გაიუს იულიუს კეისარი


ძველ ბერძნულ-რომაულ ანუ ანტიკურ სამყაროში, ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, არავის რგებია ისეთი „მსოფლიო მომცველობის“ სახელი და პოპულარობა, როგორც კეისარს. ორივემ  საფუძველი დაუდო “თავ-თავის“ ცივილიზაციას: ალექსანდრე მაკედონელმა-ბერძნულ-აზიურს(ელინიზმი) ხოლო იულიუს კეისერმა კი-იტალიურ-ევროპულს (რომანიზმი).

კეისარი დაიბადა ქრ.შ.მდე 100 წელს 15 ივლისს, წარჩინებულ ოჯახში, ამ გვარის დამაარსებლად ითვლებოდა იულიუსი, ენეასის შვილი, თვით ქალღმერთ ვენერას შვილიშვილი. მისი მამიდა, იულია, კონსულ მარიუსის მეუღლე გახლდათ. ალბათ იულიას სურვილით ის დაქორწინდა  მარიუსის უახლოესი თანამოაზრის კორნელიუს კინას ასულზე. ეს კი მალე პოლიტიკური შეცდომა აღმოჩნდა, დადგა დრო სულას სისხლიანი დიქტატორისა, რომელიც სდევნიდა მარიუსის ყველა მიმდევარს. სულამ კეისარს მოსთხოვა გაჰყროდა ცოლს, მაგრამ კეისარი წინ აღუდგა დიქტატორის ნებას და მალე რომის დატოვება მოუხდა. თუმცა სულამ ის შემდეგ შეიწყნარა, ამავდროულად დასძინა, რომ კეისარში მრავალი მარიუსი იყო ჩაბუდებული. შეწყალების მიუხედავად კეისარმა იტალია დატოვა, რადგან სულას შეიძლება მეორე დღესვე შეეცვალა გადაწყვეტილება.

მან რამოდენიმე ხანი იმსახურა მცირე აზიაში, რომაულ გარნიზონში. შემდგედ ტყვეთ ჩაუვარდა მეკობრეებს, მათ გამოსასყიდი მოითხოვეს 20 ტალანტის ოდენობით, ხოლო კეისარმა გამოსაყიდი დამამცირებლად მიიღო და ის 50-მდე გააზრდევინა. 2 თვის განმავლობაშ ის იმყოფებოდა ტყვეობაში მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს მათი მბრძანებელი ყოფილიყო, ხუმრობით მეკობრეებს ჩამოხრჩობითაც კი ემუქრებოდა. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ, კესიარი დაეწია მეკობრეების ხომალდებს  შეიპყრო ისინი და რომის ბრძანების გარეშე სიკვდილით დასაჯა.

შემდეგ ის გაემართა როდოსზე სადაც დაეუფლა მჭერმეტყველების ხელოვნებას, იმ დროისთვის საუკეთესო რეტორ მოლონთან. მისი მჭერმეტყველებით აღფრთოვანებული იყვნენ მისი თანემედროვენი, ციცერონმაც კი ჩათვალა მისი სიტყვები გამჭრიუახულად. წარმატებას უადვილებდა ასევე მჟღერი ხმა და ნატიფი ჟესტიკულაცია. უნდა ითქვას რომ კეისარი გამოირჩეოდა თავის განსაკუთრებული მოვლით და მას ხშირად დასცინოდნენ კიდეც ამის გამო, რომ კეისარი თავს ერთი თითით იფხანდა რაც ჰომოსექსუალობის ნიშანი იყო ძველ რომში.

სულას სიკვდილის შემდეგ ის ბრუნდება რომში, მაგრამ არ იღებს მონაწილეობას აჯანყებაში რომელსაც დამარცხებისთვის განწირულს თვლის. და მართალიც გამოდგება. ის ცდილობს ხალხში მოიპოვოს პატივისცემა და სიყვარული, აწყობს საზეიმო მიღებებს, ამ ყველაფრისთვის კი სესხულობს დიდძალ ფულს. არავის არ უღძრავდა ეჭვებს ის ფაქტი რომ იულიუსი ასე ადვილად ფლანგავდა ფულს, ვერავინ ვერ გათვლიდა იმას თუ რა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ახალგაზრდა კეისარს. პირველად სენატს ის დაუპირისპირდა მაშინ როცა მამიდა იულიას დაკრძალვაზე წარმოთქვა მგზნებარე სიტყვა და მარიუსის ქანდაკებები გამოიტანა, სულა კი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა.

  პირველი თანამდებობდა  რომელიც მან მიიღო იყო-ედილი, ანუ პირი რომელსაც ევალებოდა ღონისძიებების ჩატარება ქალაქში. ის ასევე ცდილობდა გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი, რომლის თანამდებობაც მას სულამ ჩამოართვა. ეს თანამდებობდა არჩევითი  იყო. ის დაეყრდნო დაბალი ფენის მოსახლეობას და გაიმარჯვა კიდეც. გამდოცემის მიხედვით როცა ის სახლიდან გადიოდა დედას დაუბარა რომ ან დიდი ქურუმად დაბრუნდებოდა ან ქალაქიდან გააძევებდნენ.

მომავალ წელს ის ხდება პრეტორი ანუ უმაღლესი მოსამართლე, მაგრამ ისე მოხდა რომ მას ესპანეთში აგზავნიან. სადაც კეისარი ხვდება რომ თავისი პოლიტიკური ძალაუფლება უნდა ეფუძნებოდეს სამხედრო ძალას და არა ქალაქის ღარიბ მოსახლეობას. ის ესპანეთში მდიდრდება და მეომრებს შორისაც მოიხვეჭს სახელს. მეომრებმა ის იმპერატორად შერაცხეს, ეს ტიტული რესპუბლიკის დროს ეძლეოდათ მათ ვინც დიდ წარმატებას მიაღწევდა საომარ საქმეებში, მათ ეძლეოდათ უფლება შესულიყვნენ რომში ტრიუმფით. მაგრამ ის ტრიუმფით არ შესულა რომში რადგან თავისი კანდიდატრა უნდა წარედგინა სენატში კონსულობაზე.

წინააღმდეგობების მიუხედავად კეისარი აირჩიეს კონსულად მაგრამ სენატმა გამოსცა ბრძანება რომლის მიხედვითაც კონსულებს ეკვეცებოდათ უფლებები. მაშინ კეისარი აყალიბებს ტრიუმვირატს პომპეუსთან და კრასუსთან.

კრასუს გააჩნდა ქონება, პომპეუსს ჯარი ხოლო კეისარს გონება. ისინი გახდენ ფაქტობრვად რეალური მმართველები, პომპეუსმა თავისი ჯარით დაიკავა ფორუმი და ძალით მიაღებინეს კანონები რომლებიც მათ აწყობდათ. პომპეუსის ვეტერანმა მეომრებმა მიიღეს მიწები, ხოლო კეისარს მიეცა უფლება კონსულობის შემდეგ ჩაებარებინა გალიის პროვინცია. ამან საშუალება მისცა შეექმნა კარგად შეიარაღებული არმია.

იმხანად რომაელები გალიის მხოლოდ ნაწილს ფლობდნენ, კეისარმა კი გადაწყვიტა მთლიანად ჩაეგდო ხელში. თითქმის ათი წელი დაჰყო მან გალიაში, დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორიები, ბრიტანეთშიც კი გადავიდა, იქ სადაც ჯერ არ დაედგა რომაელს ფეხი. გასული იყო ათი წელი და მისი უფლებების ვადა გალიაზე იწურებოდა, ტრიუმვირატი უკვე დაშლილიყო, კრასუსი მცირე აზიაში დაღუპულიყო, ხოლო პომპეუსი პირველად აირჩიეს ერთპიროვნულ კონსულად. პომპეუსის ერთადერთი მოწინააღმდეგე კეისარი იყო ამიტომაც მან მიიღო კანონი რომლის მიხედვითაც კეისარს ეკრძალებოდა კონსულის თანამდებობაზე დანიშნვა მანამ სანამ ის თავის ჯარებს არ დაშლიდა.

კეისარმა შეკრიბა ლეგიონები და მიადგა გალიისა და იტალიის საზღვარს მდინარე რუბიკონს, რომლის გადალახვა ჯარის დაუშლელად ომის გამოცხადებას ნიშნავდა. აქ წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვები ბერძნულად „ანერიფთო კიბოს“ ანუ წილი ნაყარია-რუბიკონი გადალახულია და გაემართა რომისაკენ. ისე სწრაფად მიდიოდა რომ პომპეუსმა ჯარის შეკრებაც ვერ მოასწრო ისე გაიქცა საბერძნეთში. რამდენიმე ხნის შემდეგ კეისარმა დაამარცხა პომპეუსის არმია და პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში. რომში დაბრუნებულ კეისარს დიქტატორად ასახელებენ. მალე ის ეგვიპტისკენ გაემართა რათა საბოლოოდ გაენადგურებინა პომპეუსი, მაგრამ იქ ჩასულს ეგვიპტელებმა ლანგრით მიართვეს პომპეუსის თავი და ბეჭედი. მან საკადრისი პატივი მიაგო მთავარსალდლის ხსოვნას და დიდი ხნით დარჩა ეგვიპტეში. ეგვიპტეში მეფობდა მცირეწლოვანი პტოლემაიოსი რომელმაც თავისი და გააძევა, რათა არ გაეზიარებინა ძალაუფლება. კეისარმა კლეოპატრა დააბრუნა, ის შემოაპარეს იულიუსის საძინებელში ტომარაში გახვეული. მან კლეოპატრა დასვა ეგვიპტის მბრძანებელად და ეგვიპტე მოკავშირე ქვეყნად გამოაცხადა. ამ დროს ომი გაჩაღდა  პონტოს სამეფოში, კესიარი უმალვე გაემართა და დაამარცხა მეფე ფარნაკესის არმია, მან ეს გამარჯვება ასე მოიხსენია:  ვენი, ვიდი ვიცი, (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე)

რომში დაბრუნებული კეისრისადმი შეთქმულება მზადდებოდა , მისი განუზომელი ძალაუფლება უკვე ყველას აშინებდა. შეთქმულებას სათავეში ედგნენ კეისრის ახლო წრეში მყოფი ადამიანები: მარკუს ბრუტუსი და კასიოსი. მათმა რიცხვმა 60-ს მიაღწია. კეისარს ურჩევნდენ დაცვა გაეძლიერებინა, მაგრამ მან თქვა, რომ „უკეთესია ერთხელ მოკვდე ვიდრე იცხოვრო მუდმივ შიშში“.

შეთქმულებმა კეისრის მოკვლა გადაწყვიტეს იმ დღეს როცა ის უნდა გამოეცხადებინათ ყველა ზღვისგადაღმა მიწების მეფედ. მას ისიც კი უწინასწარმეტყველა მკითხავმა ქალმა რომ ამ დღეებში გარეთ არ გამოსულიყო მაგრამ კეისარი რის კეისარი იქნებოდა შიშს რომ დაყოლოდა. სენატში შესვლისას ის გარშემორტყმული შეიქმნა შეთქმულთა მიერ და ყველამ სათითაოდ ჩასცა მახვილი. 23 ჭრილობა მიიღო და მათგან მხოლოდ ორი იყო სასიკვდილო. დარჩენილი სენატორები მდუმარედ უყურებდნენ ამ სცენას, დახმარებისთვისაც კი არ შეეძლოთ დაეძახათ შიშის გამო. კეისარი პომპეუსის ქანდაკების ქვეშ დაეცა, თითქოს მკვდარმა პომპეუსმა სამაგიერო გადაუხადა. აქ წარმოთქვა მისი ცნობილი ფრაზა: „შენც შვილო ჩემო? შენც ბრუტუს?“

კეისარი იყო შემქმნელი პირველი ევროპული მსოფლიო იმპერიისა. მისმა იმპერიამ კიდევ 500 წელი იარსება, ის იყო პირველი, რომლის სახელი და წოდება უმაღლესი ძალაუფლების აღმნიშვნელ სიტყვებად იქცა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: