ბალთაზარ დელა კოსა


მოგეხსენებათ, შუა საუკუნეებში იყო ასეთი კაცი:
მეკობრე, ქურდი, მკვლელი და ყაჩაღი, პედოფილი, მამათმავალიც და მექალთანეც, უგარყვნილესი სექსუალური მანიაკი. ამდენი “ღირსების” მიუხედავად, რაღაც მანქანებით, იგი, ბალთაზარ კოსა, არც მეტი, არც ნაკლები, რომის პაპი გახდა, ანუ, ღმერთის მოადგილე მიწაზე და კათოლიკური სამყაროს სულიერი მამა.

იოანე XXIII – ამ სახელით ავიდა იგი პაპის ტახტზე, სადაც მისმა გარყვნილების ნიჭმა უსაზღვრო ასპარეზი შეიძინა – დედათა მონასტრები ლამის საკუთარ ჰარამხანებად აქცია. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი – ჯერ საკუთარ შვილთან გაიყო სარეცელი, ხოლო მოგვიანებით ამსიყვარულისნაყოფი, ანუ მცირეწლოვანი შვილიშვილიც ჩაიგორა ლოგინში. 

ამ ხორცშესხმული სატანის ბოგინის აღკვეთის შემდეგ ვატიკანში გადაწყვიტეს, რომ იოანე XXIII -ს სახელიც კი ამოეშალათ პაპობის ისტორიიდან, ანუ იოანე XXII-ზე გააჩერეს ისტორია და საუკუნეების განმავლობაში იოანეს სახელით პაპი აღარ ჰყოლიათ. მხოლოდ გასულ საუკუნეში ავიდა რომის პაპის ტახტზე ადამიანი, რომელმაც, ბალთაზარ კოსას მსგავსად, იოანე XXIII დაირქვა, რითაც კათოლიკურმა სამყარომ კიდევ ერთხელ სცადა ბალთაზარ კოსას სირცხვილისაგან დისტანცირება, მისი სამარცხვინო სახელის წაშლა ისტორიის ანალებიდან.

ბალთაზარ დელა კოსა თავის დროის ყველაზე სასტიკი ადამიანი რომელიც თავიდან მეკობრე იყო შემდეგ კი ძალით მოიპოვა პაპობა, მან მოაკვლევინა იმ დროინდელი პაპი ალექსანდრე V და შემდეგ მკვლელი თავის ხელით მოწამლა და ასე გახდა რომის პაპი, იწოდა იოანე XXIII. ხალხმა თავიდანვე შეიძულა ბალთაზარ კოსა, რადგან იგი პაპობის შემდეგაც არ ეშვებოდა თავის ძველ ხელობას ანუ იგი ისევ აგრძელებდა სასიყვარულო ისტორიებს, ხლართავდა ინტრიგებს მეფის კარზე კლავდა ხალხს და ასე შემდეგ. მოვიყვან ერთ ფაქტს რომელიც მის დაუსწრებლად გასამართლების დროს წაიკითხეს “გახრწნა მთელი ოჯახი, რომელშიც შედგებოდა დედის, ვაჯიშვილის და სამი დისაგან, ამასთან ყველაზე უფროსი და თორმეტი წლის იყო” აგრეთვე მას ინტიმური კავშირი ქონდა ბერებთანაც (ამ მხრივ იგი უნივერსალური იყო) მის დაუსწრებლად გასამართლების დროს გამოტანილი განაჩენი შედგებოდა სამოცდათოთხმეტი მუხლისგან, რომელთაგანაც ოცი ბრალდება საქვეყნოდ არ წაიკითხეს, იმდენად შემზარავი დანაშაულებები ქონდა ჩადენილი ამ საზარელ ადამიანს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: