პეტრე მელიქიშვილი


პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი იყო უდიდესი ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი. (1918–19წწ).

იგი დაიბადა 1850 წლის 11 ივლისს თბილისში. მშობლებმა პეტრე თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც 1868 წელს დაამთავრა. იმავე წელს იგი ჩაირიცხა ნოვოროსიის (დღევანდელი ოდისის) უნივერსიტეტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განხრით. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 1873 წელს, პეტრე მიემგზავრება საზღვარგარეთ, სადაც გაეცნო ლ.მაიერის და ი.ვისლიცენუსის ლაბორატორიებს.

1876 წელს მელიქიშვილმა მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში. 1881 წელს ქიმიის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხსის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე „აკრილმჟავას ნაწარმას შესახებ“, ხოლო 1885 წელს–სადოქტორო დისერტაცია თემაზე „იზომერული კროტონმჟავების ნაწარმთა შესახებ“. 1884 წლიდან იგი იყო ამ უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის დოცენტი, 1885 წლიდან კი პროფესორი.

პეტრე მელიქიშვილმა ვასილ პეტრიაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქიმიურ სკოლას. მან შეისწავლა ორგანულ მჟავათა ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი წარმოებულების სინთეზის საკითხები, ფიზიკურ–ქიმიური თვისებები. ამ საკითხებზე დაწერილმა მისმა შრომებმა დიდად შეუწყო ხელი ნივთიერებათა აღნაგობის თეორიის განვითარებას, მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთა კლასი, რომლებსაც გლიციდ მჟავები უწოდა.

მისი გამოკვლებების მეორე დიდი ციკლი არაორგანული ქიმიის საკითხებს მოიცავს. ამ შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ელემენტის ზემჟავების სინთეზი, რომლებიც პეტრემ შექმნა თავის მოწაფე პისაჟევსკისთან ერთად (1897–1917წწ). მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბონატი. 1899 წელს ცალკე მონოგრაფიად რუსულად გამოიცა მისი გამოკვლევები, რომელიც ეხებოდა ზემჟავებს და ზეჟანგებს.

1900 წელს მელიქიშვილსა და პისაჟევსკის დიდი სამეცნიერო დამსახურებისათვის  რუსულის მეცნიერებათა აკადემიამ ლომონოსოვის სახელობის პრემია და ოქროს მედალი მიაკუთვნა.

დიმიტრი მენდელეევი მაღალ შეფასებას აძლევდა ამ შრომას და მიიჩნევდა, რომ ის განამტკიცებდა ელემენტთა პერიოდულ სისტემას. პეტრე მელიქიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უკავია ანალიზური ქიმიის საკითხებსაც. მან დაადგინა თვისებითი რეაქციები ნიობიუმზე, ტანტალსა და მოლიბდენზე.

პეტრე მელიქიშვილი საქ–ოს ისტორიაში შევიდა, როგორც თბილისის უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი დამაარსებელი და როგორც მისი პირველი რექტორი. შალვა ნუცუბიძის მოგონებით, „როდესაც ჩრ.–დან სამ.–კენ წამოვედით საქ–ოს უნივერსიტეტის დასაარსებლად, პეტრე მელიქიშვილი უკვე საქართველოში დაგვხვდა და მაშინვე ჩაება იმ ფერხულში, რომელიც დაუკავშირდა უნივერსიტეტის გახსნის საკითხს. როდესაც დადგა საკითხი რექტორის არჩევისა, თვითონ ი.ჯავახიშვილმა დაასახელა მელიქიშვილი. პეტრე მელიქიშვილმა განაცხადა: „მე, ორიოდე დღის წინ მოსული კაცი ავდგე და თქვენს გაკეთებულ საქმეს სათავეში ჩავუდგე, ეს ყოვლად დაუშვებელია“.

დიდხანს გაგრძელდა კამათი ამ საკითხის ირგვლივ. სხდომები იწყებოდა და იხურებოდა ამ საკითხით, მაგრამ იგი გადაუწყვეტელი რჩებოდა. ბოლოს ი. ჯავახიშვილმა განაცხადა: „ვისაც სურს გამარჯვება საქართველოს უნივერსიტეტისა, ვისაც სურს, რომ დაინტერესდეს ფართო საზოგადოება არამარტო ჩვენში, არამედ რუსეთში, ვისაც სურს, რომ საქ–ოს უნივერსიტეტის სახელი შარავანდედით იყოს მოსილი, ის აუცილებლად უნდა მიემხროს ისეთი კაცის რექტორობას, როგორიც არის პეტრე მელიქიშვილი“.

ამრიგად, იგი გახდა პირველი რექტორი ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტისა. პეტრე მელიქიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული ტერმინოლოგიის საქმეს, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა სამ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგროქიმიის კათედრები. პეტრე მეილიქიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა საქ–ოს ბუნებრივი სიმდიდრის–წიაღისეულისა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების შესწავლას.

1918–27წწ–ში პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის ორგანული კათედრის გამგე იყო, 1921 წლის 30 ივლისს კი უნივერისტეტის აგრონომიის ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს.

შ.ნუცუბიძის თქმით, „უნივერსიტეტი იზრდებოდა ჩვენს თვალწინ, როგორც მეცნიერული ორგანიზმი, ბარტყებივით იზრდებოდნენ მის მიერ შექმნილი სხვა სამეცნიერო დაწესებულებები და ინსტიტუტები“. ერთი მათგანი იყო სასუფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, მელიქიშვილს ძალიან უნდოდა სასოფლო–სამეურნეო მხრით ემოღვაწა, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა მას სასოფლეო სამეურნეო ინსტიტუში მუშაობა. ახალი წიგნის გაჭრის დროს თითი დაიზიანა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. საქმე ისაა , რომ იგი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული და ამიტომ უბრალო ჭრილობა მალე გაბგრენაში გადაეზარდა. მას ხელი ნოჰკვეთეს, მაგრამ ამანაც ვეღარ უშველა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, 1927 წელს პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. იგი დაკრძალეს 1927 წლის 23 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში (დამაარსებელთა ხეივანი მისი ინიციატივით გაიხსნა უნივერსიტეტის ეზოში).

პეყტრე მელიქიშვილმა ღრმა კვალი დატოვა ქართული უნივერსიტეტის და მეცნიერების ისტორიაში. მან განამტკიცა ქარველ ქიმიკოსთა საერთაშორისო ავტორიტეტი, აღამაღლა უნივერსიტეტის სახელი. მას ბღწყინვალე გამოსათხოვარი სიტყვით მიმარტა შალვა ნუცუბიძემ: „ . . . შენ გვიანდერძე სხივოსანი სიტყვები: ერთ–გულება, სიყვარული, პატივისცემააი, რას მოითხოვს მეცნიერება. ჩვენი ვალია ამ ანდერძის განუხრელი შესრულება.

მეგობარო! მახსოვს შენი სიტყვები: ისე შევეჩვიე უნივერსიტეტს, თავი რომ მომჭრან, ფეხები მაინც იქ მიმიყვანენო და აი, აღსრულდა შენი სიტყვები. დღეს მიგიყვანენ შენს საყვარელ უნივერსიტეტში, რომელიც მშობლიური, სიყვარულით ჩაგიკრავს მკერდში“.

პეტრე მელიქიშვილი იყო უაღრესათ ნიჭიერი განათლებული, კეთილშობილი და ამაგდარი ადამიანი. ის იყო ქართული მეცნიერების და უნივერსიტეტის დროშა. მის პატიოსნებაზე, წესიერეებაზე და პრინციპულობაზე ლეგენდები დადიოდა. ის იყო თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, თავდადებული და, ამავე დროს, უაღრესად თავმდაბალი ადამიანი.

ერთხელ მისთვის უკითხავთ, რა არის გენიალობაო? მას კი უპასუხია: „გენიალობა არის შ.ნუცუბიძის ნიჭი ჩემი შრომისმოყვარეობაო“.

პეტრე მელიქიშვილმა დატოვა უამრავი მოწაფე, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, უკრაინასა და ევროპაში.

ქართული მეცნიერების პირველ ქურუმს ქართველობამ დიდი სიყვარული და პატივისცემა მიაგო. დაიდგა მისი ბიუსტი უნივერსიტეტის ბაღში, დაარსდა მისი სახელობის პრემიები მეცნიერებათა აკადემიასა და უნივერსიტეტში, მისი სახელი ეწოდა ინსტიტუტს, ქუჩას, სკოლას . . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: