მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა


მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა  (1189-1192) წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგორი VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლიმენტი III-ემ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.

ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიიუბედების დინასტია.

ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა, რენო დე შატიიონი, კაცი რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას! შატიიონი ძალიან ხშირად თავს ესხმოდა არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

1185 წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბალდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ის დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიგო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა, საიდანაც იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც თავისმხრივ ადგა და ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.

სრულიად დეზორგანიზებლი ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაჭოდა, მეფემ გამოართვა ჭიქა მაგრამ რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმა კი თავისმხრივ წყალი შესვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.

როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა. მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.

პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისაკენთ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ფეხით ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით გაემართა პალესტინისაკენ.

ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატების შემდეგ ლაშქარი სულ მალე დაიძრა ანტიოქიისაკენ, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს, ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი ანტიოქიისაკენ დაიძრა.

ამასობაში 1189 წელს სალადინი ათავისუფლებს გი დე ლუზინიანს. იგი გაემართა ჯვაროსანთა პორტ ტიროსისაკენ, თუმცა ის იქ არ შეუშვეს. გი აკრისკენ გაემართა. მან შეკრიბა არმია და ალყაში მოაქცია აკრა. იგი ელოდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს დასავლეთიდან.

მართალც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.

ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.

1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისაკენ, სადაც ის 20 მაისს ჩავიდა. რიჩარდის არმადა კი ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებთან მიყარა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და შექხვდა კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს, რომელმაც რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა. მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით გაემართა აკრისაკენ. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე მოხდა ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი ჯვაროსანთათვის. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად მოვიდა სალადინი და მოალყე ჯვაროსნები აქეთ მოაქცია ალყაში. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.

რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.

აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.

რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.

სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.

ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტიროსის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.

ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ეს ოპერაცია 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.

2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.

იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: