“სელამი”


ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძველ აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ ყვავილებს საკუთარი ენა გააჩნდათ. სპეციალური წიგნიც კი შექმნეს – ,,სელამი” – სადაც თითქმის 400-მდე ყვავილის მნიშვნელობაა შეტანილი. მათი დანიშნულება განსხვავებულია სახეობების, მათი ფერებისა და არომატები მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ყვავილის მნიშვნელობა:

1. ორქიდეა – ეს ყველაზე ინტიმური ყვავილია დანარჩენებს შორის და ყველაზე ახლო ადამიანებს ჩუქნიან;

2. შროშანი – ნიშნავს, ,,დიდი ხანია მიყვარხარ!” ამასთან, შროშანი სიამაყის სიმბოლოცაა;

3. ჰერბერი – მსუბუქი გატაცების, ფლირტის გამომხატველია;

4. გერანიები – აღმოსავლური წესის მიხედვით, თუ ვინმე ამ ყვავილს გაჩუქებთ, თქვენთან საიდუმლო შეხვედრას ითხოვს;

5. ზიზილა – საუკეთესო სურვილებით!..

6. გეორგინები – ამ ყვავილის მჩუქნელი მიუხვედრელობაში გდებთ ბრალს. ასევე, გეორგინები გაზაფხულის, სიხარულის, სიმდიდრის სიმბოლოცაა;

7. ქრიზანტემები – მეგობრული გრძნობების გამომხატველია;

8. გლადიოლუსი – ის, ვინც მას გჩუქნით, მზრუნველობას გთავაზობთ, მას თქვენზე ზრუნვა უნდა;

9. მიხაკი – სხვადასხვა ფერის მიხაკს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: თეთრი – გულწრფელი, წმინდა სიყვარულის გამომხატველია; წითელი – აღფრთოვანების; ვარდისფერს, როგორც წესი, დედებს ჩუქნიან;

10.ვარდი – ასევეა ვარდიც: წითელი – სიყვარულის, სილამაზის ნიშანია; ვარდისფერი – სინაზისა და მიმზიდველობის; თეთრი – უმანკოების;

11.ტიტა – ზოგადად, ის სიყვარულის ნიშანია, მაგრამ სხვადასხვა ფერის სხვადასხვაგვარ სიყვარულს გულისხმობს: წითელი – ვნებიანი სიყვარული; თეთრი – წმნდა გრძნობა (ქორწინებას შეჰფერის); ყვითელი – უნაყოფო სიყვარული;

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: