ვინ იყო ბოტიჩელის ვენერა


ფლორენციაში სიმონეტა ვესპუჩის ლა ბელა სიმონეტას ანუ მშვენიერ სიმონეტას ეძახდნენ. იგი მშვენიერ ქალზე გაცილებით მეტი იყო და რენესანსის პერიოდის ქალის სილამაზის სიმბოლოდ აღიარეს. სიმონეტაა გამოსახული სანდრო ბოტიჩელის ყველაზე ცნობილ ნახატზე ვენერას დაბადება”. სიმონეტა ვესპუჩის გრძელი, ოქროსფერი თმა და ულამაზესი თვალები ჰქონდა.მას თითქმის ყველა ფლორენციელი მამაკაცი ეტრფოდა. სიმონეტა მხოლოდ ბოტიჩელის მუზა არ ყოფილა. სხვა მხატვრებიც უძღვნიდნენ ნახატებს, პოემებსა და ლექსებს. მას ფლორენციის მმართველი მედიჩების ოჯახის წარმომადგენლები, ძმები ლორენცო და ჯულიანოც ეტრფოდნენ. ჯულიანო მუდმივად თან ატარებდა ბოტიჩელის დახატულ  სიმონეტას სურათს, რომელსაც უკანა მხარეს ფრანგული წარწერა ჰქონდა: ”შეუდარებელი”. სიმონეტა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ მის სილამაზეზე ხსოვნა დიდხანს დარჩა. ბოტიჩელიმ მას შემდეგ კიდევ 34 წელი იცოცხლა და ანდერძი დატოვა, მის ფეხებთან დაეკრძალათ.

სანდრო ბოტიჩელიმ სიმონეტა მაშინ დაინახა, როცა ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო. ქალის მშვენიერებამ ისე მონუსხა, რომ ბოტიჩელის ის აღარასოდეს დავიწყებია. მისი მადონები, ვენერები და სხვადასხვა სახის ალეგორიული ნახატები ამ ქალმა შთააგონა. მართლაც ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა. ვენერას დაბადება” ბოტიჩელიმ სიმონეტას გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დახატა.

მშვენიერი გრაციოზული სიმონეტა ოქროსფერი გრძელი თმით, სპილოსძვლისფერი სახით, სავსე, წითელი ტუჩებით, რენესანსის პერიოდის ყველაზე ცნობილი სიმბოლო გახდა. ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი სილამაზე ხელოვნებაზე ასეთ ზეგავლენას მოახდენდა.

სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი 1945 წელს ფლორენციაში დაიბადა. იგი ტყავის მთრთიმლავის უმცროსი ვაჟი იყო. საკმაოდ შეძლებული ოჯახში აღიზარდა. წარმატებას საკუთარი ნიჭით მიაღწია. ისეთი ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი განსაკუთრებულ მხატვარს ეძახდა და სიქსტის კაპელის მოსახატადაც მიიწვია. სანდროს უფროსი ძმა ძალიან მსუქანი იყო და მეტსახელად პატარა კასრს ანუ ბოტიჩელის ეძახდნენ. შემდეგ ესსახელი რატომღაც უმცროსს ძმას შერჩა.. სანდროს ცხოვრების ადრეულ წლებზე ცნობები არაა შემორჩენილი. 13 წლისა ოქრომჭედლის მოსწავლე გახდა. შემდეგ მხატვარ ფილიპო ლიპის სახელოსნოში გადავიდა, რომელიც ფლორენციის ყველაზე ცნობილი მხატვარი იყო, ბოტიჩელი ისეთი ოსტატი გახდა, რომ პიზის ტაძრის კედლების მოსახატადაც მიიწვიეს. მას მედიჩების ოჯახი მფარველობდა.

სიმონეტა კატანეო 1454 წელს დაიბადა. მისი დაბადების ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცაღა არსებობს ცნობა თითქოს იგი პორტო ვენერაში, ანუ იმ ადგილას დაიბადა, სადაც ღვთაებრივი ვენერა, მეორე ვერსიით კი გენაუში . 15 წლის იყო, როდესაც ცოლად მარკო ვესპუჩის შორეულ ბიძაშვილს ცოლად შერთეს. მისი სილამაზის ამბავი ფლორენციაში ჩასვლისთანავე შორს გავრცელდა. საიმონეტა შეძლებული ოჯახიდან იყო, სილამაზემ კი უფრო მეტად გაუთქვა სახელი. როგორც თავისი დროის ულამაზეს ქალს, იწვევდნენ ყველა წვეულებაზე. მის სილამაზეს, მანერებსა და მიმზიდველობას ხოტბას ასხამდნენ. მის სანახავდ სპეციალურდ მოდიოდნენ. სიმონეტა ფლორენციის მმართველს ლორენცო შესანიშნავსაც უყვარდა და მის ძმა ჯულიანოსაც, თუმცა ლორენცო უფრო მეტად სახლმწიფოს მართვით იყო დაკავებული. სიმონეტა მისი რომატიკული ძმის საყვარელი გახდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საოცნებო ქალის მოსახიბლად. ჯულიანო და სიმონეტა ბოტიჩელის სურათებზე ერთადაც არიან გამოსახულნი. ჯულიანო მედიჩი გამორჩეული მამაკაცი გახლდათ. იგი ტურნირებზე, მეჯლისებსა და კარნავალებზე ბრწყინავდა, ნამდვილი რაინდი იყო და ხალხმა მას მეტსახელად სინორჩის პრინცი უწოდა. იგი ნაზ და ქერათმიან სიმონეტას გვერდით სხვადასხვა ალეგორიულ ნახატებზეც არის აღბეჭდილი. ისინი სიცოცხლეშივე იქცნენ ლეგენდად.

არავინ იცის ბოტიჩელის ნამდვილი გრძნობის შესახებ სიმონეტას მიმართ, თუმცა ცნობილია რომ ეს ქალი ნამდვილად მისი მუზა იყო. სანდროს ცოლი არ მოჰყავდა. როდესაც მიზეზს ეკითხებოდნენ, პასუხობდა, რომ საშინელ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა, რომ ცოლიანი იყო, მას თავისუფალი ცხოვრება უყვარდა… თუმცა მიზეზი შიძლება ის იყო, რომ, სანდრო, უბრალო მთრიმლავის შვილი, როგორ გაეჯიბრებოდა მედიჩებს.

ჯულიანო მედიჩიმ თავისი საყვარელი ქალის პატივსაცემად ფლორენციაში გაზაფხულზე კარნავალი გამართა. მას მარგალიტებით შემკული ვერცხლისფერი კოსტიუმი ეცვა და გვერდით საყვარელი ქალი ედგა, ამ წყვილზე მშვენიერი იქ არავინ იყო. დიდი დრო არ გასულა და სიმონეტა ავად გახდა. მაშინ იგი სულ რაღაც 23 წლისა იყო. ამ ქალის ავადმყოფობამ მთელი ფლორენცია შეაძრწუნა. სიმონეტას დიდხანს არ უავადმყოფია, მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი ერთი ცნობით ტუბერკულოზი იყო, თუმცა შეიძლება ეს მშვენიერი ქალი მოწამლეს ან მშობიარობას გადაყვა. სიმონეტა მთელმა ფლორენციამ დაიტირა. განსაკუთრებით კი ჯულიანო მედიჩი ეცოდებოდათ. არც მას უცოცხლია დიდ ხანს, რამდენიმე თვის შემდეგ ტაძარში მესის დროს, საკურთხეველთან, დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

ლორენცო მედიჩი ფლორენციას 9 წელი მართავდა. ეს ქალქი მისი წყალობით გახდა კომერციის, ლიტერატურისა და ხელოვნების მექა. ლორენცო 1495 წელს მოკლეს. ფლორენციის მმართველი კი რელიგიური დიქტატორი სავონაროლა გახდა. იგი ბოტიჩელს დაემუქრ , მაცდუნებელი ნახატების გამო საშინელი დაავადებები გემუქრებაო. მხატვარს რამდენიმე ხნის შემდეგ ფეხებმა უმტყნა და ყავარჯნებით დაიწყო სიარული.

ბოტიჩელი სიბერეში სრულ სიღატაკეში დარჩა. გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნით, 4 საუკუნით დაივიწყეს და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მხატვარმა პრერაფაელისტებმა აღმოაჩინეს. სწორედ მათ აღიარეს რენესანსის პერიოდის ქალის სიმბოლოდ ბოტიჩელის მუზა სიმონეტა ვესპუჩი, რომელიც მის ბევრ ნახატზეა გამოსახული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: