ნაცისტთა ილუზიები


გაინტერესებს რას აპირებდა ნაცისტთა ხროვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემთხვევაში? მაშინ წაიკითხე ეს სტატია

ზოგიერთ აქვს ილუზია, რომ ნაცისტები გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებდნენ, ამის გარანტად კი ვერმახტის ქართული დანაყოფი მიაჩნდათ. თუმცა ილუზია რეალობაა?

ნაცისტებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დანაწევრებას რამდენიმე რაიხსკომისარიატად(გუბერნიის ანალოგი).სწორედ ამ გეგმაზე შემოგთავაზებთ სტატიას.

1941 წელს ალფრედ როზენბერგმა,რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მმართველის თანამდებობდა ეკავა, წარმოადგინა პროექტი. ეს პროექტი მოიცავდა ოკუპირებული ტერიტორიების მართვის გზებს, მათ დანაწევრებას და სხვა მრავალ დეტალს. თუმცა მთავარი დეტალი იყო 5 გუბერნიის ანუ რაიხსკომისარიატის იდეა.

ალფრედ როზენბერგი

ეს იდეა მდგომარეობდა შემდგომში-საბჭოთა კავშირის სრული დაპყრობის შემდეგ გერმანია ამ ტერიტორიას დაყოფდა შემდეგ ნაწილებად, რომლებიც გერმანიის გავლენის სფეროები იქნებოდა და თანდათანობით მოხდებოდა მათი გერმანიზაცია:

1)ოსტლანდის რეიხსკომისარიატი. აქ შედიოდა ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და ბელორუსიის ტერიტორია. დედაქალაქი-ქალაქი რიგა. საერთო ფართობი იქნებოდა დაახლოებით 550 ათასი კვ.კმ,მოსახლეობა 20 მილიონამდე.

2)უკრაინის რეიხსკომისარიატი. აქ შევიდოდა უკრაინის მთელი ტერიტორია. როზენბერგის აზრით ეს უნდა ყოფილიყო გერმანიის დასაყრდენი აღმოსავლეთში. დედაქალაქი უნდა ყოფილიყო ქალაქი როვნო. საერთო ფართობი 1,1 მლნ. კვ. კმ,მოსახლეობა 55 მილიონამდე.

3)კავკასიის რეიხსკომისარიატი. ეს იქნებოდა საქართველოს(ბათუმის გამოკლებით), აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება. ამ რეიხსკომისარიატის დედაქალაქი იქნებოდა თბილისი. ფართობი-500 ათასი კვ.კმ,მოსახლეობა 18 მილიონამდე.

ეს ტერიტორიული ერთეული ვალდებული იქნებოდა გერმანია მოემარაგებინა ნავთობითა და სოფლის მეურნეობის პროდუქციით. თანდათანობით კი მოხდებოდა ამ ტერიტორიის ნაწილობრივი გერმანიზაცია. დაიმსხვარა მითი იმის შესახებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მიცემდნენ გერმანელები.

4)მოსკოვიის რეიხსკომისარიატი. ეს იქნებოდა რუსეთის მცირე ტერიტორია რომელიც გადაჭიმული იქნებოდა ურალამდე. ფართობი 2,9 მლნ. კვ.კმ,მოსახელობა 50-60 მილიონი.

5)თურქესტანის რეიხსკომისარიატი. აქ შევიდოდა უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

1941 წლის 9 მაისს ეს გეგმა ჰიტლერთან შეიტანეს განსახილველად. ჰიტლერმა მოიწონა ეს პროექტი.

1941 წლის ბოლოს იქმნება გენერალური გეგმა “ოსტ”, რომელიც იდეურად ახლოს იდგა როზენბერგისეულ გეგმასთან და იზიარებდა 5 რეიხსკომისარიატის იდეას.

ეს გენერალური გეგმა მოიცავდა მცირე და გაფართოებულ გეგმას. მცირე გეგმა გულისხმობდა გარკვეული ღონისძიებების გატარებას საბჭოთა კავშირის სრულ ოკუპაციამდე, ხოლო ოკუპაციის შემდეგ გადავიდოდნენ გაფართოებულ გეგმაზე, რომლის მთავარი მიმართულება იყო სლავების გადასახლება ციმბირში(ანუ ციმბირის თემა გერმანელებისთვისაც აქტუალური იყო და ისევ გადასახლების მიზნით გამოიყენებდნენ ამ ტერიტორიას) და ხუთივე რეიხსკომისარიატის გერმანიზაცია.

“ოსტ”-ის ფარგლებში გამოიცა რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც ხელს მაღალჩინოსნები აწერდნენ. ერთ-ერთი დოკუმენტი რომელიც ვეტცელს ეკუთვნოდა და 2009 წელს იპოვეს გერმანიის ერთ-ერთ არქივში გულისხმობდა მილიონობით სლავის ციმბირში გასახლებას.

ასევე საგულისხმოა ჰიტლერის შემდეგი დირექტივა, სადაც წერია:

სლავებმა ჩვენთვის უნდა იმუშაოან და თუ ისინი ჩვენ აღარ დაგვჭირდება, დაე მოკვდნენ. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ განათლების მიღების უფლება, რადგან განათლებული ადამიანი აზროვნებს და ეს ჩვენთვის საშიშროების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. საკმარისია მათ თუ ეცოდინებათ 10მდე დათვლა“.

პირდაპირ რომ გითხრათ აუცილებელია წელიწადში 3-4 მილიონი სლავი მოვკლათ და თანდათან დავცალოთ სისხლისგან ისინი.”

რამდენიმე დირექტივა, რომელიც მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ, ოსტლენდის კომისარიატის მიმართ განსაკუთრებით ინტერესს იჩენდნენ. მიაჩნდათ, რომ ლატვიელთა გერმანიზაცია უფრო ადვილად მისაღწევი იქნებოდა, რადგან ისინი ახლოს იყვნენ არიული რასის მონაცემებთან, ხოლო ლიტველები და ესტონელები “დაბრაკეს”, რადგან მათში შერეული იყო სლავური სისხლი.

გენერალური გეგმაში ასევე გათვალისწინებული იყო ებრაელების საკითხიც. პირდაპირ მინიშნებულია, რომ ებრაელები სრულად უნდა გაენადგურებინათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ზემოთ აღნიშნული გეგმა 1980 წელს აღმოაჩინეს ერთ-ერთ არქივში. 2009 წელს კი ის სრულად გამოიცა და ხელმისაწვდომი გახდა ყველა დაინტერესებული ადმიანისათვის.

P.S.მართალია სტატია მცირეა, მაგრამ წარმოდგენილი ინფორმაცია მაინც იძლევა საშუალებას გაიგოთ ნაცისტთა ავადმყოფურ ოცნებებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: