გალილეო გალილეი


გალილეო გალილეი (დ. 15 თებერვალი, 1564, პიზა — გ. 8 იანვარი, 1642, არჩეტრი, ფლორენციის მახლობლად), იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.

მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება, რიგი ასტრონომიული დაკვირვებებისა, ნიუტონის პირველი და მეორე კანონები. მას ხშირად თანამედროვე ასტრონომიის მამად მოიხსენიებენ, ისევე როგორც თანამედროვე ფიზიკისა და მეცნიერების მამად. მისი ექსპერიმენტალური ნაშრომები ფართოდ აღიარებულია, ფრენსის ბეკონის შრომებთან ერთად, თანამედროვე მეცნიერული მეთოდის ფუძემდებლად. გალილეოს კარიერა თან ხვდება იოჰანეს კეპლერისას.

გალილეოს ნამუშევრები მნიშვნელოვანი გადახვევა იყო არისტოტელეს ნააზრევისგან. ამასთან ერთად მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ადრეული მაგალითი ავტორიტეტთან კონფლიქტისა და აზროვნების თავისუფლებისა, განსაკუთრებით მეცნიერების დარგში, დასავლურ საზოგადოებაში.

იგი იყო თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებელი. როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. განათლება პიზასა და ფლორენციაში მიიღო, 25 წლის ასაკში ლექციებს კითხულობდა პიზაში, სადაც არისტოტელეს, ევკლიდესა და პტოლომეოსის ნაშრომებს განმარტავდა. 1592 წელს პადუაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1610 წლამდე გააგრძელა მოღვაწეობა, შემდეგ ფლორენციაში დასახლდა და ტოსკანის დიდი მთავრის „მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის“ სახელი დაიმკვიდრა. უმნიშვნელოვანესია გალილეოს როლი ფიზიკისა და ასტრონომიის განვითარებაში: 1609 წელს აწყობილი ჭოგრიტით მან მრავალი აღმოჩენა გააკეთა:

1)აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი მთავარი თანამგზავრი, რომელთაც მედიჩების მთვარეები უწოდა (ეს აღმოჩენა აღწერილია მის შრომაში Sidereus nuncius, 1610 წ.);

2) გარდა ამისა, გალილეიმ აღმოაჩინა ვენერის ფაზები,

3)სატურნის წრეები,

4)ირმის ნახტომის ვარსკვლავური სტრუქტურა,

5)მზის ლაქები, რომელთა მეშვეობით მეცნიერმა უარყო არისტოტელეს დოქტრინა ციურ სხეულთა სრულყოფილების შესახებ.

გალილეო-ფიზიკოსი მექანიკის მნიშვნელოვანი კანონების ავტორია:

1)ესაა ინერციის პრინციპი,

2)სხეულთა თავისუფალი ვარდნის კანონი,

3)ქანქარას რხევის იზოქრონიზმისა და სხვა კანონები.

გალილეის მიხედვით, მეცნიერება ერთადერთ საშუალებას – ექსპერიმენტს ფლობს, რომელშიც ინდუქციას მათემატიკური გაანგარიშება ავსებს: დაკვირვება, განმარტების ძიება, გამოთვლა, შემოწმება ამ მეთოდის ეტაპებია.

ა) დაკვირვება: მოცემულ ეტაპზე ფენომენები იმ სახით აღინიშნება, როგორც მათ ბუნება წარმოგვიდგენს. რა თქმა უნდა, ფაქტებზე დაკვირვებისას მეცნიერს გონიერება ესაჭიროება, რათა მკაფიოდ განსაზღვროს ისინი.

ბ) ვარაუდი: დაკვირვების შემდეგ მეცნიერი აკეთებს სავარაუდო განმარტებას, ეს თეზისზე უფრო დაბალი საფეხურია, ანუ ვარაუდი, რომელიც მოცემულ მომენტში აღნიშნავს ფენომენს, როგორც დაკვირვებაში მყოფი ფენომენის განმარტებას. აქ არ არის საუბარი არსისა და ფორმების ძიებაზე, როგორც ბეკონთან, არამედ ხდება ფენომენის ან სხვა ფაქტის დაფიქსირება, რომელიც ასახსნელი ფენომენისთვის წინამორბედის როლს შეასრულებს.

გ) შემოწმება: ამ ეტაზპე მეცნიერი ექსპერიმენტის, ანუ სავარაუდო განმარტების სახით წამოყენებული სხვა ფენომენების მეშვეობით გამოწვეული განმეორების საფუძველზე ვარაუდის მართებულობასა და საკმარისობას ამოწმებს. თუ ვარაუდი ბუნებისთვის შეკითხვის დასასმელად არის საჭირო, ექსპერიმენტი ამ შეკითხვაზე ბუნების პასუხს გვაძლევს.

დ) დედუქცია: ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მისი შედეგი წინასწარ მათემატიკური გათვლის საშუალებით მიღებულ უეჭველობათა ერთობლიობას ემატება ისე, რომ შედეგი იზოლირებულ ფაქტად არ დარჩეს.

ე) კანონის ჩამოყალიბება: ექსპერიმენტისა და გათვლის მეშვეობით მოიპოვება საჭირო ელემენტები საბოლოო განმარტების ჩამოსაყალიბებლად, რომლის თანახმადაც ფენომენი სხვა ფენომენებს უკავშირდება. ეს არის თვით ფენომენის კანონი.

გალილეო ამბობდა: მე არასდროს შემხვედრია იმდენად გაუნათლებელი ადამიანი, რომ არ შემეძლოს მისგან ვისწავლო“.  იგი შეძლებისდაგვარად პატივს სცემდა ყველა ინდივიდს და ცდილობდა მათი აზრი გაეთვალისწინებინა. გალილეი თვლიდა რომ ერთი კარგი იდეა თითოეულ ადამიანში იდო, ბრძენი კი უნდა შეეცადოს იგი მათ დასცინცლოს სათავისოდ გადმოიბიროს-გადმოაკეთოს. იგი ასევე თვლიდა, რომ ბუნების უდიდესი წიგნი დაწერილი იყო მათემატიკური სიმბოლოებით და მოცალეობის ჟამს ყოველთვის ეძიებდა სიმბოლოთა შინაარსა და მნიშვნელობებს.

გალილეოსთვის ყოველთვის უპირატესი იყო მეცნიერება და არა რელიგია, მაგრამ ამავდროულად ფიქრობდა, რომ ისინი ერთურთის არსებობასა და განვითარებას არ უშლიდნენ ხელს. „დიდად არ ვარ დავალებული იმით, რომ იგივე ღმერთი, რომელმაც დაგვაჯილდოვა გრძნობებით, ცნობიერებითა და ინტელექტით, გვაიძულებს უარი ვთქვათ მათ გამოყენებაზე“. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ დოგმატიკას და თვლიდა, რომ ადამიანს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოყენებინა ყველა ასპექტში. როგორც ყველა ერუდირებული პიროვნება, მასაც მიაჩნდა, რომ განვითარების უმაღლესი მწვერვალი განათლება იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: