ერეკლე II


„იდგა 1720 წლის 7 ნოემბერი. თელავის სასახლეში უფლისწული დაიბადა – ძე თეიმურაზისა და თამარისა, შვილიშვილი მეფე ვახტანგ მეექვსისა, სახელად დაარქვეს ერეკლე, – ხალხისგან პატარა კახად“ წოდებული.. საქართველოს უკანასკნელი დიდი ხელმწიფე…

თხუთმეტი წლის ერეკლე ბატონიშვილის საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როცა ქიზიყს შემოსეული ლეკები ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა უფლისწულმა ახალგაზრდა მხედრების მცირე რაზმით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. ლევან სანიკიძის „დედა ისტორიაში“ ვკითხულობთ: „1735 წელი პირველი გამოსვლაა თხუთმეტი წლის პატარა კახისა – დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხემწიფისა და მამულიშვილისა… ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი და სამოცი წელიწადი ვერ ჩამოხტება საომარი უნაგირიდან.“

1762 წელს თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლე II-ის კვერთხის ქვეშ.

ერთმეფობა დამყარდა საქართველოში. ერეკლეს დიდება გასცდა მისი სამეფოს ფარგლებს. პრუსიის მეფეს, მთელ ევროპაში სახელგანთქმულ მხედართმთავარ, ფრიდრიხ დიდს უთქვამს: ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე, აღმოსავლეთში – ერეკლე მეფეო. პატარა კახს ალექსანდრე მაკედონელსაც ადარებდნენ.

ევროპაში ასეთი პოპულარობის ფონზე დაუჯერებელი აღარ უნდა იყოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „IX სიმფონიის“ ადრესატი სწორედ ერეკლე მეორე ყოფილა. ეს ფაქტი 1997 წელს „რეზონანსში“ გამოაქვეყნა ბატონმა იური ვეკუამ. ბეთჰოვენს ერეკლე მეორის პიროვნებისა და მოღვაწეობის ამბები თურმე მისმა მეგობარმა, საქართველოში მოღვაწე ფრანცისკანელმა ბერმა ბონიფაციუს ებერჰარტმა გააცნო, რომელსაც მიწერ-მოწერა ჰქონია დიდ კომპოზიტორთან.

1819 წელს მიწერილ წერილში ბონიფაციუს ებერჰარტი წერს: „ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა მათ. ქართველების ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა. მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი იყო დიდი კახი – ერეკლე II. (ერეკლე მეორეს ქართველებმა სიყვარულით უწოდეს პატარა კახი, ხოლო მისი ნაღვაწით აღფრთოვანებულმა ევროპელმა ევრპული ყალიბი მოიმარჯვა და ერეკლეს დიდი კახი უწოდა, არა ქართველთა „შეცდომის“ გასასწორებლად, არამედ „პატარა კახის“ შინაარსის ევროპული ცნობიერების ენაზე გადასათარგმნად.) ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ აღმოსავლეთის ნაპოლეონი უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია გადაწყვეტილი და კიდევაც შემდგომიხარ მუშაობას.“

ბეთჰოვენს მართლად მიუწერია ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს.“ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი გამხდარა, ამიტომ სიტყვა „ აღმოსავლეთის“ ზედმეტად მიუჩნევიათ და გადაუხაზავთ, დაუტოვებიათ მხოლოდ „ეძღვნება ნაპოლეონს.“ ამ ფაქტს დიდი კომპოზიტორი ისე აღუშფოთებია, რომ ეს მიძღვნა საერთოდ გაუუქმებია და სიმფონიისთვის გოლიათური“ უწოდებია.

რატომაც არა „დიდი კახი“ დიდი კომპოზიტორის ცნობიერებაში სწორედ გოლიათურს უნდა გატოლებოდა. დაუმარცხებელ მხედართმთავარს, ერეკლეს კავკასიაში ქართველ ლომს“ უწოდებდნენ. უძლიერესი კავკასიელი მონარქის მიმართ პატივისცემით იყვნენ განმსჭვალული, როგორც კავკასიელი ისე ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხის. გაერთიანებული ქართლ-კახეთის უკანასკნლმა მეფემ ორასამდე ომი ძლევამოსილებით გადაიხადა, რამაც განადიდა და განაბრწყინა მისი სახელი.

– „მომყევით, ღმერთისა და საქართველოსთვის!“ – ქუხდა მეფის შეძახილი მტერთან შებმის წინ და მოწინააღმდეგის შუაგულში ლომივით შეიჭრებოდა ხოლმე. მისი სიმამაცე თავგანწირვის საოცარი მაგალითი იყო მეომრებისთვის.

ბრძენმა მეფემ კარგად უწყვოდა, რომ მამულის ერთგული სამსახურისთვის მარტო სიყვარული და საომარი ხელოვნება საკმარისი არ იყო. მან შესანიშნავად იცოდა, რომ აუცილებელი იყო განათლება. ამიტომ 1782 წელს თელავსა და თბილისში გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აგრეთვე, სამრევლო სკოლები მონასტრებთან და ტაძრებთან, რომელთაც ხშირად მოინახულებდა ხოლმე.

ომში შეუდრეკელი, ლომგული მეფე ერთობ ნაზი და მოსიყვარულე მამა ყოფილა, ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია მეფის ხელით დაწერილი სიყვარულითა და იუმორით აღსავსე წერილი გამორჩეულად საყვარლი ქალიშვილისადმი, რომელსაც დაუდგრომელი ხასიათის გამო თეკლა ბიჭს“ ეძახდა. ბარათი დათარიღებულია 1781 წლის 20 დეკემბრით და ალბათ იუმორის მიზნით შვიდი სამეფო ბეჭდითაა დამოწმებული. (სხვათა შორის, ეს ერთადერთი დოკუმენტია შემორჩენილი, რომელსაც მეფის შვიდივე სახელმწიფოს ბეჭედი აქვს დასმული.)

„თეკლა ბიჭსა“

„ქალბატონ თეკლას, მამისა და დედის სიხარულს. მადლი, წყალობა და მშვიდობა ღვთისა მიერ და ღვთისმშობელისა მიერ. დიდისა მოწამისა ევსტაფის საკვირველმოქმედებისაგან სამარადისოს გამრავლდეს მას ზედა.

თეკლავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენც იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოის ოსტატობით და მდივნობით იყო გარჯილობა, უფრო რომ არაბულის ხელს მიგემსგავსებინა. მეტი სიღრმისგან ვეღარ ამოვიკითხეთ და ვერც არა შევიტყვეთ.

შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგივრად დედაშენმა გაკოცოს. კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ, ღვთით, კიდევ ბევრ შაქარყინულს და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ.“

სიკვდილის ცელი ერთნაირად ცელავს მეფესაც და მდაბიოსაც.

1798 წლის 11 იანვარს, ღამით, შობიდან  77 წლისა აღესრულა ქართველთა დიდი მეფე თელავის სასახლის იმავე პალატში და იმავე სარეცელზე, სადაც დაიბადა.

მთელმა საქართველომ გულით დაიტირა თავისი საყვარელი პატარა კახი. ოცი ათასი შეიარაღებული ვაჟკაცი ცოცხალ კედლად აღიმართა სასახლის ირგვლივ. შავი ძაძით შეიმოსა სრულიად საქართველო. 40 დღის განმავლობაში ხელით ატარეს ძვირფასი ნეშტი სატახტო ქალაქიდან უძველეს სატახტო ქალაქამდე. გზადაგზა ტაძრებში ასვენებდნენ და პანაშვიდებს უხდიდნენ. მგლოვიარე მოსახლეობა თელავიდან მცხეთამდე ხალიჩებს უფენდა საყვარელ მეფეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: