ჟუზეპე ბალზამოა(ალექსანდრე კალიოსტრო)


გრაფი კალიოსტროს ნამდვილი სახელი და გვარი ჟუზეპე ბალზამოა. დაიბადა კუნძულ სიცილიაზე, პალერმოში, 1743 წლის 8 ივნისს, ღარიბი ვაჭრის  ოჯახში. ჯუზეპე თავიდანვე ძალიან ნიჭიერი, სხარტი გონების და გენიალური წარმოსახვის ბავშვი იყო. მშობლების სურვილის მიუხედავად მისთვის კარგი განათლება მიეცათ ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხდა და პალერმოში ერთ-ერთ სემინარიაში მიაბარეს საიდანაც მალევე გაიქცა.

სემინარიიდან გაქცევის შემდეგ ის ქალაქ კარტაჯირონეს წმინდა ბენედიქტეს მონასტერში გაგზავნეს. მშობლების აზრით სასულიერო პირი უნდა გამოსულიყო. ჯუზეპე მთელ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა.

შემდეგ კი ფინანსური დახმარების სათხოვნელად მესინაში დედის მდიდარ ნათესავთან ვინცენცო კალიოსტროსთან ჩავიდის. იქ ეს ნათესავი გარდაცვლილი ხვდება, მისი ქონება კი განაწილებული.

ახალგაზრდა ბალზამო ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იღებს – ის იცვლის სახელს და გვარს, ამის შემდეგ ალექსანდრე კალიოსტრო ხდება.

ალექსანდრედ ქცეული ბალზამო იმ დროს იტალიაში ცნობილი ალქიმიკოსის, ტელეპატისა და ასტრონომის ალტოტარამის მოწაფე გახდა, რომელმაც ის ეგვიპტეში წაიყვანა და სხვა ოკულტური დისციპლინები შეასწავლა.

კალიოსტროს საფრანგეთში ინკვიზიციამ ეშმაკეულობა დსწამა და ქვეყნიდან გააძევა.

1776 წელს ის ინგლისელ მასონებს დაუკავშირდა და 1777 წელს მათი მიწვევით ლონდონში ჩავიდა. იქ დაიწყო საქმიანობა როგორც მედიუმმა, ასტროლოგმა და ალქიმიკოსმა. ის მალე გახდა ცნობილი, ამთელებდა ძვირფას ქვებს, ამზადებდა ეგრედ წოდებულ უკვდავების ელექსირს”. (გადმოცემის მიხედვით ვატიკანის არქივებში დღესაც ინახება ამ ელექსირის რეცეპტები რომლებიც თითქოს მისი დაკითხვისას ჩაიწერეს).

გარდა ამისა ის დაადანაშაულეს თაღლითობაში რადგან ყველაფერთან ერთად დაკავებული იყო ლატარიის ნომრების ამოცნობით რამაც ლონდონში მოგებულთა რიცხვი ელვის სისწრაფით გაზარდა. ამის გამო ის დააპატიმრეს თუმცა მალევე გამოუშვეს რადგან მისით ინგლისის მეფე გეორგ III დაინტერესდა. იმ დროს ინგლისს გართულებული ქონდა ურთიერთობა ესპანეთთან და საფრნგეთთან, ამასთანავე ომს აწარმოებდა აშშ-სთან.

მეფეს კალიოსტროს წინასწარმეტყველებები აინტერესებდა. მასთან გეორგ |||-მ სანდო პირი მიაგზავნა რომელსაც კალიოსტრომ უთხრა ინგლისი აშშ-სთან დამარხდებაო. ამ ცნობის და კიდევ ერთი მიზეზის გამო ის იძულებული გახდა ინგლისიდან წასულიყო.

შემდეგ კალიოსტრო რუსეთში ჩავიდა გრაფი ფენიქსის სახელით. იქ მდიდრებს კურნავდა, ალქიმიის ოპერაციებს ატარებდა, ოქროს “ამრავლებდა”. თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის ოქროს ადნობდა დაბალხარისხოვან ოქროდ, დარჩენილ ნაწილს კი უბრალოდ ითვისებდა.

რუსეთის დედოფალი ეკატერინე კალიოსტროსადმი და მისი ცოლისადმი კეთილგანწყობილი იყო რადგან მანამდე მასთან სხვა მაგი, სენ-ჟერმანი იმყოფებოდა , რომელსაც ძალიან წყალობდა და მფარველობდა..  კალიოსტრომ მას სიკვდილის დრო უწინასწარმეტყველა. უთხრა რომ დედოფალი მისი სიკვდილის ერთი წლის თავზე მოკვდებოდა, “გაითვალისწინეთ რომ მე ას წელიწადზე ნაკლებს არ ვიცოცხლებ” უთხრა ეკატერინეს კალიოსტრომ. თუმცა ის 1795 წელს 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედოფალი კი მართლაც 1 წლის შემდეგ 1796 წელს.

იტალიაში დაბრუნების შემდეგ ის თაღლითობის გამო გაასამართლეს. მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა ცოლმა.  კალიოსტროს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს, თუმცა რომის პაპმა ის შეიწყალა და სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ცეცხლს მისცეს მხოლოდ მისი ხელსაწყოები და აუტოდაფეზე გაიტანეს მისი წიგნები..

1791 წელის 7 აპრილს სანტა-მარიას ეკლესიაში მან ყველაფერი მოინანია და სან-ლეოს ციხე-სიმაგრეში გამოკეტეს. 4 წლის შემდეგ კი გრაფი ალექსანდრე კალიოსტრო გარდაიცვალა.. ს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: