ნაპოლეონ ბონაპარტე (1769-1821) Exclusive


1769-1821

ნაპოლეონ ბონაპარტე – ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც ბრწყინვალე მხედართმთავარი. მისი სახელი ისეთ სახელებთან მოიხსენიება, როგორებიცაა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ჰანიბალი, ატილა, გნეუს პომპეუსი, კონსტანტინე პირველი, სალადინი, თემუჩინი(ჩინგიზ ხანი) რიჩარდ ლომგული და სხვა.

ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც საფრანგეთის, ასევე მსოფლიო ისტორიაში, დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ქ. აიაჩოში, კორსიკაზე. მისი მშობლები – კარლო-მარია ბონაპარტე და ლეტიცია რამოლინო სიმდიდრით არ გამოირჩეოდნენ, ამიტომაც ოჯახის უფროსმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილებს, ჯოზეფს და ნაპოლეონ ბონაპარტეს განათლება სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მიაღწია სრულწლოვნებას.

სულ მალე “პატარა კორსიკანელი”  მოხვდა ჯერ ოტენის კოლეჯში, შემდეგ კი ბრიენის სამხედრო სასწავლებელში, სადაც 5 წელი ისწავლა. ის საკმაოდ ნიჭიერი კურსანტი იყო, ყველაზე კარგად სწავლობდა მათემატიკას და სხვა ზუსტ მეცნიერებებს. ძალიან უჭირდა უცხო ენების სწავლა. 1785 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტი ბონაპარტე ლიონის მახლობლად, ვალლანის ბანაკში გადაიყვანეს. ასე დაიწყო ახალგაზრდა არტილერისტის სამხედრო კარიერა, რომელიც შემდგომში იმპერატორობამდე მიიყვანა.

13 ვანდემიერი (ტულონის ოპერაცია)

ბონაპარტი პარიზში მსახურობდა, როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს, ქალქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. დამსჯელი რაზმის სარდლობა ნაპოლეონმა იკისრა. მან დაიკავა არტილერიის ნაწილები ახალგაზრდა კავალერიის ოფიცერ, იოახიმ მიურატის (შემდგომ იგი ნაპოლეონის სიძე გახდა) დახმარებით და დაამარცხა აჯანყებულები. მათგან 300 დაიღუპა, დანარჩენებმა კი შეწყვიტეს წინააღმდეგობა. მონარქისტული ამხების ჩახშობით ნაპოლეონმა დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა, რამაც მისი სწრაფი დაწინაურება გამოიწვია და მალე მას იტალიის საზღვარზე განლაგებული არმია ჩააბარეს. ამ მოვლენიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ ნაპოლეონს შეუყვარდა დირექტორიის მთავარი ლიდერის ყოფილი მეუღლე ჟოზეფინა, ვისზეც მან 1796 წელს იქორწინა.

ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც 1796 წლის აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა.

ამავე წელს მონტენოტესთან და ლოდისთან მან დაამრცხა ავსტრიის ძალები და სერიოზული დანაკარგი აგემა მათ არმიას.

1797 წელს მან პაპი ჩამოაგდო და დაატყვევა. ტყვეობაში პაპი პიუს VI ავადმყოფობისგან გარდაიცვალა.

„მე რელიგიაში ღვთიური განსახიერების საიდუმლოს კი არა, საზოგადოებრივი წყობის საიდუმლოს ვხედავ”.

ამავე წელს ნაპოლეონმა თავისი ჯარები გადაიყვანა ავსტრიაში და დადო მასთან სამშვიდობო ზავი რომლის ძალითაც ავსტრიის იმპერია იძულებული გახდა გადაეცა საფრანგეთისათვის იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ნაპოლეონი ილაშქრებს ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამარცხებს მათ ჯარებს და ბოლოს უღებს მის თითქმის ათასწლოვან დამოუკიდებლობას.

ნაპოლეონის სამხედრო ტრიუმფების სერია რა თქმა უნდა იყო მისი სამხედრო საქმისადმი დიდი განსწავლულობისა და ცოდნის შედეგი. იტალიის კამპანიის პერიოდში ძალზედ გაიზარდა ნაპოლეონ ბონაპარტის – მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის – ავტორიტეტი და პოპულარობა. 1797 წლის მაისში, პარიზში მან გამოსცა თავისი რიგით უკვე მესამე გაზეთი (Le Journal de Bonaparte et des hommes vertueux).

დირექტორიას არ სიამოვნებდა რა ნაპოლეონის პოპულარობა ხალხის თვალში, დაიწყო მისი გაპროტესტება. ისინი ადანაშაულებდნენ ნაპოლეონს იტალიის ძარცვა-გლეჯაში და უფლება-მოსილების გადაჭარბებაში, როდესაც მარტომ დადო ხელშეკრულება ავსტრიასთან.

ორთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო იმისათვის საკმაოდ ძლიერი, რომ ინგლისის სამეფო ფლოტს დაპირისპირებოდა. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის შესახებ , რათა ამის საშუალებით ძირი გამოთხროდა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ინდოეთში.

1798 წელს ნაპოლეონი მეცნიერების ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი: მათემატიკოსები, ბუნებისმეტყველები, ქიმიკოსები. მათ თავიანთი აღმოჩენები როზეტის ქვის ჩათვლით, აღწერეს ნაშრომში Description de l’Égypte 1809 წელს.

1798 წელს ნაპოლეონმა მალტას მიაღწია, რომელსაც ფრანგი რაინდები მართავდნენ, თუმცა ფრანგული წარმოშობის რაინდებმა არ ინებეს ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება, მაშინ გენერალმა ჭკვიანური გეგმით  მოახერხა კუნძულის აღება და თითქმის უდანაკარგიდ (დაიღუპა 3 ჯარისკაცი) ჩაიგდო ხელში უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა.

ბონაპარტე თავისი ექსპედიციით აცდა სამეფო ფლოტს და ალექსანდრიაში გადაჯდა. ჩობრაკიტის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა მამლუქები, შუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ძალა. ეს იყო ფრანგული გეგმის პირველი ეტაპი, მალევე ფრანგებმა კიდევ ერთი გამარჯვება პირამიდების ბრძოლაში,(1798,21ივლისი, დაიკავა კაირო) რომელიც პირამიდებიდან 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა.

ამავე წელს ბრიტანეთის ფლოტმა ჰორაციო ნელსონის მეთაურობით გაანადგურა ყველა თითქმის ყველა ფრანგული გემი, ნაპოლეონის მიზანი, გაემყარებინა ფრანგული პოზიციები ხმელთაშუა ზღვაში, ჩავარდა. ადრეულ 1799 წელს ბონაპარტემ თავისი ჯარები დამასკოში გადაისროლა და წარმატებით დაასრულა სამხედრო კამპანია.

18 ბრიუმერის გადატრიალება

ალაუფლების კრიზისი პარიზში თავის აპოგეას 1799 წელს აღწევს, როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა ძალებმა გაანადგურეს ნაპოლეონის მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა ასევე იმის საშიშროება რომ ისინი საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ.

საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.

ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.

18 ბრიუმერი, ისტორიაში უსისხლო გადატრიალების თარიღად არის შესული. ამ დღეს, ნაპოლეონის თანამოაზრე და მეგობარი, იოახიმ მიურატი, გრენადერების ქვედანაყოფთან ერთად “ხუთასთა საბჭოში” შეიჭრა და დეპუტატები კაბინეტიდან გამოაძევა. ამას მოჰყვა საკონსულო კომისიის შექმნა, რომელშიც შევიდნენ სიესი, როჟე დიუკო და ბონაპარტე. ძალაუფლება ფორმალურად სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“-ბონაპარტეს ხელში გადავიდა. მან შეინარჩუნა პლებისციტების ინსტიტუტი, როგორც ყოფილმა იაკობინელმა. „მოქალაქენო, რევოლუცია დასრულდა!“

1804წელს კი „ფრამგების იმერატორის“ ტიტული მიიღო.

1)ფულის რეფორმა 2)“საფრანგეთის ბანკის“ დაარსება

1801წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით მოხდა კათოლიკური ეკლესიისა და ფრანგების შერიგება. კათოლითიზმი „ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“ გამოცხადა.

ამ კომისიას უნდა შეექმნა კონსტიტუცია და შეემუშავა კანონები. იმდროინდელი გამოჩენილი ჟურნალისტი, რენო, წერდა: “ეყოფათ თუ არა წინა რესპუბლიკის შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება?”. ძალიან ბევრი “18 ბრიუმერის რევოლუციას” სკეპტიკურად უყურებდა. ქვეყნის სათავეში ხომ გენერალი მოვიდა.

გადატრიალების შემდეგ ნაპოლეონმა საგარეო საქმეთა მინისტრად თავადი ტალეირან პერეგორი დანიშნა. ეს უფრო ფორმალური დანიშვნა იყო, რადგან ნაპოლეონი ტალეირანის მოსაზრებებს მხოლოდ მაშინ იზიარებდა, თუ ისინი მის საკუთარ მოსაზრებებს ემთხვეოდა. საერთოდ, ნაპოლეონს საკმაოდ რთული სიტუაცია ჰქონდა შიდა პოლიტიკურ სპექტრში. მძლავრი იყო ოპოზიცია, უკმაყოფილება იზრდებოდა. ბევრს არ მოსწონდა ნაპოლეონის მონარქისტული მიდრეკილებები. თუმცა თვითონ ნაპოლეონს ეს ნაკლებად აღელვებდა. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო არ დაეშვა ოპოზიცური ზეგავლენა შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ძალიან მალე თავი ამანაც იჩინა. გენერალი მორო ოპოზიციის დასაყრდენად ითვლებოდა. ნაპოლეონის შემდეგ ის რესპუბლიკაში გავლენით მეორე ადამიანი იყო. ნაპოლეონი მას პირდაპირ ვერ გაუსწორდებოდა, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ მოროს გააჩნია საკმაოდ დიდი გავლენა სეიარაღებულ ძალებში და ჯარისკაცებში. დროთა განმავლობაში ოპოზიციური განწყობა ჯარში სახიფათო მასშტაბები მიიღო და საჭირო გახდა გადამწყვეტი ზომების მიღება.

1802 წელს ნაპოლეონმა დააპატიმრა გენერალი ბერნადოტი, სიმონი და დონადიე. ისინი შეიარაღებულ ძალებში ღია აგიტაციას აწარმოებდნენ და ჯარს სამხედრო გატარიალებისკენ მოუწოდებდნენ. მათი დაპატიმრება წყნარად და ხმაურის გარეშე მოხდა. ნაპოლეონმა იცოდა, რომ მათ დაპატიმრებას და სასამართლოს გარეშე საკანში ყოფნას უდიდესი რეზონანსი მოჰყვებოდა. გამოსავალი მალევე მოიძებნა: ისინი გააგზავნეს ექსპედიციაზე სან დომინგოს კუნძულზე, საიდანაც ისინი აღარ დაბრუნებულან.

ბევრს არ მოსწონდა ნაპოლეონის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ინგლისთან მიმართებაში. ამიენის ხელშეკრულება მხოლოდ ხანმოკლე შესვენება აღმოჩნდა მოსალოდნელი შერკინების წინ. ამიენის ხელშეკრულებით ნაპოლეონი გაცილებით მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და ინგლისელები ამას საკმაოდ გვიან მიხვდენ. საფრანგეთი უმნიშვნელო დათმობებზე წავიდა, ხოლო ინგლისს მშვიდობის ნაცვლად საკმაოდ დიდი საფასური უნდა გადაეხადა. ნაპოლეონმა მიაღწია იმას, რომ ინგლისმა უარი თქვა ჰოლანდიის, გერმანიისა და იტალიის საქმეებში ჩარევაზე და ასევე მალტის კუნძულის გათავისუფლების ვალდებულება აიღო. საფრანგეთმა, შეთანხმების საფუძველზე, ეგვიპტიდან ჯარების გამოყვანისა და მისი თურქეთისადმი გადაცემის ვალდებულება იკისრა.

ამასთან ერთად, საფრანგეთი კოლონიალურ ომებს განაგრძობდა. 1802 წლის მარტში, ამიენის ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად, საფრანგეთმა სან დომინგოში 35 000 კაციანი ექსპედიცია გააგზავნა. იმავე წელს ექსპედიცია ლევანტში გაიგზავნა, ხოლო 1803 წლის სექტემბერში- ინდოეთში. ინგლისი ამას განიხილავდა როგორც ანტიბრიტანულ პოლიტიკას. სიტუაცია ნელნელა იძაბებოდა. კულმინაცია იყო ნაპოლეონის ცნობილი ფრაზა “ან მალტა ან ომი!”. ის ითხოვდა ინგლისელებისგან ამიენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულებას – მალტის გათავისუფლებას. 1803 წელს ბრიტანეთის ელჩმა პარიზი დატოვა. მთელი ევროპა, დიდი ომის მოლოდინში, დაიძაბა.

ნაპოლეონმა იცოდა, რომ ინგლისის წინააღმდეგ მოკავშირეების გარეშე მოქმედება მის გეგმებს გაართულებდა. ავსტრია, იტალია და ესპანეთი ანგარიშგასაწევ ძალებს არ წარმოადგენდნენ. იმ პერიოდში ყველაზე რეალური და ანგარიშგასაწევი ძალა ჩრდილოეთის იმპერია, რუსეთი იყო. ნაპოლეონმა მოახერხა პავლე პირველთან დაახლოება, მაგრამ მისმა მკვლელობამ საქმე ჩიხში შეიყვანა. ტახტზე ალექსანდრე 1-ს ასვლის შემდეგ, ნაპოლეონმა მასთან დაახლოების გზების ძიება დაიწყო. მან ალექსანდრეს გამეფებასთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა და თავისი ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა გამოუცდელი დიპლომატი, დიუროკი მიავლინა. დიუროკმა ალექსანდრესთან საერთო ენა საკმაოდ მოკლე დროში გამონახა. ალექსანდრე აღფრთოვანებული იყო ნაპოლეონის მიღწევებით და მასში რეალურ მოკავშირეს ხედავდა. მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და დასრულდა 1803 წლის 8 ოქტომბერს, პარიზში, მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერით. 2 დღეში, იმავე პარიზში, ხელი მოაწერეს საიდუმლო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა საერთო, შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას იტალიასთან და გერმანიასთან მიმართებაში, ასევე საფრანგეთისა და თურქეთის დაახლოებას. ეს იყო ფრანგული დიპლომატიის უდიდესი გამარჯვება. ასევე აქტუალური გახდა საფრანგეთ-პრუსია-რუსეთის კავშირი, რომელიც მთელს ევროპაზე გაავრცელებდა თავის გავლენას. ალექსანდრე 1 ამ კავშირს მიესალმებოდა, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე. ინგლისი ამ კავშირში ევროპაში საკუთარი გავლენის დაკარგვას ხედავდა. დაიწყო აქტიური დიპლომატიური ომი ამ კავშირის შექმნის წინააღმდეგ.

1803 წლის 11 მაისს დახურულ სხდომაზე, სადაც შეიკრიბნენ პირველი კონსულის მინისტრები ნაპოლეონმა გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ევროპაში დამანგრეველ, კატასტროფულ და დაუნდობელ საომარ პროცესებს ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო ნაპოლეონის დასასრულის დასაწყისი. მან ბრძოლა დაიწყო !

ომი არასაომარ ხასიათს ატარებდა, რაც აღელვებდა ნაპოლეონს. სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ინგლისს არ გააჩნდა საკმაო ცოცხალი ძალა, რომ ნაპოლეონი ხმელეთზე დაემარცხებინა, ხოლო ნაპოლეონს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ფლოტი, რათა ინგლისელები ზღვაზე გაენადგურებინა. ომი ატარებდა უფრო ეკონომიკური ბლოკადისა და ემბარგოების ხასიათს. თუმცა შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ალექსანდრესთან კავშირით გათამამებული ნაპოლეონი დიდი ომის მოლოდინში იყო და თავის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაგრამ ამ დროს ორ იმპერატორს შორის ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა და უკიდურესად დაიძაბა.

1804წელს იმპერატორმა დაიწყო მისი უახლოესი ნათესავებისა და გარემოცვის, ე.წ. „ნაპოლეონიდების“ გამეფება დაპყრობილ რეგიონებში. ამავე წელს შემოიღო „სამოქალაქო კოდექსი“.

მუხლი213:ცოლი ვალდებულია დაემორჩილოს ქმარს

მუხლი215:ცოლს არ აქვს უფლება წარდგეს სასამართლოს წინაშე მისი ქმრის ნებართვის გარეშე

მუხლი258:მოღალატე ცოლი პატიმრობით ისჯება(ქმარი არა)

„ჩემთვის ჭეშმარიტად სახელისა და დიდების მომტანი 40 მოგებული ბრძოლა კი არა.. ჩემი სამოქალაქო კოდექსია..“

ტალეირანის დაჟინებული თხოვნით, ვენსენსის სასახლეში დახვრიტეს ენგიენის ჰერგოცი. ტალეირანი არწმუნებდა ნაპოლეონს, რომ ამით საბოლოოდ მოშორებული იქნება ბურბონთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე. ამას ხელი შეუწყო კადუდალის დაკავება, რომელიც პირველი კონსულის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა. ყველაფერი გენერალ მოროს დაკავებით დასრულდა. საფრანგეთში შიდაარეულობა დაიწყო.

ენგიენის ჰერცოგის დახვრეტით აღშფოთებულმა ევროპამ პროტესტს პროტესტზე გამოთქვამდა, თუცმა ბევრი ერიდებოდა ღია უკმაყოფილების გამოხატვას. ყველაზე გაბედული ალექსანდრე აღმოჩნდა, რომელიც ამ მკვლელობას მონარქიული წყობილებისადმი მიყენებულ დარტყმად განიხილავდა. საპროტესტო ნოტა საფრანგეთს უბრიმ გადასცა, რაზეც ნაპოლეონის ცნობილი პასუხი მიიღო. ალექსანდრემ ვერ აიტანა პირადი შეურაწყოფა. ორ იმპერიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამით ისარგებლა ინგლისმა და მოახერხა რუსეთის გადაბირება, ომისთვის სუბსიდიაც კი გამოუყო.

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი იყო პრუსიის პოზიცია. ნაპოლეონის ავსტრიაზე გამარჯვების შემდეგ ფრიდრიხ – ვილგელმი ხვდებოდა, რომ ნაპოლეონთან ომი გარდაუვალია. მან სცადა გაეტარებინა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, მაგრამ მოკავშირეთა წინააღმდეგობას წააწყდა. რუსეთს და ინგლისს პრუსია სჭირდებოდა და მის გადმოსაბირებლად მუქარებსაც არ ერიდებოდნენ. თავის მხრივ ნაპოლეონი აიძულებდა პრუსიის მეფეს, გაერთიანებულიყო “რეინის კავშირში”, სადაც 16 გერმანული სახელმწიფო შედიოდა. პრუსიის მეფე უარზე იდგა. საბოლოოდ ის აღმოჩნდა ჩიხში. ნეიტრალიტეტის სურვილით ის არცერთ მხარესთან არ მოისუხვა თანამშრომლობა და ნაპოლეონთან პირისპირ აღმოჩნდა, რაც პრუსიისთვის გამანადგურებელი ომითა და 1806 წლის ოქტომბერში ბერლინის განადგურებით დასრულდა.

ნაპოლეონი სულ უფრო უახლოვდებოდა დასახულ მიზანს. ხვდებოდა რა, რომ საომარ მოქმედებებში ინგლისელებთან ჩართვა ნაკლებად რეალური იყო, მან ეკონომიკურ ბლოკადას მიმართა და 1806 წლის 21 ნოემბერს ინგლისულ პროდუქტზე ემბარგო დააწესა. რა თქმა უნდა, მის დაქმებდებარებაში მყოფი ქვეყნები იძულებულნი გახდნენ იგივე ზომები მიეღოთ ინგლისთან მიმართებაში. მოულოდნელად ალექსანდრემ ნაპოლეონთან მიმართებაში თავისი საგარეო კურსი შეცვალა. მან საფრანგეთში თავადი ლობანოვ – როსტოვსკი მიავლინა და ნაპოლეონს ზავი შესთავაზა.

შეხვედრა ტილზიტში, 1807 წლის 27 ივნისს შედგა. შეთანხმების თანახმად, რუსეთი იღებდა ვალდებულებას ინგლისისთვის საკონტინენტო ბლოკადა გამოეცხადებინა. ასევე რუსეთს ინგლისისთვის ომი უნდა გამოეცხადებინა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პუნქტი, სადაც ჩაწერილი იყო, რომ რუსეთი ცნობდა ნაპოლეონის მიერ მომავალში დამყრობილ ტერიტორიებს. ამას რუსეთის შიდა წრეებში დიდი აღშფოთება მოჰყვა. ბლოკადით ხომ არა მარტო ინგლისი ზარალდებოდა. უფრო და უფრო მრავლდებოდა ალექსანდრეს საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი.

ამასობაში ნაპოლეონი განაგრძობდა დაპყრობით ომებს. 1807წ პორტუგალიის დაკავების შემდეგ, ნაოპლეონი ესპანეთს მიადგა, მაგრამ საკმაოდ მძლავრ ეროვნულ წინააღმდეგობას შეხვდა. ამის მიუხედავად 1808წ ესპანეთი ანექსირებულ იქნა. ამასობაში ავსტრიამ ისარგებლა მომენტით და ნაპოლეონის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. პირველ კონსულს არ ეშინოდა რუსეთის ჩარევის. კარგად იცოდა რომ ალექსანდრე ამას არ იზავდა. თუმცა თავი მაინც დაიზღვია და ალექსანდრე შეხვედრაზე დაპატიჟა. შეხვედრა ერფურტში, 1807 წლის ოქტომბერში გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე ტალეირანმა ნაპოლეონს კიდევ ერთხელ უღალატა – ის ალექსანდრესთან ფარულ გარიგებაზე წავიდა. მართალია, ნაპოლეონი მიხვდა ამას, მაგრამ ტალეირანი ვერ დასაჯა სამხილების არქონის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კონსულმა რუსეთის სახით ავსტრიის წინააღმდეგ მოკავშირე ვერ მონახა, მან ავსტრიაზე მაინც გაილაშქრა და 1809 წელს  ვაგრამთან ის სასტიკად დაამარცხა. რუსეთი ომში არ მონაწილეობდა, მაგრამ გარკვეული ტერიტორიები მაინც მიიღო. ეს იყო ავსტრიისთვის და პრუსიისთვის წართმეული ტერიტორიები. ამით ნაპოლეონი ავსტრიელების და პრუსიელების რუსეთთან საბოლოოდ გადამტერებას ვარაუდობდა. ალექსანდრე, ცხადია, ამ ყველაფერს ხვდებოდა. სიტუაცია გართულდა მას შემდეგ, რაც ვერ შედგა ნაპოლეონისა და ალექსანდრეს დის უღლება. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ნაპოლეონმა ჯვარი ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე დაიწერა.

ომი მზადდებოდა. მეტოქეები მოკავშირეთა ძებნას აგრძელებდნენ. ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმებოდა, მაგრამ ის ცდებოდა. ავსტრიასთან და პრუსიასთან ძალდატანებით ხელმოწერილი ხელშეკრულებები მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა. ომი ხანმოკლე აღმოჩნდა. ის 1812 წელს 600 ათასიანი „დიდი არმია“, რომელიც სანახევროდ უცხოელი ჯარისკაცებისგან შედგებოდა, რუსეთისაკენ დაიძრა. რუსეთის კამპანია იმავე წელსვე დასრულდა ნაპოლეონის დამარცხებით. დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. შუამავლობა მეტერნიხმა იკისრა. შემუშავებულ იქნა მთელი რიგი პუნქტებისა, რომელებიც ძირითადად წართმეული მიწების დაბრუნებას ითვალისწინებდნენ. ალექსანდრეს ეგონა, რომ ნაპოლეონი მიიღებდა ამ შეთავაზებას და მის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყდებოდა. თუმცა ნაპოლეონი ამ პირობებს არ დათანხმდა. ომი განახლდა.

1813წელს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ნაპოლეონსლეიფციგთან გამართულ „ხალხთა ბრძოლაში“,  რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდა ერთი მხრივ 450 ათასი ფრანგი და საფრანგეთის მოკავშირე გერმანული სახელმწიფოების ე.წ. „რაინის კავშირი“ და მეორე მხრივ, 500 ათასიანი რუსეთის, პრუსიის, ინგლისის, შვედეთისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარი. ნაპოლეინი დამარცხდა..

ამით გათამამებულმა მოკავშირეებმა ახალი, გაცილებით რთული პირობები წაუყენეს ნაპოლეონს. ამჯერადაც უარი მიიღეს. ნაპოლეონი არ თმობდა თავის იმპერიას. მეტიც, მან რამოდენიმე გამარჯვება მოიპოვა და თავის ძალებში უფრო დარწმუნდა. ამით შეწუხებულმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ბრძოლა ბოლომდე მიეყვანათ. 1814 წელს ხელი მოეწერა შომონის ტრაქტატს, სადაც ნათქვამი იყო რომ მოკავშირეები ბოლომდე იბრძოდნენ. შედეგმა არ დააყოვნა. 1814 წლის 30 მარტს პარიზი დაეცა, პირველი კონსული და იმპერატორი ნაპოლეონი კი კუნძულ ელბას იმპერატორად იქცა.

ნაოლეონმა მოახერხა ელბადან გამოქცევა და ხელისუფლების 100 დღით დაბრუნება, რადგან 1815წელს ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში ინგლისისა და პრუსიის გაერთიანებული ჯარის წინაშე დამრცხდა.ნაპოლოენმა უარი თქვა ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა. ამჯერად ის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. ასე დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა ევროპის ისტორიაში.

რით იყო ნაპოლეონის მმართველობა საინტერესო?

პირველ რიგში აღსანიშნავია მისი მიდგომა დიპლომატიისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მას გვერდით ტალეირანი ჰყავდა, ნაპოლეონი მას ბოლომდე მაინც არ ენდობოდა. აღსანისნავია ის, თუ როგორ მოვიდა ნაპოლეონი ხელისუფლებაში, რა გზა განვლო კორსიკიდან საფრანგეთამდე, სამხედრო სასწავლებლიდან იმპერატორობამდე. მის პოლიტიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას მისი წარმომავლობა ახდენდა. ოფიციალურ საბუთებს ის ხშირად ხელს აწერდა როგორც ნაპოლეონ დე ბონაპარტე. ის არაერთხელ უსვავდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ის ფრანგი არ იყო, თუმცა საფრანგეთისთვის ბევრი რამ გაუკეთებია. მისი ისტორიული სცენიდან წასვლის შემდეგ ტახტზე ისევ ბურბონთა დინასტია გაბატონდა. ლუი XVI-ის უმცროსი ძმა ლუი XVIII-მ დაიკავა ტახტი. დაიწყო მოწინააღმდეგეთა სასტიკი დევნა. ყველა, ვისაც არ მოსწონდა ბურბონები, სისხლში ჩაახშეს. დაიწყო ახალი ერა, ერა ტირანიისა და დევნის. ნაპოლეონის თანამოაზრეები რიგრიგობით მოკლეს, ბევრი გადაასახლეს. პოლიციის ყოფილი უფროსი, ფუშე, რომელმაც ნაპოლეონს ბოლოს უღალატა, ისტორიას ჩაბარდა. საფრანგეთი მმართველობის კონსტიტუციური მონარქიის ფორმას დაუბრუნდა.

ბევრი ნაპოლეონს ახასიათებს როგორც გამოჩენილ მხედართმთავარს, ზოგიერთი მას ტირანად თვლის, მაგრამ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ჩაწვდეს ნაპოლეონის ფენომენს. რა ვერ გათვალა ადამიანმა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ფეოდალიზმს?

ნაპოლეონის ოცნება აუხდენელი დარჩა. ის, რისთვისაც ემზადებოდა პირველი კონსული, რაც იყო მისი მთავარი მიზანი-ტემზაზე ინგლისელებისთვის მშვიდობის პირობების წაყენება-ოცნებად დარჩა. ინგლისმა თავისი ჩვეული პოლიტიკა გაატარა, რამაც კიდევ ერთხელ გაამართლა. მას ვერაფერი დააკლო ნაპოლეონის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ. თუმცა თავის მემუარებში ნაპოლეონი აღნიშნავს რომ ეს შეცდომა იყო. რატომ ვერ მოახერხა ნაპოლეონი რუსეთთან დაახლოება? რატომ დაუჯერა ტალეირანს და დახვრიტა ენგიენსის ჰერცოგი? ევროპის რეაქცია მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნაპოლეონს არ აინტერესებდა ევროპის რეაქცია. მან ჰერცოგში საფრთხე დაინახა და მოქმედებებმაც არ დააყოვნეს. მართალია, შემდეგ ტალეირანი უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ჰერცოგის დახვრეტისკენ ნაპოლეონი მან წააქეზა, მაგრამ ფაქტებით საწინააღმდეგო დგინდება.

ყურადღების ღირსია ნაპოლეონის მიდგომა დამარცხებული ქვეყნების მიმართ. მას არ ეშინოდა, რომ მის მიერ დაკავებულ ქვეყნებში დაიწყებოდა სახალხო მღელვარება. ნაპოლეონს ეგონა, რომ ხალხის თვალში ის გამანთავისუფლებელი, ფეოდალური ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლია. ზუსტად ამ ლოზუნგით ხდებოდა უსისხლო ” 18 ბრიუმერის რევოლუცია”. ნაპოლეონი ატარებდა შიდა რეფორმებს. აღსანიშნავია მისი “სამოქალაქო კოდექსი”, სადაც დაცული იყო კერძო საკუთრება და ადამიანის უფლებები.

ნაპოლეონს ეშინოდა ოპოზიციის, მაგრამ არ ზღუდავდა მას. და არც შეზღუდავდა, რომ არა კადუდალის შეთქმულება, რომელშიც მისი მარჯვენა ხელი, თანამოაზრე, გენერალი მორო მონაწილეობდა.

მან ზუსტად იცოდა რა ჭირდებოდა ერს, ეს იყო დიდებით მოსილი წინამძღოლი და არა თეორიები მმართველობის შესახებ, მაღალფარდოვანი სიტყვები, იდეოლოგების საუბრები, ხალხი ამასაც მაინც ვერ იგებს.

ბონაპარტე იყო თავისი ეპოქის შვილი. ეპოქისა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ევროპის მომავალი. 1969 წელს აღინიშნა ნაპოლეონის დაბადების 200 წლისთავი. დაიწერა უამრავი წიგნი და სტატია, ჩატარდა კონფერენციები და სემინარი, რაც მეტყველებს იმაზე რომ ნაპოლეონ ბონაპარტის სახელი სამუდამოდ დაიმკვირდა ადგილი მსოფლიო ისტორიაში.

p.s. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ნაშრომს პრეტენზია აქვს მეცნიერული ნაშრომის სტატუსის მოპოვებაზე. ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ თემატიკაზე, ასეთი დონის მასალა, არცერთ ასპექტში არ მოიძებნება(მოცულობა, პროდუქტიულობა, სიზუსტე, ანალიზი).

 

One comment

  1. sagoool zustad isaa ra cmchirdeboda ise getyoba bevri giwvalia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: