დააფდეითებული ქართველობა


ყველანი შეამჩნევდით ალბათ, რომ ჩვენს(1.ალბათ; 2.იმედია) საქ-ში ახალი ტენდენციების მოძალებაა, რომელიც ასოცირდება ერუდირებულობასთან, ფეშენობასთან, თავისუფალ აზროვნებასთან, დააფდეითებულობასთან, ლიბერალიზმთან, განმანათებლობასთან და ჰუმნაზიმთან(უხეში ჩამონათვალი). ამ ყველა კომპონენტის მიქსირება ქმნის XXI საუკუნის „ქართველ მოქალაქეს“, რომელმაც გაიარა ამა საუკუნის ევოლუციის პერიოდი და ღირსეულად აუწყო ფეხი ჟამთა სვლას. თუ კარგად დავუკვირდებით, მათი ამოცნობა არც ისე რთულია.. მაგ:

1.დავუკვირდეთ ფბ-ზე არსებულ სტატუსებსა და კომენტარებს, თუ ისინი საგრძნობლად განსხვავებულია და ორიგინალურობის პიკს აღწევს, მაშინ მათი ავტორები უდავოდ „დააფდეითებული ქართველები“ არიან.

“ადამიანებო, იყავით ადამიანურნი – ეს თქვენი პირველი მოვალეობაა”!

2.მეორე გზა თუ როგორ შეიძლება შევიცნოთ „ისინი“ არის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ ფეიჯებსა თუ ივენთებზე რადიკალური ოპოზიციური განწყობა. ისინი ყველგან, ყოველთვის და ყველა ხერხით ცდილობენ ეკლესიის მანკიერებათა წარმოჩინებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მუდმივი ოპოზიცია და კრიტიკა ხშირად ჩვენსავე პოზიციას გვაკარგვინებს ცხოვრებაში. „დააფდეითებული ქართველები“ აღარც მწარე ცინზიმსა და გროტესკს ერიდებიან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მიმართულია უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიმართ. რატომ? ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე სახით იქნას ახსნილი.

ფსიქოპათოლოგიური მომენტი, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს მათ მუდმივ ლტოლვას განსხვავებულობისაკენ, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ გაითქვიფონ მათივე თქმით „ბრობში“, „მასაში“, „ხროვაში“, მაგრამ ზუსტად ამ დროს ავიწყდებათ მთავარი, ისინი თავიანთ მოძმეებს და თანამოქალაქეებს ეყოფიან, რაც მათ შორის ღრმა ნაპრალს წარმოქმნის. ნაპრალის ამოვსბეა კი ცხადია მარტივი საქმე არ იქნება..  ეს კი მათი მხრიდან ამპარტავნებისა და ქედმაღლობის აშკარა გამოვლინება. მათი გადმოსახედიდან ხიბლი გაუნათლებელის კრიტიკასა და დაცინვას აქვს, არადა მათ ფეხზე წამოყენებას, დახმარებასა და ცოდნის გაზიარებას. მათვის მთავარია
დაამტკიცონ რომ მეტი იციან, რათა თავიანთი სახელის აფიშირება მოახდინონ, როგორ სხვაზე ერუდირებულის. ჰუმანურობაზე თავს დებენ, მაგრამ გვერდში დგომა, სოლიდარობა, დახმარება და თანაარსებობის ძირითადი პრინციპები ავიწყდებათ. მათვის მთავარია ავტორიტეტის დამხობა, რადგან ყველგან კერპთაყვანისმცემლური საწყისები ელანდებათ. “დააფდეითებული ქართველებისთვის” უცხოა პატივისცემა, ღირსეულის აღიარება და სათნოების დაფასება.

3.მესამე და ჩემთვის ყველაზე მისაღები ხერხი: ერი და ბერი 2-3 წიგნის წაკითხვის შემდეგ, რატომღაც ავტომატურად ხდება ათეისტი(ყველაზე რთული ფორმა), მუდმივად აქილიკებს ეკლესიასა და მის მიმდევრებს, ან დაუფარავად ნეგატიურ განწყობას ანთხევს მორწმუნეთა აქტივობებზე(მორწმუნეთა და არა „მორწმუნეთა“). ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ფსიქოპათოლოგიასთან და დაუოკებელ სურვილთან გვქონდეს სხვებისაგან 180 გრადუსით პოლოსალური აზროვნება.

„სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ-ვიცითო“.

დღესდღეობით კი, „დააფდეითებული ქართველები“ მთელ თავიანთ კომპლექსებსა თუ ზე ორგინალურობისაკენ სწრაფვას ანთხევენ საზოგადოებაზე, რომელიც მოითხოვს დაუყონებლივ გაუქმდეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ. მათვის რაღა თქმა უნდა გამაღიზიანებელია მრევლის ერთობა, ამ მოვლენის ფესვები კი ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას ცილდება და ფესვებს უფრო ღრმად იდგავს. ფაქტი ერთია, ზემოთასახული არაფრისმომტანი, არაპროდუქტიული და ყველანაირად მიზან არარსებული კრიტიკა იწვევს საზოგადოების ორ ნაწილად გახლიჩვას, რაც ძალიან წააგავს პროლეტარიატისა და ბურჟუას ურთიერთდაპირისპირებას. ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი აზრის, პროტესტისა თუ რჩევის ლაკონურად, კორექტულადა და სისტემურად ჩამოყალიბება, რომელშიც ადგილი არ უნდა ქონდეს უაზრო და გამაღიზიანებელ გროტესკს.

მხოლოდ ადამიანური უერთიერგაგებისა და ჰუმანური დიალოგის შედეგადაა მიღწევადი ხელისუფლებაში თუ ეკლესიაში არსებული პარადოქსების აღმოფხვრა და გამოსწორება. ნეგატიური ფონის მოსახსნელად კი აუცილებელია თითოეულმა ჩვენთაგანმა გადადგას პირველი და უმთავრესი ნაბიჯი: პატივი სცეს სხვის აზრს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: