CU დღეს


დრო გადის და როგორც ყველა უნიში, შესაბამისად CU-შიც იცლვება სიტუაცია. იცვლება ინტერიერი, ექსტერიერი, ბუფეტის დიზაინი, ბიბლიოთეკის კონსტრუქცია, ტექნიკური აღჭურვილობა, ლექტორები, მოსწავლეების ენთუზიაზმი, ჩაცმულობა, სტუდენტური აქტივობის დონე. როგორც ვიცით, ტრანსფორმაცია დროის თანხვედრია, მთავარია ამ ბუნებრივ პროცესს პოზიტიური ხასიათი ჰქონდეს. რაღა თქმა უნდა, სტუდენტებიც ჩართული ვართ ამ ჯაჭვში და უფრო მეტიც, ერთ-ერთ რგოლსაც წარმოვადგენთ, რადგან ჩვენ ვახდენთ ზეგავლენას ჩვენსავე კედლებში დამკვიდრებულ ტენდეციებზე. სწორედ, დამკვიდრებული ტენდეციები, პლუს ამჟამინდელი ტენდენციები, იქნება სტატიის საკვანძო თემატიკა.

არ ვაპირებ, რაიმეს კონსტატაცია დავიწყო, ასე, რომ პირდაპირ აღწერით სამუშაოებზე გადავალ. რანი ვართ დღეს: მუდმივადად გადატვირთული „ჯუჯა პარკინგი“, ვიცით, რომ პარკინგი დიდი ქალაქების საკმაოდ მწვავე პრობლემაა, არც ჩვენი პატარა CU არის გამონაკლისი. ახლა ნერვები? როცა რამდენიმე წუთის მანძილზე ეძებ მანქანის გასაჩერებელ ადგილს და მერე ძლივს ახერხებ “დაბანაკებას”, შეიძლება ვერც კი მოსთხოვო საკუთარ თავს, რომ ლექციაზე მოწესრიგებული და ამაღლებული განწყობით გამოცხადდე(არადა სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობ)! შემდეგი რასაც მინდა ყურადღება მივაქციოთ,  განტვირთვის მომენტია. რა ხდება ყოველ ათწუთიან შუალედში ლექციებს შორის? ვერ იპოვით ამაზე საუკეთესო დროს თქვენი მანქანის მარკისა და მოდელის აფიშირების მოსახდენად, ტანს არსებული სამოსის გასაფეტიშებლად და მაგარი „ლ“-ს დასაფიქსირებლად(რაც მინდა ვაღიარო, დიდი იშვიათობაა). უნივერსიტეტის ბექგრაუნდს ყოველთვის ალამაზებს ასობით ცეცხლმოკიდებული თუთუნით გაჟღენთილი ღერის გამონაბოლქვი და ამდენიოდე კონსპექტი, თუ წიგნაკი. ჩვენ ვიცით დროის ფასი, ამიტომ კონტრასტულად ვნათლდებით და ვაბოლებთ(ამ ასპექტში არასოდეს გვექნმნება Time Managment-ის პრობლემა). იქვე სიახლოვეს, უდავოდ გადააწყდებით უძინარ სახეებს, აბურგძნულ ვარცხნილობებს, ჩაშუპებულ თვალებს, აჩაჩულ ჩაცმულობას, გაცრეცილ ჯინსებს, All star-ის სტანდარტულ კედებს, რომელიც საუკეთესო გამოსავალია სიტუაციიდან(Converse-ის ამ მოდელის პატენტის ორიგინალისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, თან არცთუ ისე პრეტენზიულია და ევროპულ უბრალოებასთანაც ასოცირდება), მუდამ გერმანული წესით მოწესრიგებულ ლექტორებს, სიჩქარეში მყოფ გოგონების ჯგუფს, რომლებიც გაფაციცებით იმეორებენ Quiz-ის მასალას, მზრუნველობით აღსავსე კოორდინატორებს, თვითმართველობის მიერ მოწყობილი ივენთების პოსტერებს, პიროვნებებს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო ტიპობენ და ა.შ. მთავარი მაინც სხვაა… N1 პრიორიტეტი კონსტანტაა და ეს განათლებაა.

ამ მცირე ჩამონათვალიდან, სადაც ერთადაა თავმოყრილი CU-ში არსებული სიტუაციის უპირატესობანი და ნაკლოვანებები უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი საინტერესოა და ღირს მოვლენების ეპიცენტრში დარჩენა. Stay with CU, it astonishes!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: