გაერო(გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) United Nations Organization(UNO)


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით – United Nations, UN)საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია.

შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

1.ორგანიზაციის შექმნის ისტორია გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს გაერთიანებული ერების დეკლარაციას”, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ – სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი – 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ ერთა ლიგის” არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.

2.გაეროს წესდება გაეროს წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელშიც ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია:

დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა; განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა , დაფუძნებული ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე; განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად; ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.

ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით: გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობაზე; ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და სამართლიანობას; საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ; ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ იმ სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ გაერო პრევენციულ თუ იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს; გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად სახელმწიფოს შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაერო მოვალეა იძულების ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან აღსადგენად.

3. გაეროს სტრუქტურა გენერალური ასამბლეა – გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.

უშიშროების საბჭო – გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო – გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.

სამეურვეო საბჭო – გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.

საერთაშორისო სასამართლო – გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.

სამდივნო – გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი – გენერალური მდივანი.

გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე, გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო სასურსათო საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები. გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, იუნესკო, იუნიდო და სხვები. სხვა ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

4. ორგანიზაციის ფუნქციონირება შტაბ-ბინა. გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები – უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში. ოფიციალური ენები.

გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური.

ამ ენებზეა შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული. ბიუჯეტი. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-აშშ ავსებს. “მსხვილი გადამხდელები” არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%).

5. გაეროს წევრები გაეროს წევრად სახელმწიფო მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 192 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.

6. გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოებია

ავსტრალია, არგენტინა, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბელარუსი, ბოლივია, ბრაზილია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ეკვადორი, ერაყი, ვენესუელა, თურქეთი, ინდოეთი, ირანი, იუგოსლავია, კანადა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ლიბანი, ლიბერია, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდი, ნიკარაგუა, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, საბერძნეთი, სალვადორი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, სირია, სსრკ, უკრაინა, ურუგვაი, ფილიპინები, ჩეხოსლოვაკია, ჩილე, ჩინეთი, ჰაიტი, ჰონდურასი.

7.გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოები (წევრად მიღების ქრონოლოგიის მიხედვით)

1946: ავღანეთი, ისლანდია, შვედეთი, ტაილანდი

1947: იემენის არაბთა რესპუბლიკა, პაკისტანი

1948: ბირმა

1949: ისრაელი

1950: ინდონეზია

1955: ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ფინეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, იორდანია, კამბოჯა, შრი-ლანკა, ლაოსი, ლიბია, ნეპალი, პორტუგალია, რუმინეთი

1956: იაპონია, მაროკო, სუდანი, ტუნისი

1957: განა, მალაიზია

1958: გვინეა

1960: ბენინი, ბურკინა ფასო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კოტ-დ’ივუარი, გაბონი, კამერუნი, კვიპროსი, კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მადაგასკარი, მალი, ნიგერია, ნიგერი, სენეგალი, სომალი, ტოგო

1961: მავრიტანია, მონღოლეთი, სიერა-ლეონე, ტანზანია

1962: ალჟირი, ბურუნდი, იამაიკა, რუანდა, ტრინიდადი და ტობაგო, უგანდა

1963: კენია, ქუვეითი

1964: მალავი, მალტა, ზამბია

1965: გამბია, მალდივის კუნძულები, სინგაპური

1966: ბარბადოსი, ბოტსვანა, გაიანა, ლესოთო

1967: იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა

1968: ეკვატორული გვინეა, მავრიკი, სვაზილენდი

1970: ფიჯი

1971: ბაჰრეინი, ბჰუტანი, კატარი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები

1972: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (გაერომ აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და მას გადასცა წევრობა, რომელიც ჩინეთის სახელით ეკავა ტაივანის ხელისუფლებას)

1973: ბაჰამის კუნძულები, გდრ, გფრ

1974: ბანგლადეში, გრენადა, გვინეა-ბისაუ

1975: კაბო-ვერდე, კომორის კუნძულები, მოზამბიკი, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სურინამი

1976: ანგოლა, სამოა, სეიშელის კუნძულები

1977: ჯიბუტი, ვიეტნამი

1978: დომინიკა, სოლომონის კუნძულები

1979: სენტ-ლუსია

1980: სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ზიმბაბვე

1981: ანტიგუა და ბარბუდა, ბელიზი, ვანუატუ

1983: სენტ-კიტსი და ნევისი

1984: ბრუნეი

1990: ლიხტენშტაინი, გაერთიანებული გერმანია (გდრ-სა და გფრ-ს ნაცვლად)

1991: რუსეთი (სსრ კავშირის სამართალმემკვიდრე), ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა

1992: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ხორვატია, მოლდოვა, სან-მარინო, სლოვენია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი

1993: ანდორა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ერიტრეა, მაკედონია, მონაკო

1994: პალაუ

1999: კირიბატი, ნაურუ, ტონგა

2000: ტუვალუ

2002: აღმოსავლეთი ტიმორი, შვეიცარია

2006: მონტენეგრო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: