დიოკლიტიანე


დიოკლიტიანე, (თავდაპირველი სახელი დიოკლე) დაიბადა 240 წელს ნინე სკუტარაში ღარიბ ოჯახში, მაგრამ მან მოახერხა იმპერატორ ნუმერიანის მმართველობის დროს, აეწყო ბრწყინვალე სამხედრო კარიერა (იგი ელიტარულ სამხედრო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც უშუალოდ იმპერატორის ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ის ვინც ამ ქვედანაყოფში შედიოდა პროტექტორად იწოდებოდა).

284 წელს ნიკომელოს შემოგარენში ჯარისკაცებმა დიოკლი იმპერატორად აკურთხეს, რათა მას შური ეძია ნუმერიანის მკვლელობისთვის, რაც დიოკლმა გააკეთა კიდეც, როცა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პრეფექტი აპრა მოკლა.

მას შემდეგ რაც დიოკლე იმპერატორი გახდა, მან სახელი გაითქვა როგორც გაიუს ვალერიულს ავრელიუს დიოკლიტიანე.      მოგვიანებით, იმპერატორმა სამხედრო ქვედანაყოფი ნუმერიანეს უფროსი ძმის – კარინის დასამარცხებლად გაუშვა ევროპაში და დაამარცხა კიდეც. აღანიშნავია, რომ დიოკლიტიანე საშინელ და დაუნდობელ მეთოდებს მიმართვდა იმ პიროვნებების მოსაშორებლად, რომელნიც მას სახელმწიფოს მართვაში საფრთხეს უქმნიდნენ.

იმპერატორად კურთხების შემდეგ, დიოკლიტიანემ თავისი მეგობარი, მაქსიმიანი დანიშნა ცეზარის თანამდებობაზე, ხოლო რამდენიმე წელიწადში თანამმართველი გახდა ავგუსტის ტიტულით. შემდგომი წლები დიოკლიტიანემ სასაზღვრო ომებში გაატარა.

293 წელს მან  მმართველობის ფორმებში გაატარა რამდენიმე რიგირს რეფორმა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორმაგი მმართველობის  ოთხმაგ მმართველობად გადაქცევა, რასაც საფუძვლად ედო ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა მათი დამსახურებების მიხედვით. აღნიშნული პრინციპით მმართველობას ინაწილებდა ორი ავგუსტი ანუ თვითონ მაქსიმიანი და ორი კეისარი, რომლებადაც დიოკლიტიანემ მისი თანამემამულე კონტსანტი და გალერი დანიშნა.            რომის იმპერიაში ადრეც არსებობდა ხელისუფლების გადანაწილების შემთხვევები, მაგრამ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს ეს ფაქტი კანონიერი და უცვლელი გახდა. დიოკლიტიანეს ერთის მხრივ იმედი ჰქონდა, რომ ამით იგი განამტკიცებდა იმპერიის სიძლიერეს სამხედრო თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი ეს იყო ხელისუფლების სწრაფი ცვლის უზრუნველმყოფელი ფაქტორი. ხელისუფალთა რაოდენობის ზრდა არ ნიშნავდა რომ იმპერიაც ნაწილებად იყოფოდა, იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი კანონი მოქმედებდა, რომელსაც ოთხი მმართველი ერთად განაგებდა, ამის გარდა ორივე კეისარი ორივე ავგუსტს ემორჩილებოდა.

296 წელს დიოკლიტიანემ ჩაახშო აჯანყება ეგვიპტეში, ხოლო გალერიუსმა სპარსელებზე მოახერხა გამარჯვება.

პირველად რომში დიოკლიტიამე 303 წელს ჩავიდა, როდესაც მისი მმართველობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა, შემდეგ წელს იგი მძიმედ დაავადდა და წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა, მან უარი თქვა ავგუსტობაზე და აიძულა მაქსიმიანი გაეკეთებინა იგივე თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

მხოლოდ ერთხელ, 308 წელს როდესაც დიოკლიტიანემ დატოვა დალმაცია, სადაც იგი დასასვენებდლად იყო გამგზავრებული, დაუბრუნდა პოლიტიკას რათა დახმარებოდა გალერუსს და დაემყარებინა წესრიგი კარნუნტის კრებაზე, სადაც ერთმანეთს იმპერატორობის კანდიდატები ეცილებოდნენ. ამის შემდეგ დიოკლიტიანე სალონში დაბრუნდა, საიდანაც იგი შეცქეროდა თუ როგორ ინგრეოდა ტეტრარქიის მის მიერ დაკანონებული პრინციპი და სადაც გარდაიცვალა  316 წელს, თუმცა უნდა ითქვას რომ მან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა რომის ისტორიაში:

ის ყველაზე ძლიერი რეფორმატორი გახლდათ ავგუსტუსის შემდეგ, ერთ-ერთი მისი რეფორმა მდგომარეობდა პროვინციების რაოდენობის მატებაში 50დან 100მდე, თუმცა ამის ჭეშმარიტი მიზანი ის იყო, რომ მმართველებს სამართავად არ ჰქონოდათ ვრცელი ტერიტორიები და არ ჰქონოდათ საკმარისი ძალა ამბოხის მოსაწყობად, ამასთან პროვინციებად დაიყო იტალიაც. 30 ამგვარი ერთეული გაერთიანებული იყო უფრო დიდ ორგანიზაციულ ერთეულში, რომელსაც დიოცეზს, ხოლო მათ მმართველებს ვიკარიუებს უწოდებდნენ. ეს უკანასკნელნი 4 პრეფექტს ემორჩილებოდნენ.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა დიოკლიტიანემ სამხედრო რეფორმაც გაატარა, არმია დაყო 2 ნაწილად:

  1. პირველი ნაწილი რეგულარულ ფორმირებას, ერთგვარ სამეფო ჯარისკაცებს წარმოადგენდნენ. ასეთი პოლკები ყოველ მმართველს ჰყავდა.
  2. მეორე ნაწილი კი სასაზღვრო და საზღვაო ქვედანაყოფებისგან შედგებოდა. ჯარი იკვრებოდა რომის მოქალაქეების კანონის ძალით სამხედრო სამსახურში გაწვევით, მაგრამ ამასთან ერთად ჯარში მსახურობდნენ მცირე აზიის მთიელები, გერმანული და სხვა ბარბაროსული ტომების წარმომადგენლები, რომლებსაც სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება და ცოდნა ჰქონდათ. დიოკლიტიანე დიდ ყურადრებას აქცევდა საზღვაო ფლოტსაც.

არმიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ირიცხებოდა და მათ სარჩენად დიოკლიტიანეს მოუწია მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იგი ცდილობდა ეს უღელი თანაბრად გადაენაწილებინა, რისთვისაც 301 წელს მან გამოსცა ბრძანება რომლის თანახმადაც გლეხების წარმოებულ პროდუქტს ფასი ემატებოდა. დიოკლიტიანემ აგრეთვე ანაზღაურება გაუზარდა ყველა მუშახელს იმპერიაში. ეს ბრძანებულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული არსებობდა და წარმოადგენდა სრულიად ახალ ხედვას საიმპერატორო რომის იმპერიაში, თუმცა ამგვარი ფაქტებს სხვა ბეძნულ სახელმწიფოებიც ჰქონდა ადგილი.

294 წელს დიოკლიტიანემ გაატარა ფულადი სისტემის რეფორმაც და შემოიტანა ახალი, მყარი ფულადი ერთეული – მონეტა, მაგრამ მას არ ეყო ძვირფასი მეტალი, რათა გაეწონასწორებინა ოქროსა და ვერცხლის მონეტების რაოდენობა.

დიოკლიტოანე აგრძელებდა მცდელობებს შეემცირებინა გადასახადის გადამხდელთათვის ხვედრი ვინაიდან ისინი გადაღლილნი იყვნენ ათწლეულების მანძილზე გადასახადების ზრდით. არენდატორებმა, ჩინოვნიკებმა და სხვა გადამხედელებმა აღმოაჩინეს რომ მიჯაჭვულნი იყვნენ ერთ ადგილას, ამგვარად აღმოცენდა ერთგვარი სოციალურ-ტოტალიტარული სახელმწიფო, თუმცა სინამდვილეში დიოკლიტიანეს არ ჰქონდა საშუალება განეხორციელებინა არაერთი წესი და აკრძალვა, მაგრამ ერთია არსანიშნავი, რომ ყველა ის ზომა, რომელსაც იგი მიმართავდა, იყო მიმართული არმიის სესანახი რესუსრსის გასაზრდელად.

ამასთან მმართველობას ორმაგ მტერთან უწევდა ბრძოლა – შინამოწინააღმდეგეენთან და გარე მტრებთან, შინამტრბზე იმპერიაში არ საუბრობნენ რადგან ითვლებოდა, რომ  ჯარისკაცები ყოველთვის ინარჩუნებდნენ ერთგულებას ერთიანი ხელისუფლებისადმი. ხოლო რაც შეეხება გარეშე მტერს, წარწერები და გამოსახულებები მონეტებზე მიუთითებდნე იმაზე, თუ როგორ იმარჯვებდა  დიოკლიტიანეს ჯარი გარეშე მტრებზე და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერ გამარჯვებას მხოლოდ ხელისუფალს მიაწერდნენ. (რაც შეიძლება ითქვას ისტორიის საერთო სენია)

საინტერესოა, რომ მაქსიმიანსა და დიოკლიტიანეს განადიდებნენ, როგორც ზეადამინებს ვინაიდან ითვლებოდა, რომ მათ იუპიტერი და ჰერკულესი მფარველობდნენ. სწორედ ამიტომ, ამ ადამიანებს  განსაკუთრებული რიტიუალიც კი მიუძღვნეს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა ყოფილიყო, იმპერიისთვის არ იყო დამახასიატებელი და უფრო სპარსულ სტილში ჯდებოდა. საუკუნოვან რომის იმპერიას ახლა უფრო დიდ ქებას ასხამდნენ, გამოუშვეს მილიონობით მონეტა რომაული ენის გენიის განსადიდებლად.

მოგვიანებით გალერიუსის დახმარებით დიოკლიტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ დოკლიტიანეს ცოლი პრისკაც ქრისტიანი იყო. (პარადოქსი?).

დიოკლიტიანე ისტორიაში სწორედაც რომ ამ ფაქტით არის განთქმული, რადგან ყველა იმპერატორისგან განსხვავებით იგი არა მარტო დევნიდა, არამედ სასტიკად აწამებდა ქრისტიანული სარწმუნოების ნებისმიერ მიმდევარს.  მისი სახელით რომის კოლიზეუმში საჩვენებელი გამოსვლებიც კი ეწყობოდა, სადაც ქრისტიანებს ლომებს და ვეფხვებს დასაგლეჯად მიუსევდენენ. ამავდროულად მან ერთადერთმა რომის იმპერიის ისტორიაში, უარი თქვა იმპერატორის ტიტულზე თავის სიცოცხლეში. (მას შემდეგ, რაც მან გიორგი კაბადოკიელი, საქართველოს მფარველი მეომარი წმინდა გიორგი, ბორბალზე გააკრა და აწამა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა)

დიოკლიტიანე „გადადგომის“ შემდგომ სოფელში წავიდა საცხოვრებლად და როდესაც რომის სენატიის წარმომადგენელმა ჩააკითხა და რომში დაბრუნება სთხოვა, დიოკლიტიანემ ამგვარი განცხადება გააკეთა: მე რომის მთავარი ვერ გავხდი ჩემი უსუსურობის გამო, აქ სოფელში კი ისეთი კომბოსტო მოვიყვანე, რომ ნახოთ არასდროს მთხოვდით უკან დაბრუნებას, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: