ედუარდ შევარდნაძე


ედუარდ შევარდნაძე (დ. 25 იანვარი1928), ქართველი პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (19851990), საქართველოს პრეზიდენტი(19952003).

განათლება

დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფ. მამათში, პედაგოგის ოჯახში. ჰყავდა და და სამი ძმა. მისი მამა დააპატიმრეს სტალინური რეპრესიების დროს 1937 წელს, მაგრამ გათავისუფლდა მისი მოსწავლის დახმარებით, რომელიც შინსახკომთანთანამშრომლობდა.

შევარდნაძემ დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ სწავლობდათბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად.

სსრკ

1946 წელს შევიდა კომკავშირში1948 წელს, 20 წლის ასაკში კი კომპარტიაში.19571961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი.19611964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი.1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

19641965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 19651972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. პარტიაში მუშაობისას დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირისოქროს ვარსკვლავით.

საგარეო საქმეთა მინისტრი

1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. 1985 წელს საბჭოთა “გარდაქმნის” წამომწყების, მ. გორბაჩოვისინიციატივით შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. ის მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთანჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვისბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

1990 წელს გადადგა, “მოსალოდნელი დიქტატურისადმი” პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდაბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.

 

საქართველოში დაბრუნება

1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩისშედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო ეროვნულმა გვარდიამ. პუტჩისტებმა შევარდნაძე მოისწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს — ხელმძღვანელად. სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესებში მხედრიონის ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა. მან თანამდებობა 1992 წლის 7 მარტს დაიკავა. მოგვიანებით შევარდნაძემ განაცხადა: ”მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი უფლებამოსილი, დამეკავებინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, მაგრამ ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან და გაძღოლა დემოკრატიისკენ.”[საჭიროებს წყაროს მითითებას]1992 წელს საპარლამენტო არცევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.

აღსანიშნავია ისიც რომ 1992 93 წლებში აფხაზეთში და სამაჩაბლოში ომი უშუაოდ შევარდნაძესა და მის გარმოცვასთანაა დაკავშირებული. ამ ომში სამწუხაროდ ზვიადისტები და შევარდნაძეს მომხრეები ერთმანეთს განუდგნენ საერთო მტერთან ბრძოლისას. სწორედ ამ დაპირსპირებამ ითამაშა დიდი როლი ამ ორი ტერიტორიის საქართველოსგან ჩამოცილებისას.

შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა:

1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში;

1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში;

1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

ვარდების რევოლუცია

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას.2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი ”ახალი საქართველოსთვის” ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 18.84 %-ით.[1] საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობაგამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ამჟამად ის თბილისში ცხოვრობს კრწანისის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში. ედუარდ შევარდნაზეს ჰყავდა მეუღლე – ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. შევარდნაძეს ჰყავს ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი და ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: