მირაჟი


ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ მირაჟი იყო მოჩვენება. ლეგენდა გვიამბობს, რომ ყველა ადგილს დედამიწაზე აქვს თავისი სული. უდაბნოებში მირაჟი გამოწვეულია ცხელი ჰაერის მასების სარკისებური მოქმედებით. ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთია: მაგალითად, საჰარაში წლის განმავლობაში დაფიქსირდა 160 000 მირაჟი. მირაჟი არსებობს როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური.

2006 წლის 8 მაისს ათასობით ტურისტმა და ადგილობრივმა მოსახლემ დაინახა მირაჟი, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს მოხდა ჰენგლაიში, ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქ ჰენგლაიში მანამდე ორი დღე გაუჩერებლად წვიმდა, რაც იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა. მირაჟების შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ისინი შეკვეთით არასდროს მოდიან, ჩნდებიან მოულოდნელად. როგორც მეცნიერები იძახიან, ატმოსფერო საჰაერო ტორტს ჰგავს, რომელიც შედგება სხვადასხვა ტემპერატურის ფენებისგან და რაც უფრო ვარდება ტემპერატურა, მით უფრო ძლიერია სინათლის ძალა. ასე რომ, თითქოს იქმნება გიგანტური, ჰაეროვანი ლინზა, რომელიც ყოველ წუთს მოძრაობს და შესაბამისად ამ ობიექტის მაყურებელი, ანუ თვითონ ადამიანი ამ უზარმაზარი საოცრების შიგნით ხვდება. რაც უფრო ძნელადაა აწყობილი ატმოსფეროს ფენები ერთმანეთზე, მით უფრო გასაოცარია მირაჟი.

მირაჟები შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ერთნაირი სიმკვრივის მქონე ჰაერის ფენები ატმოსფეროში განლაგებულია არა ჰორიზონტალურად, არამედ დახრილად ანდა ვერტიკალურად. ასეთი პირობები ატმოსფეროში ზაფხულობით იქმნება, დილაობით, მზის ამოსვლის სემდეგ ზღვების ან ტბების კლდოვან სანაპიროებზე, მაშინ, როცა სანაპირო უკვე განათებულია მზით, წყლის ზედაპირი და ჰაერი კი ჯერ ისევ ცივია. მირაჟები არაერთხელ შეუმცნევიათ ჟენევის ტბაზე. იხილეს ნავი, რომელიც უახლოვდებოდა ნაპირს, მის გვერდით კი ზუსტად ასეთივე ნავი,რომელიც ნაპირს შორდებოდა. მირაჟი შეიძლება გამოჩნდეს სახლის ქვის კედელთან, რომელიც მზითაა გამთბარი.

ატმოსფერული მირაჟები იყოფა რამდენიმე ნაწილად: ფსკერის, ტბის, შორეული ხედვის ან განივ მირაჟებად. უფრო რთული სახის მირაჟს კი ფატა მორგანი ეწოდება.

ფსკერის მირაჟი

ასეთი სახის მირაჟი შედარებით ნაკლებად გასაოცარია ვიდრე სხვები. მაგალითად წყალი, რომელიც მდებარეობს უდაბნოში ან გახურებულ ასფალტზე.

შორეული ხედვის მირაჟი

მირაჟის ეს სახეობა უფრო განსხვავებულია ზემოთხსენებული მირაჟისგან. სანფრანგეთის მცხოვრებ ხალხს არაერთხელ შეუმჩნევია, თუ როგორ იმართება მთა ზღვის ჰორიზონტზე.

ფატა-მორგანი

ეს არის რთული ოპტიკური მოვლენა ატმოსფეროში, რომელიც რამდენიმე ფორმისგან შედგება. ამ დროს შორეული საგნები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ფატა-მორგანი წარმოიქმნება მაშინ, როცა ატმოსფეროს ქვედა ფენებში გამოისახება რამდენიმე მონაცვლე ფენა სხვადასხვა სიმკვრივით და თუ მათ შეუზლიათ სარკისებრი არეკვლა. სხივების გარდატეხის შედეგად რეალურად არსებული საგნები ჰორიზონტზე წარმოქმნიან რამდენიმე გამოსახულებას, რომლებიც ერთმანეთზე ლაგდება და ხშირ-ხშირად იცვლის სახეს. ასეთი მოვლენები აჩენს სწორედ ფატა-მორგანის უჩვეულო გამოსახულებას.

სახელწოდება „ფატა-მორგანი“ მირაჟმა მიიღო ზღაპრული პერსონაჟის პატივსაცემად, რომლის სახელიც იტალიურიდან ითარგმნება, როგორც ფერია მორგანი. ამბობენ, რომ იგი განთქმული მეფე არტურის ნახევარი დაა, რაინდი ლანსელოტისგან უარყოფილი სატრფო. იგი დასახლდა ზღვის ფსკერზე ბროლის სასახლეში და მას შემდეგ მეზღვაურებს თვალთმაქცურად ატყუებს. ამით იგი თითქოს სამაგიეროს უხდის მამაკაცებს.

ფატა-მორგანებს შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ მფრინავი ჰოლანდიელი“ (გაიხსენეთ კარიბის ზღვის მეკობრეები) რომელსაც დღემდე ხედავენ მეზღვაურები.

მირაჟი-მოჩვენებები

ფრანგული კოლონიალური რაზმი სერავდა ალჟირის უდაბნოს. წინ, მათგან 6 კილომეტრე მიდიოდა ფლამინგოს გუნდი. როცა ფრინველებმა გადაკვეთეს მირაჟის საზღვარი, უცებ თითოეულ მათგანს ორის ნაცვლად ოთხი ფეხი გამოესახა და მათ გვერდით არაბი მხედრები გამოჩნდნენ თეთრი სამოსით. რაზმის მეთაურმა გაგზავნა მზვერავი, რათა გაეგო ვინ იყო ეს ხალხი. როცა ჯარისკაცმა შეაღწია მზის სხივთა გარდატეხის რკალში, იგი გაერკვა რაში იყო საქმე. მაგრამ მანაც შეაშინა მეგობრები- მისი ცხენის ფეხები ისე დაგრძელდა, თითქოს მხედარი ჯადოსნურ ურჩხულზე იჯდა.

მირაჟი-მოჩვენებების მრავალფეროვნება ადამიანებს აოცებთ. ბრიტანელი მეტეოროლოგი კაროლინა ბოთლის აზრით, „მირაჟებს მივყავართ მსხვერპლამდეც, რადგან მირაჟის ფიზიკური ახსნა მისი ფენომენის განსაკუთრებულობას ვერ ამცირებს, მით უმეტეს მოგზაურებისთვის. ამიტომ უდაბნოს იმ ადგილებზე, დგას სპეციალური გზამკვლევები, სადაც აღნიშნულია, სად არის ჭები, სად პალმების ხეივანი და სად შეიძლება იხილონ მირაჟი-მოჩვენებები“.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: