LSD –LySergic acid Diethylamide(ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი)


ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი (LSD) ამ ტიპის ნარკოტიკები არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. მათგან გამოწვეულ ფსიქიკურ დამოკიდებულბასაც კი ბევრი მკვლევარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისგან გამოწვეულ ეფექტს არ შეიძლება ეწოდოს “თრობა”, იგი უფრო “Trip”-ია (მოგზაურობა)

LSD-უკიდურესად ძლიერი ჰალუცინოგენი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო 60-იან წლებში და ამჟამადაც ინარჩუნებს მას. იგი მიიღება ლიზერგინის მჯავასაგან, ნივთიერებიდან, რომელიც თავის მხრივ პოიპოვება ჭვავის რქაში და აზიანებს მარცვლოვან კულტურას.

LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს.

სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა.

ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი.

პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება :D). არნგარიშის ჯურნალში იგი აღნიშნავს: გამოვლინდა თავბრუსხვევა, აგძნება და მოუსვენრობა, აღქმის დარღვევა, დამბლის სიმპტომები, სიცილის ძლიერი სურვილი, ხელახლა დაბადების შეგრძნება და ბედნიერება”. ამ მომენტში პრეპარატის მოქმედება იმდენად გაძლიერდა, რომ მეცნიერმა ვერ შეძლო წერის გაგრძელება. კვლევაში მონაწილე ასისტენტმა ჰოფმანი გააცილა სახლში. შემდგომი ანგარიში მან დაწერა უკვე ისტორიაში პირველი “LSD-ტრიპის” დამთავრების შედეგი: “სახლისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მდგომარეობამ მიიღო სახიფათო სახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი მხედველობის ველში, აღიქმებოდა როგორც მრუდე სარკეში არეკლილი. სახლში მისვლისას მე ძლივს ვთხოვე ასისტენტს გამოეძახა ექიმი… ამის შემდეგ ჩემს გარშემო არსებული გარემო შეიცვალა: ყველაფერმა ჩემს ოთახში მიიღო გროტესტიკული, შემაშინებელი ფორმა. ყველაფერი ტრიალებდა, ყველაფერი მუდმივად მოძრაობდა, ყველაფერი გახდა სულიერი. საგნები მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი შეიპყრო მოუთმენლობამ. ჩემმა მეზობელმა ქალმა მომიტანა რძე. იგი ძლივს ვიცანი. იგი უკვე აღარ იყო ქალბატონი არამედ გახდა ბოროტი ალქაჯი ფერად ნიღაბში. მისი გამოჩენის მომენტში მე შევშინდი და ვეცადე დავმალულიყავი საწოლის ქვეშ, მაგრამ საწოლმა არ შემიშვა…”

ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი.

პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში.

ნარკოტიკის სახით LSD-ს მოხმარების დაწყება მოდის 60-იან წლებზე და უკვე 1966 წელს ამერიკელების დაახლოებით 4 მილიონს გასინჯული ჰქონდა ეს პრეპარატი. მოძრაობა “ჰიპის” კულტურაში LSD-მ ითამაშა ძირითადი როლი.

acid-ის მოხმარებასთან დაკავშირებული შედეგების გაცნობასთან ერთად მაკონტროლებელმა ორგანიზაციებმა დაიწყეს გადამჭრელი ბრძოლა მის ასაკრძალად, რადგან LSD-მიღებისას ადამიანები აცდნობიერებდნენ როისინი ცხოვრობდნენ როგორც მონები, არსებობდნენ რადგან ემუშავათ და მუშაობდნენ რადგან ეარსება. ეს კი სახელმწიფოს ძალიან არ აწყობდა, ამიტომ 1966 წელს პრეპარტაის წარმოება, გავრცელება და მოხმარება გამოცხადდა უკანონოდ.

LSD-ს მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე: მისი ჰალუცინოგენური მოქმედება იწყება მიღებიდან 30-90 წთ შემდეგ, ხანგრძლივობა – 2-12სთ(ან უფრო მეტი).

დადიაზმის მიმდინარეობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალფრედ ჯერიმ ფსიქოდელიის წინათგრძნობა გამოხატა თავის წიგნში “ვნება, რომელიცი თვლება ველოსიპედის მაღალმთიანი რბოლისადმი გატაცებად”, რომელიც გამოვდა 1894 წელს. წიგნის გმირმა შეიგრძნო განსაკუთრებული ძალა მაღალმთაში ველოსიპედით ესეირნა. იგი ამბობს შემდეგი საუკუნე აუცილებლად იპოვის მარტივ ხერხს შეიგრძნოს ეს ძალა, რომელიც იმალება ჩემს ვნებაში. ჭკვიანი ადამიანები იოპვიან ტაბლეტს რომელიც ღმერთს გახდის უფრო გასაგებს”.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: