პოლიტიკური და ბუნებრივი ანარქიზმი


დასაწყისში მინდა ორიოდე სიტყვით მიმოვიხილო ის თემები, რომლებსაც ამ სტატიაში შევეხები, ესენი იქნება, პოლიტიკური და ბუნებრივი ანარქიზმი. შევეცდები ჩამოვაყალიბო, თუ რატომაა პოლიტიკური ანარქიზმი რეგრესის მაპროვიცირებელი და ბუნებრივი ანარქიზმი კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად ხდება ხოლმე ამ ორი პოლოსალურად განსხვავებული ცნების კონფრონტაცია გაუთვითცნობიერებლად, იმისდა მიუხედავად რომ საწინააღმდეგო კი არა, არსით საერთო ბევრი არც არაფერი აქვთ.

პოლიტიკური ანარქიზმი სწორედ ის იდეოლოგიაა, რომელიც პრაქტიკაში სრულებით დაუნერგავია, მაგრამ ამის მიუხედავად სულდგუმულობს თითოეული სახელმწიფოში სხვადასხვა ფორმებითა თუ ხასიათით. მისი სახელმწიფო დონეზე დამყარება კი, თავად სახელმწიფოსვე დესტრუქციას გულისხმობს ავტომატურად. ყველაზე ახლოს ამ იდეოლოგიის დანერგვასთან ესპანეთი იდგა სამოქალაქო ომის დროს, მაგრამ ეს მცდელობაც ფატალური შედეგებით დასრულდა.

ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პოლიტიკური ანარქიზმი მოკლე ვადიანი პერსპექტივაა, ყოველთვის გამოჩნდება ინდივიდი თუ ინდივიდთა ჯგუფი, ვინც უმრავლესობის მმართველობის სადავეებს ხელთ იგდებს გარკვეულ მოტივითა თუ მიზნით.  შეიძლება მოხერხდეს სახელმწიფო გადატრიალება, რაღაც დროის მანძილზე დესტაბილიზაცია, მაგრამ მაკონტროლებელი მექნიზმის გარეშე საზოგადოების პროგრესი წარმოუდგენელია, რადგან ქაოსის დროს მასების თვითრეგულაცია ნებისმიერ ასპექტში წარმოუდგენელი რამაა. იმის თქმაც კი კმარა, რომ პოლიტიკური ანარქიზმი ოქსიმორონია, ანუ თავის თავსვე გამორიცხავს. რაც შეეხება სახლემწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკულ ოცნებას ძალიან წააგავს, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის მიზანი და ქვეყნის წარმატების საფუძველია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ანარქიის მამების გოდვინის, პრუდონის, ბაკუნინის და კროპოტკინის მოძღვრებაში განვითარებული ანარქიის იდეა, სრულებითაც არ უარყოფს პოლიტიკური ხელისუფლების არსებობის აუცილებლობას.

ზემოთ თქმულის წაკითხვისთანავე სულით მეამბოხეს, ანუ ბუნებით ანარქისტს, გაუჩნდება უსიამოვნო შეგრძნება და დაებადება კითხვა, რატომაა შუძლებელი აბსოლიტურად თავისუფალი ვიყო, ნუთუ აუცილებელია და გარდაუვალი ზედა ეშელონებიდან გავხდე კონტროლირებადი, მე ხომ გამაჩნია საკმარისი ბექგრაუნდი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

ჩემი პასუხი კი ასეთი იქნება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ასეა, მაგრამ გააჩნია მაკონტროლებელ მექანიზმს, მთავარია იმოქმედებს ის ხალხზე ორიენტირებული, თუ თავის ინტერესებზე. ხალხზე ორიენტირებული მაკონტროლებელი მექანიზმი კი სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატია. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითოეული ანარქისტის მიზანი სრული დემოკრატიის დაფუძნებაა ქვეყნის მაშტაბით. მთავარ ელემენტს, ანაგარიშვალდებულების გრძნობას, სახელმწიფოს მოქალაქეები თავად უნდა უღვივებდნენ, რათა თავიდან აიცილონ ძალაუფლების გადაჭარბება თუ სამართლებრივი მიკორძოება. სისტემურობას არ შეიძლება ყოველთვის ნეგატიური დატვირთვა მიეცეს, თუ სისტემა მორგებულია ინდივიდითა იდეალებსა და ღირებულებებს, მაშინ მხოლოდ ერთი პრობლემაღა რჩება, კონკრეტულად კი, ხალხმა არ უნდა მისცეს მთავრობას თავისი, კარიერისტული თუ სუბიექტური ინტერესების გატარების უფლება, ამისათვის კი საჭიროა მუდმივი სკეპტიკური დამოკიდებულება. თუ მაინც მოხდება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ანტაგონისტური დამოკიდებულების გაღვივება ძალაუფლების გადაჭარბების მხრივ, მაშინ ხალისთვის არამარტო პრიორიტეტული, არამედ სავალდებულოცაა გაახსენოს მათ, თუ რისთვის მოექცნენ ისინი ხელისუფლების სათავეში, იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოხდება ჰუმანური გზებით, მაშინ რევოლუცია გამართლებულიც შეიძლება იყოს.

ადამიანებში ღრმად უნდა იყოს გამჯდარი სამართლიანობის განცდა, სწორედ ეს გახდება მთავრობის არაადეკვატურ ქმედებებზე საპასუხო რეაქციის საწინდარი, სულით მეამბოხე და ამავდროულად ღირსეული ინდივი არ დაუშვებს მისი უფლებების უკანონო შელახვას. სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ იურიდიული სამართლის პატივისცემას, მისი საკვანძო ელემენტებია: პატიოსნება, ადამიანის ღირსების პატივისცემა, შემწყნარებლობა, პიროვნული თავისუფლება, ტოლერანტობა, თანასწორობა, სოლიდრობა და ურთიერთგაგება.

აბსოლიტური სოციალური თანასწორობა, აბსოლიტური სამართლიანობა, როგორც კომუნიზმი, უტოპიაა, მისი პრაქტიკაში განხორციელება კი მხოლოდ მოტკბო ოცნება, მიზეზი და მთავარი დაბრკოლება თავად საზოგადოებაა, რადგან იგი იდეალური ვერასოდეს გახდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თავად ანარქია არ შეიძლება რევოლუციის მიზანი იყოს და რაციონალური თვალსაწიერიდან ვერც იქნება, რადგან აშლილობა აშლილობასვე ვერ მოიტანს, მღვრიე წყალი ყოველთვის ჩადგება და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.

რაც შეეხება მორიგ უტოპიას, საზოგადოების პოლოსალურ ტრანსფორმაციას, ვფიქრობ ფიქციაა, რადგან კაცობრიობა და მორალი შორს დგას ერთმანეთისგან, მათ შორის იმხელა ნაპრალია, რის ამოვსებსაც ამქვეყნიური ძალებით ნამდვილად ვერავინ შეძლებს. რეალიზმთან კი საკმაოდ ახლოა პიროვნება და მორალი, დავეთანხმები ნიბურს და ჩემი მხრიდანაც ვიტყვი, რომ ზნეობრივი ქცევა ადამიანისთვის ძნელი, მაგრამ შესაძლებელია, ხოლო მასებისთვის შეუძლებელი.

რატომაა საზოგადოებრივი პროგრესისისთვის ბუნებრივი ანარქია საციცოხლო ინდიკატორი? ბუნებრივი ანარქიზმი ანუ ადამიანის მეამბოხე სულისკვეთება ისეთეივე აუცილებელია, როგორც ჩრდილოეთ კორეელისთვის დიდი ბელადის პორტრეტი სასტუმრო ოთახში. ბუნებრივ ანარქიზმს ძალუძს ადამიანებში გააღვივოს ის მოთხოვნილებები თუ განცდები, რომელთა მეშვეობით ადამიანს გაუჩნდება სურვილი შეცვალოს აქამდე არსებული აზრსმოკლებული ტრადიციები, თუ უბრალოდ სამართალსმოკლებული დოგმები, რომლებიც რაღაც მხრივ ზღუდავს ინდივიდის თავისუფლებას და ხელს უშლის მას საკუთარი თავის რეალიზებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ ბუნებრივი ანარქიზმი იგივეა რაც პროტესტის განცდა ადამიანში, რომელიც არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული და უნდა გააჩნდეს როგორც ლოკი იტყოდაჰუმანიზმით გაჯერებელი არგუმენტაცია“.

ზოგად სიტყვაანარქიზმისხსენებასთან ერთად საქართველოში ყველას ახსენდება: ქაოსი, არეულობა, სისხლისღვრა, სოციალური კატაკლიზმები და სხვა ათასი სისულელე, რაც თავისთავად არასწორი ასოციაციაა, რეალურად ნამდვილი ანარქისტი იბრძბის სრული თავისუფლებისთვის. იმ შემთხვევაში თუ მათ ვუხსენებთ, რომ ქართველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი კირიონ II-ის მხარდამხარ იბრძოდა ავტოკეფალიის აღსადგენად, მაშინ დაფიქრდებიან და თავში უდაოდ გაუელვებთ ის აზრი, რომ შეიძლება აქამდე ცდებოდნენ ან საკმარისად ჩახდულები არ ყოფილან ამ თემატიკის ირგვლივ. იმედია, ამ სტატიის გაცნობის შემდეგ, ზემოთ მრავალგზის ხსნებული სიტყვის გამოგონე პირდაპირ იერიშზე ღარ გადმოხვალთ და განარჩევთ ერთმანეთისგან ანარქიის ორ ძირითად მიმართულებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: