,,გადატვირთვას“ გადატვირთვა არ ჭირდება – მეთიუ როიანსკი


ვაშინგტონიდასავლელ ექსპერტებს, რომლებიც რუსეთის საკითხებზე მუშაობენ, დიდად არ უნდა აკვირვებდეთ ის, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ბრუნდება. დიმიტრი მედვედევი ყოველთვის მისი პროტეჟე იყო და არ არსებობდა იმის ილუზია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოსკოვი პუტინის თანხმობის გარეშე იღებდა. მათ შორისაა შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ ახალი START-ის ხელშეკრულება და ავღანეთში ნატოსთან თანამშრომლობა, ასევე ირანის წინააღმდეგ გაეროში სანქციების მხარდაჭერა ანუ ის ყველაფერი, რაც განამტკიცებდა იმის განცდას, რომ პუტინის დაბრუნებას ამერიკა-რუსეთის „გადატვირთვის“ მნიშვნელოვანი მიღწევებისგან უკანდახევა არ მოჰყვებოდა.

მიუხედავად ამისა, დასავლეთთან ურთიერთობა აუცილებლად შეიცვლება. ჯერ ერთი, პუტინს არ შეიძლება ჰქონდეს ისეთი ურთიერთობა და კარგი კავშირი პრეზიდენტ ობამასთან, როგორიც მის პროტეჟეს ჰქონდა, კავშირი, რომელიც ამ ორი ლიდერის საერთო გამოცდილებაზე იგებოდა (ორივე იურისტია), მათ დამოკიდებულებაზე ახალი ტექნოლოგების მიმართ და იმაზე, რომ ორივეს სამყაროსადმი ფუნდამენტურად თანამედროვე მიდგომა აქვს.

ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის მუშაობას, რომელიც ობამამ და მედვედევმა შექმნეს და რომლის ფუნქციაც ამერიკულ-რუსული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა ყველა მიმართულებით, დაწყებული ტერორიზმთან ბრძოლით, დამთავრებული ჯანდაცვის საკითხებით, შეიძლება დაზარალდეს. მთლიანობაში ურთიერთობები ინსტიტუციონალიზებული არ არის, არ არის სათანადოდ გაფორმებული და რუსი ჩინოვნიკების პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული, რომლებიც სავარაუდოდ პუტინის მკაფიო მითითებების გარეშე ქმედებებს თავს აარიდებენ, მეტიც, ხელისუფლების გადაცემის პროცესში ისინი შეიძლება მოხსნან.

პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება კარგი ნიადაგია იმ დასავლელი ექსპერტებისთვის, რომლებიც ობამას მუდმივად აკრიტიკებენ და გადატვირთვას „შეცდომას“ ან „მარცხს“, ხოლო პუტინის რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას უწოდებენ.

ეს ექსპერტები ცდებიან: დღევანდელი რუსეთი ნაკლებად გავს იმ ქვეყანას, რომელსაც რონალდ რეიგანი „ბოროტების იმპერიას“ ეძახდა, მაგრამ პუტინი გაცილებით ტოლერანტულია საბჭოთა ნოსტალგიის მიმართ, ვიდრე მისი ახალგაზრდა პარტნიორი, და მისი შემდეგი ვადის განმავლობაში ჩვენ ხშირად მოვისმენთ მთელ რიგ ციტატებს საბჭოთა მიღწევებსა და რუსეთის დიდებულ წარსულზე, რაც დასავლელებს ცუდად ხდის.

მართალია მთელი თავისი კარიერა მან საბჭოთა ხელისუფლების აპარატში გაატარა, აქედან ოცი წელი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, თუმცა გულის სიღრმეში პუტინი გენერალური დირექტორია, ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი საბოლოო შედეგის შეფასების უნარით. იმ დასავლურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში უკვე მუშაობენ, შეუძლიათ იმაზე ჰქონდეთ გათვლა, რომ მათი ბიზნესი სახელმწიფოსთან გაგრძელდება, ხოლო რუსეთის ინტერესებში იქნება კარი გაუხსნას ბიზნესის ახალ წარმომადგენლებს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობისთვის. კომერციული კავშირების გაზრდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იქნება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანება, რაც შეიძლება უკვე დეკემბერშიც მოხდეს.

ქვეყნის შიგნით პუტინს წინ საბიუჯეტო კრიზისი ელოდება. მოსახლეობის დაბერების კვლადაკვალ და იმ პირობებში, როდესაც ნავთობისა და გაზის შემოსავლები აღარ იზრდება, მთავრობა ვეღარ განაგრძობს პენსიების გადახდას, სამედიცინო მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ასევე ქვეყნის რეგიონების დაძველებული ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, სადაც სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ცხოვრობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც პუტინი შეეცდება რუსეთის დღევანდელი ეკონომიკური განვითარების მოდელის შენარჩუნებას, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვებას და მის ექსპორტს ეფუძნება, ის იძულებული გახდება გაიზიაროს მისი პროტეჟეს ბევრი იდეა, რომელიც რუსეთის კვლევითი და საწარმოო სექტორის მოდერნიზაციასთან არის დაკავშირებული. რელურია ის, რომ მედვედევის ნიშნეულ ინიციტივას – „ინოვაციების ქალაქ“ სკოლკოვოს – კრემლი მომავალშიც მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასთან და ბიუროკრატიასთან ბრძოლის გარეშე მას განსაკუთრებული გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.

პუტინის ხელისუფლების აღდგენა სერიოზულად საგრძნობი გახდება რუსეთის უშუალო სამეზობლოში, რომელსაც ის მოსკოვის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ უწოდებდა. მაშინაც კი, როდესაც კიევმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში იჯარის ვადა 2024 წლამდე გაუზარდა და წინა ხელისუფლების ანტირუსულ ლექსიკურ და კულტურულ პოლიტიკას ფაქტობრივად მთლიანად გადახედა, საეჭვოა უკრაინამ ამოისუნთქოს ან გაზის მაღალ ფასებზე მოსკოვისგან რაიმე შეღავათი მიიღოს. პუტინი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რათა ეს უკანასკნელი რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გააწევრიანოს, კავშირში, სადაც წამყვანი ძალა რუსეთია. მან შეიძლება ისარგებლოს ასევე ბელორუსიის სულ უფრო მზარდი ეკონომიკური იზოლაციითა და არეულობებით, რათა დაემხოს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება კრემლის უფრო სანდო მოკავშირის სასარგებლოდ.

პუტინი და მედვედევი თანაბრად უკომპრომისონი იყვნენ საქართველოსთან დაკავშირებით. ორივე ღია ზიზღითა და აგდებით ეპყრობა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ურთიერთობებში რაიმე წინსვლა იქნება მანამ, სანამ საქართველოში საპრეზიდენტო ხელისუფლება შეიცვლება, რაც 2013 წლისთვის იგეგემება.

პუტინს სერიოზული საფუძველი აქვს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ნატოს ოპერაციას ავღანეთში, რათა ხელი შეუწყოს ნარკოტიკის, იარაღისა და ისლამიზმის ნაკადის შეკავებას, რომელიც ავღანეთიდან ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თავად რუსეთში მოდის. მეტიც, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი აფართოვებს თავის ეკონომიკურ ჰეგემონიას შუა აზიაში, მან ამერიკის სახით შეიძლება სასურველი მოკავშირე იპოვოს. პუტინი პრგამატულ პარტნიორებს აფასებს და შეეცდება ისეთი ტრადიციული ჯგუფების და ინსტიტუტების გავლენის შენარჩუნებას, როგორებიცაა გაეროს უშიშროების საბჭო და „დიდი რვიანი“ და იმავდროულად ხელს შეუწყობს ალტერნატიული ინსტიტუტების განვითარებას, როგორებიცაა შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და Brics.

ხელისუფლების გადაცემის საკითხი პუტინიდან მედვედევზე და პირიქით, დახურულ კარს გადაწყდა და როგორც ჩანს ხელისუფლების ოფიციალური გადაცემაც ანალოგიურ რეჟიმში მოხდება. პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება დემოკრატიული იდეალებისგან შორს დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვა“ დასრულდა. რუსეთის ბევრი რიგითი მოქალაქე მას მხარს უჭერს, რადგან ის სტაბილურობის და სტატუს-ქვოს შენარჩუნების სიმბოლოა, ხოლო დღეს ეს დიდწილად კარგია რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობისთვის.

მეთიუ როიანსკი – რუსეთის და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მოადგილე კარნეგის ფონდში საერთაშორისო მშვიდობისთვის

New York Times

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: