ნაწყვეტი ემილი სენდსის დღიურიდან (ოსირისის სამარხი)


ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

„მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია“,

„არ მიქურდავს“,

„არ მიყაჩაღია“,

„არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია“,

„არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია“,

„სუსტი არ დამიჩაგრავს“.

ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ მაატის თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა.

ემილი სენდსის დღიური

ოთხშაბათი, 5 იანვარი 1927 . მღელვარებისგან ძლივს მეძინა. დღეს კუნძულ ბიგაზე ჩავედით. გადავწყვიტეკიდევ რამდენიმე ცნობა ჩამეწერა ძველი ეგვიპტელების შეხედულებაზე სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის არსებობის შესახებ. ოსირისი ხომ მიცვალებულთა ღმერთია და მისი სამარხის პოვნისას ყველაფერია მოსალოდნელი! ბიგასთან ახლოს რომ ვიყოთ, სანაპიროზე გაშლილ პატარა სოფელში დავიდეთ ბინა. აქ ხალხს დავიქირავებთ, რომლებიც გათხრებში დაგვეხმარებიან.

ბიგაში აღმოვაჩინეთ საინტერესო ორმო ნამდვილ გათხრებს ჯერ ვერ დავიწყებთ რადგან ამისთვის ნებართვა უნდა ავიღოთ, მაგრამ ხვალ აქ აუცილებლად დავბრუნდებით!

ორმოს ჩაშლილი მიწის ქვეშ, ჩვენ აღმოვაჩინეთ კარი, რომელიც დაფარულია ოსირისის სახელის ძველისძველი ბეჭდებით. შუასი ჩაღრმავებაა, რომელიც ჩვენი რას თვალისთვისაა ზედგამოჭრილი.

სანამ ჩვენ ვფიქრობდით რა მოგვემოქმედა, ცოტა  არ იყოს უცნაური მოხუცი ქალბატონი მოგვიახლოვდა და თქვა, ისისის ქურუმი ვარო.

მან გაგვაფრთხილა, რომ სამარხს არ გავკარებოდით და დაიწყო ლაპარაკი შედეგებზე, რომელიც თავს დაგვატყდებოდა სამარხის გახსნისას. ქალი ჩურჩულებდა წყევლაზე, მომწამვლელ გაზებსა და საშინელ მახეებზე, კიოდა რომ რომ ისისის ბრძანებით, ოსირისის აკლდამა არსდროს უნდა გაიხსნასო. მხოლოდ მაშინღა დაგვანება თავი, როდესაც ნ.ჰ-მ და ი.ე-მ აიხსნეს, რომ ჩვენ მხოლოდ დღიურისთვის ვაგროვებდით ცნობებს ეგვიპტის ღირსშესანიშნაობებზე. მისმა ნათქვამმა წყევლაზე ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა, მაგრამ დ.ი-მ მითხრა, რა სისულელეაო.

მიუხედავად ე.წ. ისისის ქურუმთან შეხვედრისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეცნიერების ინტერესებიდან გამომდინარე, ხვალ, მას შემდეგ, რაც მთავრობას მივაწოდებთ ინფორმაციას დაწყების თაობაზე, ვეცდებით რას თვალი იმ ამოკვეთილ ადგილას ჩავსვათ. მერე იქნებ სულაც წარმოუდგენელი აღმოჩენებით გავაკვირვოთ მსოფლიო!

აქ წყდება ემილის დღიური. დღიურის ბოლოში რამდენიმე ცარიელ ფურცელზე (ყავის?) ლაქებია

გეტვით რომ ემილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა!!!

პ.ს. ვისაც საშუალება აქვს, თან თავგადასავლების მოყვარულია, მგონი დროა, რომ გზას დაადგეს🙂

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: