საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი


საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა ”დემოკრატიულად” არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისასტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგდიქტატორულად მართავდა ქვეყანას.

სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ .. ”გარდაქმნის პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.

80-იანი წლების ბოლოს საბჭოეთის სახელმწიფო სტრუქტურა თეორიულად უკვე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას დაემსგავსა. ასე მაგალითად, კონსტიტუცია სახელმწიფო ორგანოებს განსაზღვრავდა და მოქალაქეებს მათ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს გარანტირებდა.

1) სახელისუფლებო ძალაუფლება 2) სახალხო დეპუტატთა საბჭო და 3) მმართველი უზენაესი საბჭოეს სამი ორგანო სახალხო წარმომადგენლობის სახით საბჭოთა ხალხის სუვერენიტეტს განასახიერებდა.

პრეზიდიუმს უზენაესი საბჭო ირჩევდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურიც იყო და სახალხო კომისართა საბჭოსაც განაგებდა (მოგვიანებით სსრკ-ის მინისტრთა საბჭო, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა).

სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის არჩევა სახელისუფლებო ძალაუფალთა მიერ დადასტურებული უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდებოდა.

საკონსტიტუციო იურიდიული ორგანო წარმოადგენდა სასამართლოთა სისტემას, რომელსაც უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა.

უზენაესი სასამართლო სახელისუფლებო ორგანოების კანონიერების მეთვალყურეობას ახორციელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეულიკანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.

 

სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.

საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა    ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.

ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება ”ზემოდან” უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (”სუკი”). დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან ”გულაგის” ტყვეობაში მოხვედრა.

თვითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა, ხრუშჩოვის დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო გორბაჩოვმა ქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.

საბჭოთა კავშირში არსებობდა ორი სახის საკუთრება: კერძო და კოლექტიური. საკუთრების ეს ორი ფორმა ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან შინაარსითა და კანონებრივი სტატუსის მიხედვით.

კომუნისტური თეორიების მიხედვით ინდივიდუალური კაპიტალის ქონა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, დაუშვებელი იყო.

1921 წელს ლენინის მიერ მცირე ხნით ”ახალი ეკონომიკური პოლიტიკის” (რუსულად: НЭП) შემოღების შემდეგ, რომლის დროსაც გარკვეულ წილად დაიშვა კერძო კაპიტალური საკუთრება, ძალიან მალე ლენინმავე ყველა სახის ინდუსტრიული საკუთრება და მიწა – ფორმალურად სახალხო საკუთრებად, სინამდვილეში კი – სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა. ამით საბჭოთა ხელისუფლება კომუნისტური წესწყობილების შემოღებით თავად ერთადერთი და უკონკურენტო კაპიტალისტი გახდა.

მოქალაქის კერძო საკუთრებად მხოლოდ მისი პირადი ნივთები გამოცხადდა.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ცარისტული რუსეთის მმართველობას ბოლო მოუღო.

რამდენიმე თვის შემდეგ ლენინის მეთაურობით ბოლშევიკებმა მოაწყვეს ე.წ. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, რის შედეგადაც დაარსდა ”რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა”.

1922 წლის დეკემბერს რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ დაარსებული იქნა მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფო – ”საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი”, რომელმაც უკვე ამ დროისთვის დაშლილი რუსეთის ცარისტული იმპერიის უმეტესი ნაწილი მოიცვა და ხელახლა რუსეთს შემოუერთა.

მოსახლეობაში კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის გასაძლიერებლად ჩატარდა მასობრივი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა მასებში.

რევოლუციისა და სამოქალაქო ომის (1917–1921) მოწინააღმდეგეებთან (ე.წ. კონტრრევოლუციონერებთან) ბრძოლის შედეგად სახელმწიფოში კატასტროფული ეკონომიკური სიტუაცია სუფევდა. ამ კრიზისის დასაძლევად მთავრობამ .. ”სამხედრო კომუნიზმი შემოიღო, რომელიც გლეხის ძარცვასა და მუშის აბსოლუტურ ექსპლუატაციაში გამოიხატა.

1922 წლიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა იოსებ სტალინი, რომელმაც 1924 წლის 21 იანვარს ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მასა და ლენინის თანამოღვაწის ლევ ტროცკისა შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნებისთვის შეუბრალებელი ბრძოლა.

გერმანიამ, როგორც ერთ-ერთმა პირველმა, საბჭოთა კავშირი დიპლომატიურად უკვე 1922 წლიდან აღიარა. სსრკ-ის გერმანიასთან ”რაპალოს ხელშეკრულების” დადება თავისი საკუთარი არჩევნით მოწყობილი საგარეო-პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ 1933 წელს გერმანიის ხელისუფლების სათავეში ნაციონალურსოციალისტური პარტიის მოსვლიდან ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძლიერ დაიძაბა.

ჰიტლერის აგრესიული საგარეო პოლიტიკა და მისი ფანატიკური სიძულვილი საზოგადოდ სლავი ხალხების, ასევე მარქსიზმის (კომუნიზმის) იდეოლოგიური სისტემის მიმართ – საბჭოეთთან პოლიტიკურ დიალოგს ძლიერ ართულებდა.

მიუხედავად ამისა, 1939 წლის 23 აგვისტოს ამ ორ სახელმწიფოს შორის დაიდო სამშვიდობო რიბენტროპმოლოტოვის პაქტი”, რომლის ერთერთი საიდუმლო მუხლის თანახმად როგორც გერმანიამ, ასევე საბჭოთა კავშირმა პოლონეთის ტერიტორიები ფაქტიურად მიისაკუთრა და აღმოსავლეთ ევროპაში ძალაუფლება გაინაწილა.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიამ პოლონეთში ჯარები შეიყვანა, რის შედეგადაც მას ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

16 დღის შემდეგ პოლონეთში საბჭოთა კავშირმაც თავისი ჯარები შეიყვანა და ეს აგრესია ოფიციალურად იმით ახსნა, რომ მას გერმანელი დამპყრობლებისგან ბელორუსიისა და უკრაინის ხალხების დაცვის მიზანი ამოძრავებდა.

კიდევ რამოდენიმე დღის შემდეგ – 1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიზე ამ ორ აგრესორს შორის სასაზღვრო და საზავო, ხოლო 1940 წლის 10 თებერვალს – ეკონომიკური ხელშეკრულებები დაიდო.

თეირანისა და იალტის კონფერენციებზე – მიუხედავად ერთმანეთის მიმართ უნდობლობისა – ნაცისტურ გერმანიის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კოალიცია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მეორე მსოფლიო ომმა საბჭოთა კავშირი ძლიერ დაასუსტა და დააზარალა, მაგრამ იგი ომიდან გამარჯვებული და ამაყი გამოვიდა. მსოფლიო ისტორიაში სსრკ შევიდა ნაციზმისა და ფაშიზმის შემმუსვრელად.

გერმანიის დამარცხების შემდეგ პოტსდამის კონფერენციაზე მოკავშირეები სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის გამო ბევრ საკითხში ვერ მორიგდნენ, რასაც უკვე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე მოჰყვა დასავლეთისა და აღმოსავლეთის (კაპიტალისტური და კომუნისტური სისტემების ) კონფლიქტი, ცნობილი როგორც ”ცივი ომი”.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამჭოთა კავშირმა ომში მოგებულ ტერიტორიებზე – ჰიტლერ-სტალინის ხელშეკრულებების თანახმად – მთელ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი გავლენა განამტკიცა, ხოლო ბალტიისპირეთი შემოიერთა.

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები: ალბანეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია – საბჭოეთის პოლიტიკურ ზეგავლენაში მოექცა და პრაქტიკულად მის თანამგზვარ (სატელიტურ), კომუნისტური ”სახალხო დემოკრატიული” ხელისუფლებების მიერ მართებულ ქვეყნებად იქცა.

1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვი. 1956 წელს პარტიის მე-20-ე ყრილობაზე მან სტალინიზმი დაგმო და მოგვიანებით საბჭოთა პოლიტიკის ლიბერალიზების ფრთხილი მცდელობა გააკეთა.

და მაინც, მაგალითად, 1956 წლის რეფორმატორული მოძრაობა უნგერთში წითელმა არმიამ სისხლში ჩაახშო.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობებისდა მიუხედავად ”ცივი ომი” გრძელდებოდა. დასავლეთი და აღმოსავლეთი იარაღით აღჭურვის საქმეში მძლავრად პაექრობდა.

1962 წლის კუბის კრიზისმა მსოფლიო ატომური ომის პირას მიიყვანა. აშშ-ის ძალდატანებით ხრუშჩოვმა კუბაში ატომური რაკეტების განლაგების გეგმებზე უარი თქვა და პოლიტიკური დაძაბულობის ძლიერი ესკალაცია დროულად შეაჩერა.

1964 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი მის თანამდებობაზე შეცვალა კონსერვატიულმა ლეონიდ ბრეჟნევმა. სხვა დანარჩენ კომუნისტური რეჟიმების ქვეშ მყოფ სახელმწიფოთა რეფორმატორული მოძრაობები ბრეჟნევის მოსვლისთანავე შენელდა.

1968 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩეხოსლოვაკთა ამბოხებას პრაღაში ვარშავის პაქტის ტანკებმა გადაუარა.

1979 წელს საბჭოთა ჯარები (დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი) ავღანეთში შევიდა, სადაც მათ ”ინტერნაციონალური ვალდებულების მოსახდელად” ავღანეთის სამოქალაქო ომში მმართველი სოციალისტური ძალებისთვის მუჯაჰედინების (საბჭოური ტერმინოლოგიის მიხედვით – ”დუშმანების”, ე. ი. მტრების) წინააღმდეგ მხარი უნდა დაეჭირა. მსოფლიო პოლიტიკურ მასშტაბზე კრიტიკული საომარი სიტუაცია შეიქმნა.

ომმა ავღანეთი მიწასთან გაასწორა და მისი ინფრასტრუქტურა დაანგრია. მისი შედეგები იყო 1,2 მილიონი დაღუპულთა და ხუთი მილიონ ლტოლვილთა რიცხვი.

მიხეილ გორბაჩოვმა ავღანეთის სამოქალაქო ომში საბჭოეთის სამხედრო ჩარევა შეაჩერა და 1988-1989 წლებში ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა.

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა ქვეყნის რეფორმირება დაიწყო. მის მიერ წამოწყებულ ”გარდაქმნას” საბჭოთა კავშირში რეალური სოციალიზმის მშენებლობისა და კრიტიკული აზროვნების ხანა უნდა შემოეტანა. პოლიტიკის ასეთმა განვითარებამ კომპარტიას მაკონტროლებელი როლი ნელ-ნელა დაუკარგა.

 

საგარეო პოლიტიკაც განძაბულებისა და განიარაღების მხარეს დაიძრა.

1986 წელს ჩერნობილის (უკრაინა) ატომურ სადგურზე მსოფლიო მასშტაბში უკვე მეორედ უდიდესი და უსაშინლესი ავარია მოხდა. ათასობით ადამიანი პირველივე წუთებში და დღეებში დაიღუპა, ხოლო ატომური დასხივების შედეგად წლების განმავლობაში მრავალნაირი დაავადებისგან გარდაიცვალა. ავარიის მოხდენის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მთავრობა, როგორც ყველა დროში, მის მიჩქმალვას ცდილობდა. ამან უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1990-1991 წლებში საბჭოეთს პირველები ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გამოეყვნენ.

1991 წლის 20 აგვისტოს გორბაჩოვს რამდენიმე მოკავშირე რესპუბლიკის ძალაუფალთან ერთად ახალ საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა. ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს, მაღალპარტიულ და სამხედრო ფუნქციონერთა ჯგუფი მოსკოვში პუტჩის მოწყობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადა.

21 აგვისტოს ბორის ელცინის მეთაურობით წამოწყებული პუტჩი დამარცხდა, მაგრამ მან საბოლოოდ განაპირობა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლა.

საბჭოთა კავშირის კომპარტია შესაბამისი დეკრეტის ხელმოწერით აიკრძალა. ელცინმა ქვეყნის უმთავრესი სამინისტროები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხელში ჩაიგდო. გორბაჩოვი გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგა, მაგრამ 1991 წლის 25 დეკემბრამდე სახელმწიფოს პრეზიდენტად დარჩა.

მოკავშირე რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

საბოლოოდ, 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა გადაწყდა. დარჩა 15 სუვერენული (დამოუკიდებელი) სახელმწიფო, რომელიც ნაწილობრივ ახალ გაერთიანებაში – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში („დსთ“) შევიდა.

სსრკ-ის საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ დაიკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციამ).

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: