ნაცისტთა 7 ექსპერიმენტი


გთავაზობთ მორიგ სტატიას ნაცისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე.წინა სტატიებზე ასახული იყო ოსვენციმის სიკვდილის ბანაკი და პროგრამა “T-4″.დღეს კი ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე იქნება საუბარი. რა თქმაუ ნდა ამაში ჰიტლერის მედიკოსი დამქაშები არიან გარეულნი.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს ნაცისტებმა არაერთი საკონცენტრაციო ბანაკი ააგეს.მათ შორის აღსანიშნავია ოსვენციმი და დაჰაუ. ეს ბანაკები იქცა არაჰუმანური ექსპერიმენტების, მწვალებლობის და ჯალათური სულისკვეთების ადამიანების პლაცდარმად.

მცირედი ფიქრის შემდეგ ნაცისტურმა ხელისუფლებამ გადაწყიტა რაიმე სარგებელი მიეღო ბანაკთა პატიმრებისგან და გადაწყდა მათი აქტიურად გამოყენება სამედიცინო ექსპერიმენტებში. ყოველივე ამას კურირებდა ექიმი ედუარდ ვირტსი.

სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგად მედიცინამ დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა საკითხავია ღირდა კი ამოდენა მსხვერპლის ფასად ეს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ მართვის სადავეები ფაშისტ დამქაშებს ეპყრათ და მათი მხრიდან სხვანაირი ქცევა არც იყო მოსალოდნელი.

მცირედი შესავლის შემდეგ გავეცნოთ უშუალოდ ამ ექსპერიმენტებს.

1.ექსპერიმენტები მალარიაზე.

1942-1945 წლის შუალედში დაჰაუს ბანაკში დაიწყეს ექსპერიმენტის ჩატარება რომლის საბოლოო მიზანი იყო მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. საცდელი თაგვების როლში კი ადამიანები გვევლინებიან. ექიმები ბანაკის ტერიტორიაზე არჩევდნენ 25-40 წლის ჯანმრთელ ადამიანებს, მათ ხელვნური გზით აავადებდნენ მალარიით და შემდგომ დაავადებულებზე სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდას ატარებდნენ. ამ ექსპერიმენტის შედეგად 1000-მდე ადამიანი დაავადეს, უმეტესობა გარდაიცვალა. ექსპერიმენტის მთავარი “შემოქმედი” ექიმი პლეტნერი.

2.ექსპერიმენტი ტყუპებზე.

როგორც ცნობილია ტყუპების ფენომენით ბევრი მედიკოსია დაინტერესებული, ასე იყო გერმანიაშიც. სწორედ ამიტომ განიზრახეს ტყუპებზე ექსპერიმენტები. მათ ბანაკებში შეარჩიეს 1500-მდე ტყუპი. დაიწყეს მათი გენეტიკის დეტალური შესწავლა, ამ მიზნით სხეულის სხვადასხვა ნაწილას უკეთებდნენ ნემსებს(მათ შორის თვალშიც), იყო მცდელობა ტყუპების ერთმანეთზე “მიკერებისა” და სიამის ტყუპების ხელოვნურად შექმნისა. ამ ექსპერიმენტების დროს 1500 ტყუპიდან მხოლოდ 200 გადარჩა. ეს ექსპერიმენტები ჩატარდა ოსვენციმში და მას ხელმძღვანელობდა იოზეფ მენგელე.

3.ექსპერიმენტი ჰიპოთერმიის შესწავლის მიზნით.

ჰიპოთერმია წარმოადგენს ორგანიზმის მდგომარეობას, როცა სხეულის ტემპერატურა მცირდება იმაზე ქვევით ვიდრე ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურაა, ამ დროს ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ომის დროს გერმანელებს უწევდათ სიცივის ატანა, თან მათ რუსეთში უწევდათ ბრძოლები და საჭირო იყო ჰიპოთერმიის დეტალური შესწავლა,რათა როგორმე დახმარებოდნენ ჯარისკაცებს.(რუსულმა სუსხმა და სიცივემ თავის დროზე ნაპოლეონს და მის ძლევამოსილ ჯარს მძიმე დარტყმა მიაყენა და დათმო ბრძოლა რუსეთთან).

ექსპერიმენტების მთავარი მიზანი იყო გაეგოთ თუ ადამიანი რა დროს ძლებდა ასეთ პირობებში და რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს მას.

ამ მიზნით ადამიანებს ათავსებდნენ ყინულით სავსე აბაზანებში გარკვეული დროით. ამ ექსპერიმენტებისას დაიღუპა მრავალი ადამიანი.

4.ექსპერიმენტი საწამლავზე.

1943-1944 წლებში ბანაკებში დაიწყეს ადამიანების წამლვა სხვადასხვა ძლიერმოქმედი საწამლავით. ამისათვის საჭმელში ურევდნენ სხვადასხვა საწამლავებს და აკვირდებოდნენ თუ რამდენად ძლიერი იყო მისი მოქმედება. ბოლოს კი ადამიანებს საწამლავის შემცველი ტყვიებითაც კი ცხრილავდნენ.

5.ექსპერიმენტები ზღვის წყალზე.

გერმანიაში ცდილობდნენ ზღვის მლაშე წყლის სასამელ წყლად გადაქცევას. ამისათვის საჭირო იყო შეესწავლათ თუ რა გავლენას ახდენდა ადამიანზე ზღვის წყალი. ამისათვის 1944 წელს დაჰაუს ბანაკში გამოარჩიეს 100-მდე ბოშა. მათ ყოველდღიურად ასმევდნენ ზღვის წყალს. ექსპერიმენტებმა აჩვენა ,რომ ადამიანების ორგანიზმი იმ დონემდე “მარილიანდებოდა”,რომ ბოშები ახალმოწმენდილ იატაკს ენას უსვამდნენ რომ როგორმე პირი “გაესველებინათ”.

6.ექსპერიმენტები წნევის შესწავლის მიზნით.

გერმანელ პილოტებს ომის დროს მაღალ სიმაღლეებზე დიდი დროის გატარება უწევდათ. სიმაღლის მატებასთან ერთად წნევაც იცვლება.

ამ მიზნით ზიგმუნდ რაშერმა გადმოინაცვლა დაჰაუს ბანაკში და დაიწყო ექსპერიმენტები. ადამიანებს ათავსებდნენ ბაროკამერაში, სადაც ცვლიდნენ წნევას და აკვირდებოდნენ ადამიანის მდგომარეობას. ამ ექსპერიმენტების შედეგად თითქმის 200-მდე ადამიანი დაიღუპა.

7.სტერილიზაცია.

1941-1945 წლებში ბანაკები ახალმა ექსპერიმენტების ტალღამ მოიცა,რომელსაც ხელმძღვანელობდა კარლ კლაუბერგი. მიზანი იყო სტერილიზაციის იოლი მეთოდის შემუშავება.ექსპერიმენტების დროს ადამიანებს რამდენიმე გზით “უტევდნენ”-რენტგენის სხივებით, რადიაციული დახივებით, ქირურგიული ჩარევით და მედიკამენტებით. ექსპერიმენტში იძულებით მონაწილეობდა 400 000 ათასამდე ადამიანი, ამათგან რამდენიმე ათასს უშუალოდ ჩაუტარეს ეს პროცედურა.

საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური გზა რადიაციის ზემოქმედებით მიიღებოდა და ადამიანები მალევე კარგავდნენ გამრავლების უნარს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: