თემურ ლენგი და გურ-ემირი


თემურლენგი (ევროპულად, ტამერლანი) (დ. 1336, ხოჯა-ილგარი ― გ. 18 თებერვალი,1405, ოთრარი), შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 ფეხში დაიჭრა და ამის გამო “თემურლენგი” (ტაჯიკურად “კოჭლი თემური”) შეარქვეს.

ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი.

თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.

თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.

თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. 1398 წელს იგი შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 ანკარასთან დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I. 1404წელს ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და ამიერკავკასია.

თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სისასტიკით. 1386-1403 თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხის შემდგომ განვითარებას.

ის დაკრძალეს სამარყანდში მდებარე მავზოლეუმ გურემირში. მის განსასვენებელს დიდი ასოებით აწერია თემურ ლენგის ანდერძი:

რა ჟამს გაიხსნას ჩემი განსასვენებლი, მოიცვას მსოფლიო სისხლიანმა ომმა…”

1941 წელი, 21 მარტი, მოსკოვი, სტალინის მაგიდაზე დაიდო წერილი, სადაც საბჭოთა კავშირის კულტურის საქმეთა წარმომაგენელი ითხოვს ნებართვას თემურლენგის სარკოფაგის გახსნისა.

სტალინი ამ დროს გაეცნობა თემურლენგის ისტორიას დეტალურად, ამ წერილს დაადებს რეზოლუციას და ითხოვს დაუყონებლივ დაიწყოს გათხრები სამარყანდში.

უზბეკები დიდი გულისყურით უვლიდნენ მავზოლეუმს, თუმცა სტალინის ბრძანებას წინ ვერ აღუდგებოდნენ და 1941 წლის 21 ივნისს საბჭოთა არქეოლოგებმა და მეცნიერებმა გერასიმოვის მეთაურობით დაიწყეს გახსნა სარკოფაგისა.

გარკვეული სიძნელეების მიუხედავად სარკოფაგი წარმატებით გახსნეს, მავზოლეუმი მაშინვე აივსო სხვადასხვა სასიამოვნო არომატული სუნით. შემდეგ ეტაპზე იგეგემებოდა თემურლენგის გარეგნობის დადგენა და ჩონჩხის დეტალური შესწავლა. მაგრამ..

1941 წლის 22 ივნისს გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. დაიწყო სამამაულო ომი, ახდა თემურლენგის წინასწარმეტყველება და ომი გაჩაღდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: