მარტინ ლუთერი (Exclusive)


პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis – ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან – XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546).

XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო მმართველებად იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარეობა და ზოგადად, კათოლიკურ ეკლეშიაში ამ დროისათვის გავრცელებული მანკიერებანი ბევრი ქრისტიანის აღშფოთებას იწვევდა. მათ შორის იყო მარტინ ლუთერიც.

მარტინ ლუთერი  იყო გერმანელი, კონკრეტულად კი ვიტენბერგელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს. გერმანელი ხალხისათვის ლუთერი არის განათლების და მუსიკის რეფორმატორი, მათ შორის პროტესტანტული გალობისა.

იგი იყო კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წინააღემდეგ მიმართული იმ მძლავრი მოძრაობის მამამთავარი, რომელიც დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოო განხეთქილებით დასრულდა. ეს მოძრაობა ისტორიაში პროტესტანტული რეფორმაციის სახელით შევიდა. იოჰან ფონ შტაუფიცმა, მისმა მასწავლებელმა და მეგობარმა დიდი გავლენა იქონია მას იდეებსა და მისწრაფებებზე.

პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისგან ინდულგენცია ანუ ცოდვების მიტევების სიგელი.

1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ.პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებბითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ იოჰანეს ტეტცელს დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო დახლი. მათი თქმით, ინდულგენციის მყიდველი უფრო უმანკო ხდებოდა, ვიდრე ადამი იყო ცოდვამდე. მარტინის აზრით კი, ცოდვების გამოსყიდვა მხოლოდ რწმენითა და სინანულით იყო შესაძლებელი.

იგი ფიქრობდა, რომ ღვთის თვალში პატიოსანი გლეხის შრომა არ ჩამოუვარდება ბერის მიერ ლოცვასა და ღვთის მსახურებაში განვლილ წლების ღვაწლს.  ანუ ყველა ინდივიდი თანასწორი იყო უზენაესი ძალის წინაშე.

საპასუხოდ, 1517 წელს ლუთერმა ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის საჯარო ყურადღების მოსაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი „95 თეზისი“, სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი, პაპის ინდულგენციით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. 1520 წელს პაპმა ლეო X-მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა უგულვებელყო პაპის განაჩენი. ის დარწმუნებული იყო, რომ თვითონ კი არ განუდგა ეკლესიას, არამედ ეკლესია განუდგა მას.

ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად „ქრისტეს ნაცვლის“, ასევე როგორც ადამიანესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით.

ნაშრომში „ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ“, ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდათა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს-ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა. გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს.

ლეო X-მ ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისათვის გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორს, კარლ V-ს (1500-1558) მიმართა. კარლ V-მ 1521 წელს ვორმსში მოიწვია გერმანული მთავრების კრება, რომლის წინაშც, პაპისა და იმპერატორის მოთხოვნით, ლუთერს უნდა უარეყო თავისი მოძღვრება. ლუთერმა ამჯერადაც მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ იმპერატორმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ლუთერს კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს კოცონზე დაწვა ემუქრებოდა, მაგრამ გერმანელმა თავადმა ფრიდრიხ ბრძენმა შეიფარა იგი გართბურგის ციხეში. სწორედ აქ თარგმნა ლუთერმა ბიბლია გერმანულად, რადგან მიაჩნდა, რომ ლათინური მეცნიერთა, გერმანული კი ხალხის ენა იყო. ამ დროისთვის ლუთერს უკვე ბევრი მომხრე ჰყავდა როგორც ხალხში, ისე გერმანელ თავადთა შორის.

1531 წელს ლუთერანი გერმანელი თავადები გაერთიანდნენ იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ (შმალკალდენის კავშირი). იმპერატორმა მოახერხა მათი დამარცხება(1546-47) და 1548 წელს აუგსბურგის თავდთა კრებაზე კათოლიკური რწმენის მთელ იმპერიაში აღდგენა გამოაცხადა. მაგრამ როგორც კათოლიკე გერმანელმა თავადებმა, ასევე ლუთერანებმა მოძებნეს მოკავშირე კარლ V-ის წინააღმდეგ, საფრანგეთის მეფის სახით.

„თავადთა შეთქმულება“(1552) და შემდგომი ომი საფრანგეთსა და კარლ V-ს შორის ნამდვილი ხსნა იყო ლუთერის რეფორმაციისათვის. 1555 წელს აუგსბურგში დაიდო რელიგიური ზავი, რომლის თანახმადაც, ყოველ თავადს საკუთარ სამფლობელოში მისი ქვეშევრდომებისათვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ენიჭებოდა.

“Cuius regio, eius religio”-„ვისიცაა ქვეყანა, სჯულიც მისია“

ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა „ევანგელისტური კავშირის“ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.

მაქს ვებერის აზრით, ლუთერის ნააზრევმა არა მარტო რეფორმაციის დიდი ტალღა გამოიწვია, არამედ მისმა დამოკიდებულებამ შრომისადმი და რელიგიისადმი დიდი ბიძგი მისცა კაპიტალიზმის ჩასახვას დასავლურ სამყაროში. მან დიდად განსაზღვრა ახალი დროის სულისკვეთება.

2010 წელს გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მარტინ ლუთერი ყველა დროის დიდ გერმანელებს შორის მეორე ადგილზე გავიდა. დღეს გერმანელ ერს აერთიანებს არა ლათინური ღვთისმეტყველება, არამედ ერთიანი სალიტერატურო ენა, რაც დიდწილად მარტინ ლუთერის დამსახურებაა.

ის ებრძოდა თავის თავში ეჭვს, მან ისწავლა მოთმინება, მაგრამ ამით გი ვერ იღებდა სიამოვნებას. მას სურდა ყველა კითხვაზე პასუხი მიეღო და ებრძოდა ეკლესიის გარშემო გამეფებულ უსამართლობას. მას არ უყვარდა დოგმატიკითა და ფუფუნებით გაჟღენთილი რელიგია და ისწრაფვოდა ექცია იგი უბრალოდ, რათა ხალხისთვის გულწრფელი სიყვარული ესწავლებინა. იგი აშკარად იზიარებდა აინშტაინის შემდგომში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მეცნიერება და რელიგია ერთი ხის ტოტებია და რომ ორივე მათგანი ჭეშმარიტებას ქადაგებს, მაგრამ სხვადასხვა ენით. ხშირად მისი ნათქვამი არ ესმოდათ და არასწორედაც იგებდნენ, რადგან იგი აზროვნებით დროს უსწრებდა. ამას რა თქმა უნდა, არ დაუბნევია ლუთერი და ცხოვრების ბოლომდე იმას აკეთებდა რაც სამართლიანად მიაჩნდა!

მარტინ ლუთერი ხვდებოდა, რომ ღმერთის მიმართ მორჩილება მდგომარეობდა არა მის სიყვარულში, არამედ შიშში.ჩვენც კარგად ვიცით, რომ „შიში შეიქმს სიყვარულს“, მაგრამ ამ შიშის წარმართვასაც თავისი ხელოვნება სჭირდება. ის ბევრს ფიქრობდა თუ როგორ გადაეწყვიტა ეს დილემა და ბოლოს მიხვდა, რომ ღვთის მართლმსაჯულება მდგომარეობდა იმაში თუ მორწმუნე როგორ ცხოვრობდა.

პროტესტანტობის გავრცელება

ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.

დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან:

1.სოციალურად სამართლიანი სისტემით

2.ძლიერი სახელმწიფო წყობილებით

3.ცხოვრების მაღალი დონით

პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად ზრდადია რაოდენობაში. მაგალითად:ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი.

საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.

მარტინ ლუთერი იყო ადამიანი, რომელმაც მრავალთა აზრით ქრისტიანული მოძღვრების ყველაზე დემოკრატიულ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: