ეტრუსკები


დღეს მოწყენილობით რომ ბუზებს ვთვლიდი წიგნების თაროს შევხედე და გადავწყივტე ჩემი ობმოკიდებული საბავშვო ენციკლოოპედია გადამეხედა რის შემდეგაც მივხვდი რომ არც ისე ბავშვური ყოფილა.. დავინტერესდი ერთი თემით და გადავწყივტე ამეკრიფა და თქვენთვის გამეცნო.

მოკლედ, თქვენს წინაა ეტრუსკების უძველეს ენაზე დაწერილი რამოდენიმე სიტყვა : მიმნის ერუტ კადრეს ტავეს ან მი მულუ ლარილუზილი მლახი. რას აღნიშნავენ, როგორ ვთარგმნოთ? – ეს არც ერთმა ადამიანმა იცის დედამიწის ზურგზე .

მსოფლიოში განსაკუთრებით ძველ ისტორიაში ჯერ კდიევ ბევრი რამაა ამოუხსნელი. თუმცა მათი რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. არქეოლოგებმა უამრავი ქალაქი გათხარეს, რომლებიც ჩვენს დრომდე რამოდენიმე ათასი წლის წინათ გაქრნენ დედამიწიდან. ენათმცოდნეებმა ეგვიპტური იეროგლიფებისა და ბაბილონური ლურსმული ანბანის საიდუმლოებები გახსნეს, მაგრამ არის ერთი უძველესი ხალხი, რომელიც საიდუმლოებითაა მოცული,  ესენი არიან ეტრუსკები.

ეტრუსკები იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. გადმოცემის მიხედვით მათი პირველი დასახლებები აქ ძვ.წ. XI . წარმოიშვა. თვის უმაღლეს აყვავებას ეტრუსკულმა საზოგადოებამ ძვ.წ. VII-VI სს. მიაღწია. ეტრუსკების მფლობელობაში შედიოდა აპენინის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი და ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთი კუნძულიც კი, მაგალითად კორსიკა.

ეტრუსკელი მოსახლოება ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, დღემდე შემოინახა სხვადასხვა სადრენაჟო ნაგებობები, წყალსარიდი არხები და ა.შ , რომლებიც მინდვრების სარწყავად იყო აგებული. მისდევდნენ მესაქონლეობას და მეღვინეობას.

ეტრუსკებს ცოცხალი საზღვაო ნაოსნობა ქონდათ ბერძნებთან, ეგვიპტელებთან  და სხვა ხალხებთან. იმ დროს ვაჭრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეკობრეობასთან. ეტრუსკელი მეკობრეები შიშის ზარს სცემდნენ მთელ ხმელთაშუა ზღვას. ძვ. წ. VI ს. ეტრუსკიაში არსებობდა მძლავრი ქვის კედლებით შემოღობილი ქალაქები : ვეია, ცერუ, კლუზია და სხვა.

ეტრუსკული საზოგადეობა მონათმფლობელი იყო. ძალა-უფლება ეკუთვნოდათ მეფეს და დიდებუელბს. ძვ. წ. VI ს. დასასრულს ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ეტრუსკულ ქალაქებს შორის ბრძოლა გაჩაღდა, რამაც სავალალო შედგამდე მიიყვანა ეს ხალხი.

მაგრამ სადაა ეტრუსკების ძირი ? რას ნიშნავს მათი წარწერები, რომელთა ნიმუში ზევითაა მოყვანილი? როგორ შეიძლება გავშიფროთ ისინი ? ჩვენს დროში გათხრებისას დაახლოებით 9 ათასი ასეთი წარწერაა ნაპოვნი.

ერთი შეხედვით ეტრუსკული წარწერს წაკითხვა არც ისე რთულია: ისინი ბერძნული ალფავიტის სახესხვაობაა, რომლებიც კარგადაა ცნობილი მეცნიერებისთვის. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ სრულიად შეუძლებელია მათი გაგება. ენა, რომელზეც წარწერაა შესრულებული, არავისთვის არა ცნობილი და მსოფლიოს არცერთ ენას არ ჰგავს. მრავალი ათეული წელია მეცნიერები თავს იტეხენ ეტრუსკული ენის გამოცნობაზე , მაგრამ ფაქტია რომ უშედეგოდ.

არსებობს შედარებითი ენათმეცნიერება. ეს მეცნიერება ენის შესწავლისას შედარებით მეთოდს იყენებს. ერთ ენას სხვას ადარებს ცდილობს აღმოაჩინოს მისი მონათესავე ენები გაარკვიოს რომელ ჯგუფს ან “ოჯახს” განეკუთვნება ის. ამ მეცნიერებამ დიდი წარმატება მოიპოვა მრავალი ენის შესწავლაში , მაგრამ ეტრუსკულ ენასთან ვერაფერს გახდა. ყველა ცდა შეედარებინათ ეტრუსკული ენა რომელიმე სხვა ენას კრახით დამთავრდა. ეს ენა არცერთ მათგანს არ ჰგავს.

თუ უცნობია ენა უცნობია ხალხის წარმოშობაც. ჯერ კდიევ ძველი ბერძენი ისტორიკოსები გამოთქვამდნენ სხვადასხვა აზრს ეტრუსკების შესახებ ზოგი მათგანი ამბობდა, რომ  იტალიაში ეტრუსკები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან (მცირე აზიიდან) ან ჩრდილოეთიდან. სხვები კი ირწმუნებოდნენ რომ ისინი ძველი იტალიელები არიან.

თანამედროვე მეცნიერებიც იგივეს იმეორებენ. ზოგი მათგანი ეტრუსკებს მოსულებად თვლის, სხვებს კი ადგილობრივები გონიათ.

ვფიქრობ ოდესმე მეცნიერები ამ კითხვასაც გასცემენ პასუხს ალბათ ეს დრო არც ისე შორსაა მით უფრო რომ ეტრუსკული ეს გამოცანა უფრო და უფრო იპყრობს მკვლევართა ყურადღებას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: