ნაპოლეონ ბონაპარტეს ცნობილი გამონათქვამები


დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.

ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.

ბედნიერება თავისთავად არ მოდის, იგი ადამიანებმა თვითონ უნდა ეძიონ.

ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.

სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს,უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.

ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.

იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.

გვარდია კვდება,მაგრამ არ ნებდება(ისტორიული სიტყვები,თქმული ვატერლოოს ბრძოლისას)

ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.

არასდროს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს შეცდომის დაშვებაში.

რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს – ესაა ბაგრატიონი.

სიტყვა “შეუძლებელს” მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით.

საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას.

რა არის სიყვარული? -ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.

ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.

ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.

ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს.

რელიგია – ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.

გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.

ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.

დამარცხებული მტერი ის მტერია, რომელზეც გადაბიჯება შეიძლება.

საზოგადოებრივი აზრი – ეს არის ქუჩის ქალი.

ათას ხიშტზე მეტად სამი გაზეთის მეშინია.

მე რომ თავის დროზე ტალიერანი და ფუშე ჩამომეხრჩო, ტახტზე დავრჩებოდი.

მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდება.

სიყვარული სისულელეა, რომელსაც ორი ადამიანი სჩადის.

მე ჩემი ხმალი გამიკვლებს გზას.

ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა.

საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე.

ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი.

რატომ არ მაქვს მე ტირილის უფლება.

ჩემი უკანასკნელი სურვილია: დამმარხეთ მე სენის ნაპირას, ფრანგ ხალხთა შორის, რომელიც მე ესოდენ მიყვარდა.

სიყვარული რიგითი ადამიანისთვის ცხოვრებაა, ჯარისკაცისთვის — გართობა, მეფისათვის კი ანკესზე წამოსაგები საშუალება.

სულელები საუბრობენ წარსულზე, ჭკვიანები- აწმყოზე, ხოლო ბრიყვები- მომავალზე.

იყო პატიოსანი – ეს ყველაზე საიმედო საშუალება იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი.

მინისტრს გული მხოლოდ ტვინში უნდა ჰქონდეს.

მე გავაკეთე ყევლა შესაძლო გათვლა – დანარჩენზე ბედისწერა იზრუნებს.

კიბო – ეს ვატერლოოა, კუჭში დაბუდებული.

პირველი დარტყმა – ნახევარი ბრძოლაა.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: