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მას არასოდეს გადაუხვევია თავისი სიტყვებისთვის.

 

ჰიპათიის ცხოვრების სიუჟეტმა ცუდი განვითარება ჰპოვა. იგი შეუყვარდა ალექსანდრიის პრეფექტს, ორესტეს, რომელიც წარმართი იყო, თავად ორესტესი კი დაუპირისპირდა ქრისტიან ეპისკპოპოსს, კირილეს. კირილე არამარტო წარმართების წინააღმდეგ იბრძოდა ძალისხმიერი მეთოდებით, არამედ ებრაელებსაც არ ინდობდა და სასტიკად უსწორდებოდა, მის გეგმებში შედიოდა არაქრისტიანებისგან ალექსანდრიის სრული გაწმენდა და მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება. პოსტზე მომაგრების შემდეგ იგი ჰიპათიასაც გადაემტერა, იმის გამო, რომ იგი ახლოს იყო პრეფექტთან, ხშირად გამოთქვამდა თავის აზრს ქალაქში შექმნილი ვითარების გამო და საერთოდაც, კირილეს აზრით ის იყო ქალი, რომელმაც არ იცოდა თავისი ადგილი და ზედმეტად ერეოდა სახელმწიფო დონის საკითხების მოგვარებაში. ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ სწორედ მისმა მოღვაწეობამ პროვოცირება გაუწია ფემინისტურ მოძღვებას და გენდერული თანასწორობის საკითხი ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

კირილეს მოწოდებებით გაღიზიანებულმა ქრისტიანთა ბრბომ, დაიჯერა მითი ჰიპათიას მისნობის და ალქაჯობის შესახებ და ქუჩაში გამოსულს თავს დაესხნენ, შეამოაძარცვეს ტანსაცმელი, ჩაქოლეს, გვამი კი დაწვეს. ეს მოხდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჰიპათიამ მრავალგიზს უარყო ქრისტიანობის ძალდატანებით მიღება, ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მას მხოლოდ ფილოსოფიის რწმენაღა შერჩა, რადგან მასში ვერ ხედავდა ვერანაირ ძალადობას და თავს გრძნობა, როგორც თევზი წყალში, ერთი სიტყვით, იგი სულდგმულობდა  თავად ფილოსოფიითმრვალი ვანდალური აქტი კირილემ ამ ტრაგიკული ისტორიით დააგვირგვინა, მის ფანატისტურ მისწრაფებებს შეეწირა ალექსანდრიაში ქალი, რომელიც ერთადერთი თავისუფლების სრული განსახიერება იყო. 415წელს ამ არაადამიანური სისასტიკის მიუხედავად კირილე კვლავ ავტორიტეტულ პიროვნებად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე და პარადოქსი.. იგი წმინდანად იქნა შერაცხული.


ჰიპათია იყო დიდი ფილოსოფოსი და ასტრონომი ქალი, რომელიც არაფრით ჩამორჩებოდა, თუ არ აღემატებოდა იმ დროინდელ სწავლულ მამაკაცებს. იგი იყო ქალი, რომელიც ფანატისტურმა და რადიკალურმა მოძღვრებამ შეიწირა. მისი დანატოვარი კი არამარტო ის სტუნდეტენბი იყვნენ, რომლებმაც ათენში განაგრძეს მათი მასწავლებლის საქმიანობა, არამედ ის ისტორიაა, რომელიც ადამიანს სრულიად შეძრავს. ქალი, რომლის გული ძგერდა სიყვარულისთვის, მეცნიერებისთვის და ხალხისთვის შეწირულ იქნა მსხვერპლად დემაგოგი და ტირანი კირილეს მიერ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ფილმის სიუჟეტი შესაბამისობაში მოდის ისტორიულ ფაქტებთან, რაც ორმაგად საინტერესოს ხდის მას. ბოლოში მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომაგორასკრიტიკა არ ასცდა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, არგუმენტი კი საკმაოდ უმწეო იყო, მათ აზრით ფილმში ნათლადაა წარმოჩინებული ქრისტიანებს მანკიერებანი, რაც აღვივებს მათდამი სიძულვილს. ფაქტი, ფაქტად რჩება და იმედია არცერთი ჩვენთაგანი არ აპირებს არაჯანსაღი კრიტიკის გაზიარებას და გათვალისწინებას. თეთრზე ყოველთვის უნდა ითქვას თეთრი და რეალობას ვერსად გავექცევით. ჩემი აზრით, უპრიანიც კი იქნებოდა რეჟისორის მხრიდან სიუჟეტის შელამაზება, ანდაც სხვა პოციზიის დაჭერა. როგორც ვხედავთ, ფილმი რელევანტურად ასახავს თითოეულ ნიუანსაც კი და მტკიცედ დგას ადამიანური ღირებულებების თუ თავისუფლებების სადარაჯოზე.

აგორასმთავარი მიზანი ალბათ ისაა, რომ დაგვანახოს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ფანატიკურად განწყობილმა საზოგადოებამ, რომელიც ერთი კარიერისტი ინდივიდის ხელთ იქნება მოქცეული. ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ განსხვავებული აზროვნების გამო, სიტყვის და მითუმეტეს ფიქრის თავისუფლება ის ფუნტამენტური უფლებაა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანს დასაბამიდან მიენიჭა, ყოვლად დაუშვებელია მისი შეზღუდვა ან უგულვებელყოფა.

One comment

  1. ბრწყინვალეა! დიდი მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: