ალექსანდრე დიდი მაკედონელი


ალექსანდრე დიდი მაკედონელი-მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი. მან დაიპყრო თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო. მან დაიპყრო ნახევარი საბერძნეთი, ეგვიპტე, სირია, კაპადოკია, ბაბილონი და სპარსეთი. ალექსანდრე ინდოეთთან ბრძოლაში დამარცხდა. იგი გარდაიცვალა ძვ.წ. 323 წელს მძიმე დაავადების გამო. მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წლის 20 ივლისს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ოლიმპიადა III-ის  შვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.

როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:

„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“.

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. როდესაც ალექსანდრეს 13 წელი შეუსრულდა ფილიპემ გადაწყვიტა მასწავლებლად მოეწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. ცნობილია, რომ განათლების მიცემის სანაცვლოდ ფილიპე დათანხმდა აღედგინა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა მედიცინა, ფილოსოფია, მორალი, რელიგია, ლოგიკა, ხელოვნება.

ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ უთქვამს: მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.

მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა თუ ის ქალაქი აიღო და ამა თუ იმ ბრძოლაში გაიმარჯვაო. ალექსანდრე ამ ამბებს მოღუშული სახით ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო საქმეები რომ ჩავიდინოო.”

ალექსანდრე მაკედონელმა ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მსოფლიოს დაპყრობა. იგი 13 წლის განმავლობაში მეფობდა. ამ ხნის მანძილზე მან შესძლო მაშინდელი მსოფლიოს ცივილიზაციის უმეტესი ნაწილის დაიპყრობა, არისტოტელეს მიერ განსწავლულმა შექმნა უდიდესი იმპერია, რომელშიც შედიოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი და მცირე აზია.

პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს პლუტარქეს ცნობით, მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა:

„მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ.“

ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა: „არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?“

ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას თავზე დაადგა და თქვა:

„შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს – ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება – სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო.“

ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე და ოლიმპიადა წავიდნენ ეპიროსში ამ უკანასკნელის ძმასთან. თუმცა შემდეგ ალექსანდრე ილირიაში გადავიდა. იქ მან ექვსი თვე დაჰყო, შემდეგ კი კორინთელი დემარატოსის შუამდგომლობით მაკედონიაში დაბრუნდა.

შემდეგ წელს კარიის სპარსელმა სატრაპმა პიქსოდოროსმა ფილიპეს თავისი შვილი შესთავაზა მისი ვაჟისთვის, არიდაიოსისთვის. ალექსანდრე და ოლიმპიადა შეშინდნენ, რომ ფილიპე აპირებდა არიდაიოსი გაეხადა თავის მემკვიდრედ. ზუსტად ამიტომ ალექსანდრემ ზომები მიიღო, მან კარიაში გააგზავნა მსახიობი თესალუსი, რათა დაერწმუნებინა პიქსოდოროსი, რომ არიდაიოსის ნაცვლად თავისი ასული ალექსანდრესთვის მიეცა. მას შემდეგ, რაც ფილიპემ ეს ამბავი შეიტყო, განრისხდა, ალექსანდრეს მიუვარდა და გაკიცხა ის. პლუტარქეს მიხედვით, ფილიპემ ალექსანდრეს ოთხი მეგობარი, ჰარპალუსი, ნეარხუსი, პტოლემაიოსი და ერიგიუსი მაკედონიიდან გაყარა, კორინთოელებს კი უბრძანა, რომ თესალუსი მისთვის გადმოეცათ.

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. (ბიძას შერთეს თავისი დისშვილი ცოლად) ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.

გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი არმიის თითქმის მუდმივი წვრთნა, რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).

ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

სანამ ალექსანდრე თავის მთავარ ჩანაფიქრს, აზიაში შეჭრას განახორციელებდა, მას მაკედონიის ჩრდილოეთი საზღვრებისთვისაც უნდა მიეხედა. ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე მან ჩრდილოეთით ლაშქრობა წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები. ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთებში (დღევანდელი სტარა-პლანინა), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და ისინი დაამარცხა.

ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმით. პლუტარქე გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს. მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით.

ბრძოლა გავგამელასთან, დარიოსის 80-ათასიანი არმიას ალექსანდრე მაკედონელმა ორჯერ ნაკლები მეომარი დაუპირისპირა. დარიოსს მეომრებთან ერთად 200 საბრძოლო ეტლი და 15 საომარი სპილო ჰყავდა. ბრძოლა ჩვენს წელთააღრიცხვამდე 331 წელს მოხდა. ბერძნებმა მტერს 50 კილომეტრზე სდია. ალექსანდრე მაკედონელმა ამ ბრძოლით ყოვლისშემძლე მხედართმთავრისტიტული მოიპოვა.

სამხედრო თათბირზე ერთ-ერთი სარდალი პარმენიონი, ალექსანდრეს დაჟინებით ურჩევდა მიეღო საზავო პირობები, რომელსაც მეფე დარიოს III სთავაზობდა მაკედონელებს. ეს პირობები მართლაც ხელსაყრელი იყო ალექსანდრესათვის. იგი იღებდა სპარსეთის იმპერიის თითქმის ნახევარს, 10 000 ტალანტს, დარიოს III მაკედონელთა მეფეს ცოლად სთავაზობდა თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, სამხედრო კავშირს და მეგობრობას. მაკედონელის არმია დაღლილ-დაქანცული იყო. წინ მოსალოდნელი ბრძოლებო კი მეტად საშიში და გაურკვეველი მოსჩანდა. ამიტომ ეუბნებოდა პარმენიონი მაკედონელს:

-მე რომ ალექსანდრე ვიყო ამჟამად შექმნილ ვითარებაში მივიღებდი ამ საზავო პირობებს და არ მივანდობდი თავს შემდგომ ხიფათსა და მის ცბიერ ბედს.

მე რომ პარმენიონი ვიყო – მიუგო ალექსანდრემ თავის სარდალს, – მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ რადგანაც მე ალექსანდრე ვარ და არა პარმენიონი ასე მოქცევა არ შემიძლია.

ალექსანდრე დიდი მაკედონელი ძვ.წ. 323 წლის 13 ივნისს მალარიით გარდაიცვალა ბაბილონში. მისი გვამი ეგვიპტეში ჩაიტანეს და თვით ალექსანდრეს მიერ აშენებულ ქალაქ ალექსანდრიაში დაკრძალეს.

მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია : ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო”

მისი სიტყვებია:

მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა…

„არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური“.

„იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით“.

„მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო“.

მეუღლე:           როქსანა, სტატეირა II

შვილები:           ალექსანდრე IV მაკედონელი

2 comments

  1. მაგარი ტიპი იყო ალექსანდრე😀

  2. eka

    mosadziebeli maq..davwerdi mara didiaaaaa😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: