ჯეკ მფატრავი


და მაინც ვინ არიან სერიული მკვლელები? ან რატომ გახდნენ ასეთები, რამ გადააწყვეტინათ ადამიანის მოკვლა, რაც არც ისე ადვილი უნდა იყოს. ხოდა ავიღე ჩემი ენციკლოპედიები გადავავლე თვალი, ზოგან რუსულად იყო,ზოგან ინგლისურად… ბოლო-ბოლო გადმოვთარგმნე. ცოტაც ქართულიც წამეშველა და ამიტომ ახლა გადავწყვიტე აქაც დამეწერა ის რაც გავიგე ჯეკ მფატრავის შესახებ, რომელიც 1888 წელს ლონდოში ”მოღვაწეობდა”.

მთელ მსოფლიოში სიტყვები ”ჯეკ მფატრავი” ნიშნავს საშინელებას, ძლადობას, სისასტიკეს. მის სისასტიკეს ლონდონის ყველაზე საწყალ ქალებთან მიმართებაში ბადალი არ აქვს. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის ჯოჯოხეთის ნაშიერია. მისი დანაშაულები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მკვლელი ვერ იპოვეს. ჯეკ მფატრავზე თქმულებები დადის, როგორც ნათელ ასევე ბნელ სამყაროებში. ლონდონის მცხოვრებნი შიშის გრძნობამ შეიპყრო. 1888 წლის 6 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე მოხდა უსასტიკესი, პათოლოგიური მკვლელობების მთელი სერია.

XIX საუკუნის ბოლოს ყველაზე სასტიკი და ამავე დროს ყველაზე იდუმალ მკვლელად ითვლებოდა ჯეკ მფატრავი. ნომბრის რამოდენიმე კვირის განმავლობაში მან 5 ქალი მოკლა. ყველა მისი მსხვერპლი ლონდონის ყველაზე ღარიბ რაიონში ცხოვრობდა და პურის ფულს პროსტიტუციით შოულობდა. ყველა ამ მკვლელობამ ლონდონის საზოგადოება შოკში ჩააგდო. ახალგაზრდა გოგონებს მოსაღამოვებულზე ეშინოდათ ქუჩაში გამოსვლის, ხოლო მეძავები ძალზედ ფრთხილად მოქმედებდნენ. ამასთან ერთად, ჯეკ მფატრავი არა მხოლოდ კლავდა, არამედ სასტიკად ამახინჯებდა სხეულებს. ყელს სჭრიდა მსხვერპლს, შემდეგ კი ჭრიდა და ქალებშ შინაგან ორგანოებს აცლიდა. ასეთი გარყვნილებისა და ბარბაროსობისთვის დაერქვა მას ”მფატრავი”.

ამ დანაშაულების ჩადენის შემდეგ ჯეკ მფატრავი ლონდონის ქუჩებში აღარ გამოჩენილა.

მაგრამ ბევრი კითხვა ამ მკვლელობებთან დაკავშირებით კვლავ უპასუხო დარჩა. არავინ იცის სინამდვილეში ვინ იყო ჯეკ მფატრავი და რისთვის კლავდა ასე სასტიკად ქალებს. არსებობს მოსაზრება, რომ ის მეძავებს თავისი ფსიქიკური ავადმყოფობის გამო კლავდა. მაგრამ უფრო გავრცელებულია აზრი, რომ მკვლელი ვიღაცის დაკვეთით ჩადიოდა ამ დანაშაულებს. ითვლებოდა, რომ ქალებმა რაღაც იცოდნენ და შანტაჟის მიზნით იყენებმენ ამ ცოდნას. ხოდა მოკლეს, იმის გამო რომ, საშინელი საიდუმლო არ გაემხილათ.

ბევრი ამ საქმის გამომძიებელი და მკვლევარი თვლის, რომ მკვლელობები მასონებთანაა დაკავშირებული. ამის დასტურად კი მოყავთ ფრაზა და სომბოლო, რომელიც ერთ-ერთი მსხვერპლის გვერდით კედელზე იპოვეს წარწერილი. სამწუხაროდ, გამოძიებამ არანაირი მტკიცებულება არ შემოინახა ამის შესახებ, ისინი სასწრაფოდ წაშალეს კედლიდან. თვლიან რომ, წაშლილი წინადადება მასონებთან კავშირს ადასტურებდა. მკვლელობის მეთოდიც მასონურს გავდა, როდესაც გარკვეული კუთხით ჭრიდნენ ყელს.ზოგიერთები თვლიდნენ, რომ მკვლელის სახელის მიღმა საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელი იმალებოდა, რომლის სიკვდილის შემდეგაც შეწყდა მკვლელობები. ყველაფერ ამის და მიუხედავად ჯეკ მფატრავმა სულ 5 მკვლელობა ჩაიდინა, რაც სხვა სერიულ მკველელბთან ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით, არც თუ ისე ბევრია. თუმცა ეს იდუმალებით მოცული სახელი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ ერთი უსასტიკესი მკვლელის სახელი.

ასევე, არის ვერსია, რომ სახელი ”ჯეკ მფატრავი” მომდინარეობს წერილიდან, რომელიც ლონდონის ახალი ამბების ცენტრალურ სააგენტოში შემოვიდა და მისი ავტორი ამ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე.

დანამდვილებით არავინ იცის თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ჯეკ მფატრავმა, თუმცა სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ხუთი ქალი მოკლული იქნა ჯეკ მფატრავის მიერ. ესენი იყვნენ: მერი ან ნიკოლსი, ენ ჩეპმენი, ელიზაბეტ სტრაიდი, კეტრინ ედოუსი და მერი ჯეინ კელი. ნიკოლსის ცხედარი იპოვნეს 1888 წლის 31 აგვისტოს, დღევანდელი დურვარდის ქუჩაზე. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მკვლელმა დაუზიანა მუცლის არე ღრმა ჭრილობით. ნიკოლსს მოჰყვა ჩეპმენი, რომელიც 8 სექტემბერს იპოვნეს, იგი უფრო სასტიკად იყო მოკლული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტრაიდი და ედოუსი ერთ დღეს იპოვეს, მათი ცხედრები საშინლად იყო დასახიჩრებული.

მერი ჯეინ კოლინსის უსასტიკესად დასახიჩრებული სხეული იპოვნეს 1888 წლის 9 ნოემბერს, საკუთარ სახლში. მკვლელმა წაიღო მისი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გულიც. ეს დანაშაულები ჩადენილ იქნა ღამით და ძირითადად კვირის ბოლო ნაწილში, როდესაც ქალაქში სიმშვიდე იყო.

ის ფაქტი, რომ მსხვერპლს ამოჭრილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები, იმ დასკვნამდე მიდის რომ მკვლელი კარგად ფლობდა ანატომიას და ქირურგიას.

მკვლელის პიროვნების დამადასტურებელი საბუთების არ არსებობამ რიპერლოგებს (რიპეროლოგები – მწერლები, ისტორიკოსები, მოყვარული დეტექტივები რომლებიც მფატრავის საქმეს სწავლობდნენ) საშუალება მისცა საკმაოდ ბევრი ადამიანი დაედანაშაულებინათ მფატრავის ქმედებებში. ამის მაგალითია დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილის, პრინც ალბერტ ვიქტორთან ჯეკ მფატრავის გაიგივების ლეგენდა, რომელიც მესამე და მეოთხე მკვლელობისას ნამდვილად შოტლანდიაში იმყოფებოდა (ასევე სხვა მკვლელობების ჩადენის დროსაც ლონდონს გარეთ იმყოფებოდა).

უაითჩეპელის პოლიციის გადარჩენილ არქივში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა გამოძიების შესახებ.

ნიკოლსის მკვლელობის შემდეგ დეტექტივები ფრედერიკ ებერლინი და ჰენრი მური შეუერთდნენ სკოტლანდ იარდს. მათ დიდი დახმარება გაუწიეს კანონის დამცველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე მსხვერპლი ერთი ადამიანის ხელით იყო მოკლული, ჭრილობები გაკეთებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ, გამომძიებელთა ვარაუდით მფატრავს ჰქონდა ქირურგიული გამოცდილება. ისინი ვარაუდობდნენ რომ მკვლელი დაავადებული იყო შიზოფრენიით.

გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი, უაითჩეპელელი პარიკმახერი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. ასე რომ ბიჭებო და გოგონებო 9 საათის მერე სახლში იყავით :))) ჯეკის შესახებ მრავალი ფილმი, თამაში და სხვა რაღაც რუღაცეებია შექმნილი… მე პირადად მომწონს ამ მოტივზე გადაღებული ფილმი სახელად “From Hell” სადაც ჯონ კრისტოფერ დეპი თამაშობს. გირჩევთ უყუროთ..

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: