ჰ. და პ. სიმბოლიზმში


სიმბოლიზმი ეს ენაა, რომლითაც ღმერთი გველაპარაკება.

მარტივად საბედნიეროდ არცერთი სიმბოლო არ იხსნება-იშიფრება, სწორედ  ამიტომაც რჩებიან ისინი სიმბოლოებად. ახსნის შემთხვევაშიც კი, ის ფუნქციას არ კარგავს და არსებობს იმისათვის, რომ რაღაცაზე მიგვითითოს-მიგვანიშნოს.

ვინაიდან ქრისტიანობის ყველა ძირითადი მიმართულება პლურალიზმს გამორიცხავს, ყველა ის სიმბოლო და  ატრიბუტი, რომლის ინტეგრაცია არ მოხდა ქრისტიანულ სიმბოლიკაში ავტომატურად ვარდება შავბნელ სიმბოლოთა სიაში. აქედან გამომდინარე საზოგადოებას ბევრ სიმბოლოზე არამართებული შეხედულება აქვს, ამიტომ გადავწყვიტე გაგაცნოთ, ორი სიმბოლოს, პენტაგრამასა და ჰექსაგრამას წარმომავლობა, არსი და მნიშვნელობა.

პენტაგრამა-მას 180 გრადუსით სხვა მნიშვნელობა ჰქონდა წარსულში, აწმყოსაგან განსხვავებით. პენტაგრამა არის ძველი ღმერთის ვენერას ნიშანი. ვენერა (Venus) – ძველ რომაულ მითოლოგიაში თავდაპირველად გაზაფხულის, ბაღებისა და ყვავილობის ქალღმერთი იყო, ხოლო ბერძნული კულტების რომში გავრცელების შემდეგ, მოხდა მიქსირება, შედეგად ვენერა აფროდიტესთან გააიგივეს და თაყვანს სცემდნენ როგორც სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს.

რაც შეეხება პლანეტა ვენერას, იგი რიგით მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. ვენერა 8 წელიწადში მზის გარშემო მოძრაობის შედეგად პენტაგრამას ხაზავს ცაზე. ამ ბრუნვისას იგი 5-ჯერ უახლოვდება დედამიწას.  ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე, მას ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავს” ან  ”ცისკრის ვარსკვლავს”, რადგან მისი დანახვა დაისის შემდეგაც შეიძლება, ხან კი განთიადის წინაც. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჰგონიათ. პლანეტას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს, ეს კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმას, თუ რატომ დაერქვა ხუთქიმიან ვარსკვლავს პენტაგრამა, რაღა თქმა უნდა ერთ-ერთი უწყინარე მიზეზი მისი მისტერიულობაა.

ხუთქიმიანი ვარსკვლავის წარმომავლობა კი როგორც უმეტეს სიმბოლოებს კელტური  აქვს. პენტაგრამა გაიგივებული იყო, როგორც ღვთაებრივ (ვენერაას) ვარდთან, ასევე  ღვთისმშობლის საშოსთანაც. ალქიმიკოსები  კი მას იყენებდნენ, როგორც  ძირითადი  სტიქიის და ღვთაების  აღმნიშვნელს. ასევე ტრიკეტა რაც ხშირად სამების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა კელტური წარმოშობის იყო.

ტრიკეტა, რელიგიური სიმბოლოა და მოიაზრება როგორც “სამი უმაღლესი ძალის”, მამა ღმერთის, შვილი და სულიწმინდად. ანუ ქრისტიანული სიმბოლოა, სამებას შეესაბამება. თუმცა სამკუთხედს ბევრი სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. ტრიკეტა,სიტყვა ლათინურიდანაა და “სამ კვანძად” ითარგმნება.

ცნობილია, რომ პენტაგრამა იერუსალიმის ოფიციალური გერბი იყო ქრისტემდე 150 წლის წინ. ებრაელები ამ სიმბოლოს ახატავდნენ საბრძოლო იარაღს, უფრო ხშირად კი, ფარს. შეიძლება ამანაც მოახდინა გავლენა იმაზე, რომ მას “აღმოსავლეთის ვარსკვლავს” უწოდებდნენ. ძველ სინაგოგებში ახლაცაა შემორჩენილი პენტაგრამის გამოსახულებები. პირველი მიზეზი „აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ფსევდონიმად შერქმევისა პენტაგრამისთვის მაინც ასტროლოგიაა, კონკრეტულად ადამიანების მიერ მისი დანახვის შესაძლებლობა დაისსა და  განთიადზე.

ჩვენი წინაპრები განვითარების დაბალ ფაზაში მყოფნი, ადამიანებს ყოფდნენ მამრებად და მდედრებად. მათი შეერთებით მათ პენტაგრამა მიიღეს, რომელიც მდედრობითსა და მამრობითს შორის წონასწორობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სურათზე მოცემული წითელი სამკუთხედი მამრობითი სქესის გამოვლინებაა, ხოლო ლურჯი მდედრობითის(სურათზე ჰექსაგრამაა მართალია, მაგრამ უნდა გავითალისწინოთ, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს პენტაგრამაზეც).

იგი სრულყოფილების, სილამაზის, ნაყოფიერების სიმბოლოა. ნაკლებად ცნობილია ის ფაქტიც, რომ პენტაგრამის გამოყენება სურდათ ოლიმპიური თამაშების სიმბოლოდ, მაგრამ 5 კუთხე, 5-მა რგოლმა შეცვალა, რომელიც ჰარმონიასა და მშვიდომასთან ასოცირდება.

ვენერა, ცისკრის ვარსკვლავი, ლათინურად “Lucifer” (Lux-სინათლე, Ferre- მომტანი) ნიშნავს. რომაულ მითოლოგიაში ლუციფერი განთიადის ქალღმერთის ავრორას შვილი იყო. არსებობს ბერძნულ მითოლოგიაში მსგავსი ქალღმერთი ეოსი, რომელსაც ჰყავდა ვაჟი ფოსფორუსი(ბერძ. სინათლის მომტანი). ბიბლიაში აღწერილია, რომ ცისკრის ვარსკვლავი ზეცას სწყდება და მიწისკენ ეშვება (გასათვალისწინებელია იცის, რომ პლანეტა ვენერა თავდაპირველად კომეტა იყო), აქ არ არის ლაპარაკი ანგელოზზე, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება და ღმერთი მას ზეციდან აგდებს. საიდან ვიცით, რომ ლუციფერი სატანაა? ლუკას სახარებაში ლაპარაკია სატანაზე, რომელიც ელვასავით წყდება ზეცას და არა ლუციფერზე. მთელს ბიბლიაში არ არის ნახსენები “ლუციფერი”. გვაქვს კი საკმარისი არგუმენტაცია, რომ ლუციფერი სატანასთან გავაიგივოთ? ესიგი ადამიანებს უხაროდათ ცისკრის ვარსკვლავის (სატანის?) მოვლინება ყოველ დილით ცაზე? ამ ეჭვს ისიც აძლიერებს ჩემში, რომ ცისკრის ვარსკვლავად მოიხსენია იესომ საკუთარი თავი, ასევე ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ცისკრის ვარსკვლავად ასევე მოიხსენიებოდა ეპისკოპოსი Lucifer von Cagliari.  ებრაელებისთვის პენტაგრამას სხვა მნიშვნელობაც აქვს, მათვის სიმბოლოს 5 კუთხე ბიბლიის უძველეს 5 წიგნთანაა დაკავშირებული.

ძველად სწორი პენტაგრამის 4 ქვემო კუთხეებს აკავშირებდნენ ოთხ ელემენტთან: ჰაერი, მიწა, წყალი და ცეცხლთან. ზემო კუთხეს კი ყველაზე მაღლა მდგომ სულიერ სამყაროსთან ან არსებასთან. ოთხი ელემენტი ოდითგანვე ასოცირდებოდა:

1.ცეცხლის სტიქია-სალამანდრები

2.წყლის სტიქია-უნდინები (ქალთევზები)

3.ჰაერის სტიქია-სილფები

4.მიწის სტიქია-გნომები

ბევრს გაეცინება, როდესაც ელემენტების ამ მნიშვნელობებს წაიკითხავს, მაგრამ არ დავაყოვნებ და საქართველოს ისტორიიდან ერთ გასაოცარ არგუმენტს მოვიყვან. ეს არის იოანე ხუცესის ცნობილი წერილი მანუელ კომნენოსისადმი ბიზანტიის იმპერიაში, სადაც დავით აღმაშენებლის ქალიშვილი კატაი იყო გათხოვილი და დათარიღებულია 1165 წლით ანუ სავარაუდოდ გამოდის რომ მითიური იოანე ხუცესი არის არა დავით აღმაშენებელი, არამედ გიორგი III, არსებობს ვარაუდი, რომ ეს კრებსითი სახელია, რადგან მოგვიანებით პერიოდშიც გვხვდება, მაგ. ჯონ დე მანდევილის აღწერებში. პირველად მას ოტო ფაიზინგერი მოიხსენიებს, წერილის წარმოშობას მიაკუთვნებს 1165 წელს და ინდთა დიდ სამეფოს. ასევე მარკო პოლო აღწერს, რომ ეს სამეფო მდებარეობს სომხეთს იქით და მას მეორე მხრიდან ბარგუ (ანუ რუსეთის დიდი დაბლობი და ციმბირი) ესაზღვრება. გიორგი III-ს პერიოდი იმიტომ არის უფრო სავარაუდო, რომ წერილის გამოჩენას უკავშირებენ მღვდელს კაბალადან ანუ იმ დასახლებიდან, რასაც დღესაც ასევე ჰქვია და აზერბაიჯანში, შირვანში მდებარეობს, ხოლო გიორგი III-ს დროს საქართველოს ნაწილი იყო, მას ტიტულში ჰქონდა კიდეც შირვანშა და შაჰინშა.

ასევე შაჰინშა ანისის მბრძანებელს ნიშნავს, ანუ ქალაქის რომელიც დღეს სომხეთის ტერიტორიაზეა, ხოლო იოანე ხუცესი მას საკუთარ სამეფო მოიხსენიებს სუსასთან ერთად (სავარაუდოდ დღევანდელი ირანი). კიდევ ბევრი ვარაუდია ამ წერილისა და იოანე ხუცესის ირგვლივ, რაც მხოლოდ ამძაფრებს ამ წერილისადმი ინტერესს, მაგრამ მის საბოლოო ამოხსნა კი დღემდე ვერ ხერხდება. წერილი საკმაოდ მისტერიული ენით არის დაწერილი. ამ წყაროებში ასევე მითითებულია, რომ ეს ქვეყანა მართმადიდებელი ქრისტიანული კი არის, არამედ ნესტორიანული, რაც ისტორიულად მკაფიოდ არ დასტურდება, თუ არ ჩავთვლით რუის-ურბნისის კრების ირგვლივ წარმოქმნილ გაუგებრობებს, როდესაც დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს აქვთ ტიტული „უფლისა სწორი“.

მივადეგით მთავარს, იოანე ხუცესის ეს წერილი იმიტომ მოვიყვანე არგუმენტად, რომ მასში ცეცხლის ელემენტალები ანუ სალამანდრები ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი. კონკრეტულად კი, მის წერილში მანუელ კომნენოსისადმი ის ახსენებს, რომ მას აცვია ცეცხლის მოსახლეთა ძაფით მოქსოვილი სამოსი და რომ ასეთი ტანსაცმელი წყლის მაგივრად ცეცხლში ირეცხება.

ზემოთ სურათზე, შეგიძლიათ იხილოთ უშუალოდ ოთხი ელემენტის სიმბოლიკა.

ახლა კი მინდა მივუბრუნდეთ ისევ პენტაგრამას. საინტერესოა აქვე პენტაკელი, ანუ წრეში ჩაკეტილი პენტაგრამა, რომელიც მის ძლიერებას ხაზს უსვამს.

ნებისმიერი ვაშლი რომ შუაზე გაჭრა, სიგანეზე, დაინახავ პენტაგრამას. ვაშლი, რომელიც ევას მიერ ადამის შეცდენის სიმბოლოდ ითვლება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ევამ გაასინჯა ადამს “უცხო ხილი”, ვაშლი, მასში დამალული პენტაგრამით. პენტაგრამას ვაწყდებით მრავალი ქვეყნების დროშებზე: აშშ, მაროკო, თურქეთი, ჩინეთი… არც 5 კუთხეა შემთხვევითი, ადამიანს აქვს 5 თითი ხელებზე და ფეხებზე, რაც მთავარია, 5 გრძნობა.

საინტერესოა ისიც, რომ პენტაგრამის გვერდები ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია. მისი გვერდების პროპორციულობას “ოქროს ჭრილს” ეძახიან.

AB/BB´=AC/CC´

საქმე გვაქვს უნიკალურ მათემატიკურ phi-სთან, რომელიც 1,618 -ის ტოლია (არ უნდა აგვერიოს პი-ში).

ამოტრიალებული პენტაგრამა ბაფომეტის (სატანის) სიმბოლოა. ბაფომეტის განსაზღვრება კი მხოლოდ მე-19 საუკუნუდან  არსებობს და შეთხზულია. არ არის მსოფლიოს არცერთ ძველ კულტურაში ეს სიმბოლო ბოროტ ძალებთან გაიგივებული. მასში გამოსახული ვერძი, სატანის კულტად მიჩნეული აღებულია წარმართების ღმერთისგან “Pan”, რომელიც ნიმფებთან სიამოვნებით იყო დასაქმებული. ფაქტიურად ეს სიმბოლო, რომელიც უძველეს დროში ბოროტი ძალებისგან დამცველად წარმოედგინა ხალხს, ბოროტების სიმბოლო გახადეს. ამ ნიშანის მოხმარებისთვის შუა საუკუნეებში უამრავი გონიერი ქალი გაიჟღლიტა ალქაჯობისა და მჩხიბავობისთვის.

ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ ჰექსაგრამა ანუ „დავითის ვარსკვლავი“. ჰექსაგრამა ჰაიდების დროინდელი, ბუნების ღვთაებრიობის, ჰარმონიის, გაწონასწორების სიმბოლოა. მასში თვითონ იგულისხმება წონასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის, როგორც პენტაგრამაში. ძველი ხალხების აზრით, მათი ღმერთები Ying და Yang ქალის და მამაკაცის წონასწორობაში მოყვანას ცდილობდნენ. ამიტომ ამ სიმბოლოში თვითონ ერთიანდება მდედრობითი და მამრობითი, სწორი, თუ შებრუნებული სახით და შედეგად გვაქვს იდეალური ფი-ს პროპორციები ადამიანში.

“დავითის ვარსკვლავზე” ბევრი ვერსია არსებობს:

– ტანტრას ცენტრალური სიმბოლოა, ტანტრული ჰინდუიზმის და ბუდიზმის, რომელიც ქრისტიანობამდე 700-800 წლით ადრეც არსებობდა;

-ადამიანის გაღმერთების სიმბოლოა;

-ბოროტი ძალებისა და ცეცხლისგან დამცავი სიმბოლოა;

-ისრაელის დროშაზეა გამოსახული;

-ალქიმიის სიმბოლოა;

-64 ჰექსაგრამა.

რაც შეეხება 64-ე ჰექსაგრამას აქ ჩემი აზრით გრაფიკული სიახლოვე უფროა ვიდრე აზრობრივი. ანუ 64-ე ჰექსაგრამა ერთი შეხედვით იგივე ელემებტებისაგან შედგება რაც დავითის ვარსკვლავი, თუმცა უფრო ახლო ანალიზისას ზემოთ მიმართული და ქვემოთ მიმართული სამკუთხედები დასავლურ სიმბოლიკაში სხვა შინაარსების მატარებლები არიან ვიდრე “ლი” და “კან” ელემენტები იძინში. მე პირადად აზრობრივად თუ ემოციურად 11-ე ჰექსაგრამას უფრო დავუკავშირებდი “დავითის ვარსკვლავს” ვიდრე 64-ეს. 64-ე ჰექსაგრამა უფრო გარდამავლობის შინაარსის მატარებელია, მიუხედავად იმისა რომ მისი ყველა ელემენტი უკვე კავშირშია ეთმანეთთან, მაშინ როდესაც “დავითის ვარსკვლავში” უკვე დასრულებულობა იკითხება რაც მას 11-ე ჰექსაგრამასთან უფრო აახლოებს.

გადმოცემით ძველ ეგვიპტეში ჰექსაგრამას იყენებდნენ გარდაცვლილებთან საკონტაქტოდ. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილებთან კონტაქტი დაუშვებელია და ამიტომ ძველ ეგვიპტელებს მიაწერეს, რომ ისინი “ბნელ ძალებთან” და დემონებთან იყვნენ კონტაქტში. ჰექსაგრამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო ეგვიპტელებისთვის პენტაგრამა იყო.

ცალ-ცალკე აღებული სწორი და ამობრუნებული სამკუთხედი(ჰექსაგრამა) ცეცხლის და წყლის ნიშნებადაა მიჩნეული. მათი გაერთიანებით ერთის მხრივ წონასწორობა და ჰარმონია იქმნება, მეორეს მხრივ ქაოსიც.

სატანის მიმდევრებისთვის კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომ: ჰექსაგრამას აქვს 6 კუთხე, მის შემადგენელ სამკუთხედებს ერთად აღებულს აქვთ 6 გვერდი და ჰექსაგრამის შიგნით გამოსახულ ჰექსაგონს აქვს ასევე 6 კუთხე.  სამი ექვსიანის ერთობლიობა კი  სატანისტებისთვის დიდი მნიშვნელობის რიცხვს ქმნის.

პ.ს. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია გამოგიგზავნოთ “ვორდის” ფაილი, სადაც ვიზუალურ ჭრილშიც მაქვს განხილული ჰ. და პ. სიმბოლოები.

4 comments

  1. Suqo

    Gishromia ver dagikargav)

  2. luciuslibrary

    გთხოვთ, გამომიგზავნოთ “ვორდის” ფაილით. გმადლობთ.

  3. კაბალას თილისმების სიმბოლო-სკრიპტების შესახებ ინფორმაციას ვეძებ, მომწერეთ maraisdze@yahoo.com

  4. არსებობს ვარაუდი, რომ ეს კრებსითი სახელია-მეც ასე ვფიქრობ,გამოვრციხავ გიორგი III,ჩემთVის პირველი ხუცესი გიორგი I-ია და ამაზეც მაქვს ვარაუდი.

    შენ ვარაუდებს წერ აქ თU უბრალოდ კრებ ინფორმაციებს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: