ალისტერ ქროული (Edward Alexander Crowley)


ალისტერ ქროული (1875 წლის 12 ოქტომბერი – 1947 წლის 1 დეკემბერი) – ოკულტისტი, რელიგიური მიმდინარეობა Thelema-სა და ორგანიზაცია Ordo Templi Orientis დამაარსებელი, ბისექსუალი, ნარკომანი, აზარტული მოჭადრაკე, მთამსვლელი, პოეტი, დრამატურგი  და ზოგიერთი ვერსიით, ინგლისის ჯაშუში; ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი დროის მორალურ და რელიგიური ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც იმდროინდელმა საზოგადოებამ დაგმო და მსოფლიოს ყველაზე უზნეო ადამიანად” შერაცხა.

ედვარდ ალექსანდერ ქროული (სრული სახელი) უაღრესად რელიგიურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა; 11 წლისას გარდაეცვალა მამა, რომელიც ევანგელისტი იყო და მისი მემკვიდრეობითა და გავლენით გაემგზავრა კემბრიჯის კერძო ევანგელისტურ სკოლაში, საიდანაც მალევე გარიცხეს “სხვა ბიჭის გარყვნის მცდელობის” გამო. ამის შემდეგ მან კიდევ ორი სასწავლებელი გამოიცვალა, რომლებიც მალევე შეიძულა და მიატოვა კიდეც. ამის შემდეგ სკეპტიკურად განეწყო ქრისტიანობის მიმართ  და  თავის აღმზრდელებს მუდმივად ეკამათებოდა ბიბლიაში არსებული არათანმიმდევრული შემთხვევების გამო. 1895 წლიდან კი სრულიად გაწყვიტა კავშირი ეკლესიასთან, აღმოაჩინა რა, რომ ეს იყო ტირანია, არალოგიკური და ფარისევლური”; ამავე პერიოდში დაუახლოვდა თავისი კოლეჯის დეკანს, რომლის ხელშეწყობითაც არ ესწრებოდა დილის ლოცვებს და თვლიდა, რომ მამამისის მიერ დათესილი და დედის ცრემლებით მორწყული მცენარე მხოლოდ მისი მჭევრმეტყველებითა და სწავლებით შეიძლებოდა ამოძირკვულიყო”; დაახლოებით ამავე დროს შეიცვალა სახელი,  დაინტერესდა ალპინიზმით და გამოაქვეყნა ლექსი “Aceldama”, თუმცა, ამას განსაკუთრებული წარმატება არ მოჰყოლია.

პირველი მნიშვნელოვანი მისტიკური შემთხვევა, რომლის შედეგადაც, როგორც თავად ამტკიცებდა, “ეს მოძღვრება მასში დაიბადა”, ჩაწვდა “ადამიანური ძალისხმევის ამაოებას”, უარი თქვა დიპლომატის კარიერაზე და ოკულტიზმისა და მისტიციზმის შესწავლა დაიწყო, მას 1896 წელს გადახდა; 1897 წელს კი საერთოდ დატოვა კემბრიჯი. ორი წლის შემდეგ შვეიცარიაში შეხვდა ქიმიკოს ჯულიან ბეიკერს, რომელმაც ინგლისში დაბრუნების შემდეგ იგი წარუდგინა ოკულტური საზოგადოების – Hermetic Order of the Golden Dawn წევრს; 1898–99 წლებში ქროულის ამ საზოგადოებაში Frater Perdurabo–ს სახელით იცნობდნენ, რაც ნიშნავს: მე მყარად ვიდგები ბოლომდე” (“I shall endure to the end”).

1900-1903 წლები ქროულიმ მოგზაურობას დაუთმო. ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მექსიკაში, სადაც დალაშქრა იპტაკჩუხუატლი, პოპოკატეპეტლი და კოლიმაც კი, დაინტერესდა რაჯა იოგათი. მექსიკის შემდეგ მოინახულა სან–ფრანცისკო, ჰავაი, იაპონია, ჰონგ–კონგი, ცეილონი და ინდოეთი, სადაც ინდუიზმის შესწავლა დაიწყო. ინდოეთშივე მეგობრებთან ერთად დალაშქრა მწვერვალი K2 (სიმაღლით მეორე მწვერვალი მსოფლიოში ევერესტის შემდეგ), სადაც მანამდე არც ერთ ევროპელს დაედგა ფეხი; ამ ხნის განმავლობაში დაავადდა გრიპით, მალარიითა და თოვლის სიბრმავით.  1903 წელს ინგლისში დაბრუნებული დაქორწინდა როუზ ედით კელიზე, მისი მეგობრის – მხატვარ ჯერარდ კელის დაზე, რომელიც თავის მხრივ, მწერალ სომერსეტ მოემის ახლო მეგობარი იყო. სწორედ ქროული გამოიყენა მოემიმ ნაწარმოების “The Magician”მთავარი გმირის პროტოტიპად.

მომდევნო წელს ქროული ცოლთან ერთად გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც როუზის ხელშეწყობით ნახა ქრისტეშობამდე მე–7 საუკუნით დათარიღებული ქვის სტელა, რომელზეც, მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა სატანის რიცხვი – 666; შოტლანდიაში დაბრუნების შემდეგ კი, როგორც თვითონ ამბობდა, უცნობმა მოვლენამ, სახელწოდებით Aiwass უკარნახა “The Book af Law” –  Thelema – ს ძირითადი წიგნი.

ქროულის ხშირმა მოგზაურობამ რუსეთში, შვეიცარიაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში და ამერიკაში ყოფნამ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში  წარმოშვა ვერსია მისი ჯაშუშობის შესახებ, რომელიც მისმა ერთ–ერთმა ბიოგრაფმა აღწერა წიგნში “საიდუმლო აგენტი 666; ალისტერ ქროული, ბრიტანელი ჯაშუში და ოკულტისტი”, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

ქროული გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, გავრცელებული ვერსიით, რესპირატორული ინფექციის შედეგად; თუმცა, თანამედროვეების მიერ მისი სიკვდილის სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა.

ასეთია მოკლედ იმ ადამიანის ბიოგრაფია, რომელმაც მრავალ ადამიანსა და ეზოთერულ ჯგუფებზე იქონია გავლენა და რომელსაც 2002 წელს BBC–მ 100 უდიდეს ბრიტანელს შორის 73–ე ადგილი მიაკუთვნა.

One comment

  1. Mr. Crowley, won’t you ride my white horse?
    Oh, Mr. Crowley, It’s symbolic of course…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: