უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა


ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს განცდილი დანაკარგების მიუხედავად, საქართველო ”არ უნდა შედრკეს” და მისიაში მონაწილეობა უნდა განაგრძოს.

ეს განცხადება დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან სტუმრობისას გააკეთა. ”ჩვენ გვქონდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო მებრძოლი ვინც იქ დაიღუპა ვანში გუშინ დავასაფლავეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის ყველა ასეთი დანაკარგი უფრო მეტი გაძლიერების და სულისკვეთების საწინდარი უნდა იყოს,” აღნიშნა პრეზიდენტმა ”არ უნდა შევდრკეთ და არ უნდა შევეშვათ ამ ყველაფერს. ჩვენი საქმე არის სამართლიანი,” დასძინა მან.

საქმე საქმეზე რომ მიდგეს ჩვენთვის არ გვყავს საკმარისი სამხედრო ძალა და სხვებს „ვეხმარებით“, ჩემი აზრით ჯერ შენს ოჯახს თუ არ მიხედე სამშობლოსაც ვერ მიხედავ, შესაბამისად შენს სახელმწიფოს თუ არ მიხედე, მსოფლიოსო მშვიდობაზე ზრუნვასაც აზრი ეკარგება. ამ ჯაჭვის გაწყვეტა დაუშვებელია, ისევე როგორც კოსმაპოლიტიზმი პატრიოტიზმის გარეშე.

ჩვენი ერი მეორე ეტაპზეა გაყინული, იმის მაგივრად რომ მთელი ძალების ორიენტირება საზღვრების გამაგრებაზე მოვახდინოთ, პიარის გამო ჩვენმა მთავრობამ ძალები ავღანეთში გადაისროლა. თავს ვაჩვენებთ მსოფლიოს იმათ, რაც არ ვართ, ჩვენი სამხედრო საქმიანობა არასწორი კურსითაა წარმართული და მთლიანად ტყუილზეა დამყარებული. და საერთოდაც, ჩემთვის პირადად რაც სუფთა გულით არ კეთდება ყველაფერი დაუშვებელია.

რისი ქართველები ვართ, გამოსავალი მაინც ვიპოვეთ, როგორც ყოველთვის.. კიბის მეორე საფეხური ამოვაგდეთ და პირაპიდ მესამეზე გადავხტით, მაგრამ იმას არ ვითვალისწინებთ, რომ ხშირად კიბეებს შორის ნაპრალებია..
ჩვენს მოჩვენებით მოქმედებებს, რომელიც მხოლოდ ფლიდობაზეა გათვლილი შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს.

დავუშვათ რომ ავღანეთში წარგზავნილი ჯარისკაცები ქვეყნის ინტერესებს იცავენ(რეალურად ისინი ქვეყანას მხოლოდ ფრომოუშენს უკეთებენ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს ფაქტია) და ამიტომ მიიღეს “სამშობლოს მცველების” სახელი. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა დაიცვან ჩვენივე ტერიტორიაზე საქ-ოს ინტერესები, სადაც გაცილებით დიდი საჭიროებაა სამხედრო ძალის.

ავღანეთში დაღუპული ბიჭები გმირულად დაეცნენ(რაოდენობის დასახელებისაგან თავს შევიკავებ, რადგან სიმართლე დღემდე უცნობი რჩება) და ჩემს პატივისცემასაც, სწორედ ამიტომ იმსახურებენ. მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ..
ისინი ბურუსით მოცული მიზნისთვის დაიღუპნენ, ამ ბურუსის წარმომქმნელი კი ჩვენი მთავრობაა.

ბურუსის გასაფანტათ კი ყველამ ვიცით რაცაა საჭირო..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: