ლეო I


ლეო I-მა შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმინდა პაპის, სიქსტუს III-ის (432440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წელს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეო საოცარ სიმტკიცესა და შეურყევლობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნების მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას. ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან(408450) და მარკიანესთან (450475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტების დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეოს ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმინდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰაიზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა, მიუხედავად ამისა ჰაიზერიხმა მისი სიტყვი ნაწილობრივ გაითვალისწინა.

პაპმა ლეო დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.

წმინდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: