სტივენ უილიამ ჰოკინგი


სტივენ უილიამ ჰოკინგი – მეცნიერული გაგებით არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება ჩვენი დროის ცნობილ ფიზიკოს-თეორეტიკოსებს შორის.

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წელს. 1962 წელს მან დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და თეორიული ფიზიკით დაკავდა. იმდროიდამვე ჰოკინგს აღენიშნებოდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ნიშნები, რომლებმაც მისი პარალიზება გამოიწვიეს. 1965 წელს ის დაქორწინდა ჯეინ უაილდზე, მოგვიანებით მათ შეეძინათ ქალიშვილი და ორი ვაჟი.

1974 წელს ის გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1985 წელს კისერზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მან დაკარგა ლაპარაკის უნარი. მეგობრებმა მას აჩუქეს საუბრის სინთეზატორი, რომელიც მის სავარძელზეა დამაგრებული, მისი დახმარებით ჰოკინგს შეუძლია სხვებთან დაკავშირება.

სტივენსა და ჯეინს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო უარესდებოდა. 1991 წელს მათ ცალ-ცალკე დაიწყეს ცხოვრება, მოგვიანებით კი გაეყარნენ. 1996 წელს ჰოკინგი დაქორწინდა თავის ძიძაზე, ელაინ მეისონზე, რომელთანაც 11 წელი იცხოვრა. 2006 წლის ოქტომბერში მათ გაყრა გადაწყვიტეს.

მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა ის აქტიურ ცხოვრებას ეწევა. 2007 წლის იანვარში მან მიიღო მონაწილეობა უწონობის ფრენაში” (სპეციალური თვითმფრინავით).

2009 წელს კი დაგეგმილი იყო კოსმოსში გაფრენა. ის ამბობდა, რომ საშუალო სკოლის შემდეგ მას არ მიუღია არანაირი მათემატიკური განათლება. როდესაც მან ოქსფორდში დაიწყო მუშაობა, ის ასახსნელ გაკვეთილს წინასწარ კითხულობდა და მხოლოდ ორი კვირით უსწრებდა პროგრამას.

სტივენი თავს აგნოსტიკოსს უწოდებს. მისი აზრით, ადამიანი არ არის ევოლუციის გვირგვინი, ამიტომ ის უნდა ეცადოს საკუთარი თავის სრულყოფას და ამისთვის მეცნიერება და ტექნიკა უნდა გამოიყენოს.

მისი მეცნიერული მიღწევებია:

• თერმოდინამიკის გამოყენება შავი ხვრელების აღსაწერად.

• 1975 წელს მან ჩამოაყალიბა თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ შავი ხვრელები “ორთქლდებიან” და ამ მოვლენას ჰოკინგის გამოსხივება” უწოდეს.

• 2004 წლის 21 ივლისს მან წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც ის თავის შეხედულებას გადმოგვცემდა შავ ხვრელებში ნივთების დაკარგვის პარადოქსის შესახებ.

ჰოკინგი აქტიურად ცდილობს მეცნიერების პოპულარიზაციას. 1988 წლის აპრილში გამოვიდა წიგნი დროის მოკლე ისტორია”, რომელიც ბესთსელერი გახდა. სწორედ ამ წიგნის დახმარებით გახდა ჰოკინგი მსოფლიოში ცნობილი. წინასიტყვაობაში მან დაწერა:

“მე მითხრეს, რომ წიგნში ყოველი ჩასმული ფორმულა მყიდველების რიცხვს ორჯერ ამცირებს, ამიტომ მე გადავწყვიტე საერთოდ არ გამომეყენებინა ისინი, მაგრამ ბოლოში მე მაინც დავწერე ერთი ტოლობა-ეინშტეინის ცნობილი ფორმულა – E=mc².”

შემდეგ გამოვიდა წიგნები: შავი ხვრელები და ახალგაზრდა სამყაროები”(1993), სამყარო ნიგვზის ნაჭუჭში”(2001). 2006 წელს მან და თავისმა ქალიშვილმა, ლუსი ჰოკინგმა, დაწერეს წიგნი ბავშვებისთვის, ჯორჯი და სამყაროს საიდუმლოებები.”

ნამდვილი ფურორი მოახდინა 1998 წელს მისმა ლექციამ, რომელიც თეთრ სახლში ჩატარდა. ეს მოხდა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინიციატივით. სტივენმა გააკეთა ოპტიმისტური პროგნოზი მესამე ათასწლეულის შესახებ. მან ბოლო ინტერვიუ ინგლისურ პრესას მისცა 2003 წელს, რომელშიც უკვე პესიმისტური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ადამიანი სასწრაფოდ უნდა გადასახლდეს სხვა პლანეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვირუსებისგან დაიღუპება.

ჰოკინგმა საკუთარი თავი გაახმოვანა მულტსერიალ “სიმპსონებში” და “ფუტურამაში.”

მისი პერსონაჟი ხშირად ჩნდება “გრიფინებშიც”, სერიალ “ვარსკვლავურ გზაში.”

მისი ციფრული ხმა არის ლეგენდარული ჯგუფის Pink Floyd-ის “Keep Talking”-ში, ასევე მაიკლ ჯექსონის პაროდიულ სიმღედაში “The Girl Is Mine”. მისი ხმა კიდევ ისმის ტელეარხ Discovery-ის კლიპში “I Love The World”.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: