ლევიტაცია


ლევიტაცია – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ობიექტი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადადის გრავიტაციის საწინააღმდეგო მდგომარეობაში, ზედმეტი ფიზიკური მოქმედებების გარეშე.

არსებობს რამოდენიმე განსხვავებული მეთოდი  ლევიტაციის  მისაღწევად.  ესენია:  აეროდინამიური,  მაგნიტური,  აკუსტიკური,  ელეკტრო-მაგნიტური,  ელექტრო-სტატიკური  და  ოპტიკური  ლევიტაციის  მეთოდები.

მრავალ ინდურ ღმერთს, აგრეთვე იოგებს, ბრაჰმანებს, წმინდანებსა და ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ ჰაერში აწევა. ლევიტაცია არ არის რაიმე განსაკუთრებული სასწაული, იგი რელიგიური რიტუალის მოხერხებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

ინდუსების გარდა, ჰაერში აფრენა ტიბეტელ ბერებსაც შეუძლიათ. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც, შაოლინის ტაძარში მისულმა ძენ-ბუდიზმის მიმდევარმა ბოდხიდხარმა ბერებს სხეულის ენერგიის მართვა და ჰაერში აწევა ასწავლა. ინდოეთსა და ტიბეთში ლევიტაციას დღესაც მიმართავენ. მრავალი მკვლევარი-აღმოსავლეთმცოდნე აღწერს მფრინავ ლამათა” ფენომენს.

ლევიტაცია ევროპაშიც ოდითგანვე გავრცელებული იყო, მაგრამ მას სპეციალურად არ სწავლობდნენ – ჰაერში რელიგიური ექსტაზის დროს აიწეოდნენ ხოლმე. ერთხელ წმინდა ტერეზას ლევიტაციას 230 კათოლიკე მღვდელი ადევნებდა თვალს. საკუთარი “ნიჭი” წმინდანმა ავტობიოგრაფიაშიც აღწერა.

ყველაზე “მფრინავი” ადამიანი იტალიელი იოსეფ დეზა (1603-1663) იყო. ერთხელ ის ჰაერში პაპ ურბან VIII-ის თანდასწრებითაც აიწია. მის ლევიტაციას მაშინდელი მეცნიერები იკვლევდნენ.

XIX საუკუნეში სახელი გაითქვა დენიელ დუგლს ჰიუმ, რომელსაც ჰაერში ნავარდი საკუთარი სურვილისამებრ შეეძლო. მის ლევიტაციას მარკ ტვენი, ნაპოლეონ III, მედიკოსები და მეცნიერები აკვირდებოდნენ.

უფრო ხშირად, ლევიტაციას იოგები მიმართავენ. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი იოგი – მახარაშ მახეში ამბობდა: ლევიტაცია თითოეულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მთავარია, მისი გამოყენება ისწავლოო. მახარაშმა 1971 წელს, ფილადელფიაში საკუთარი უნივერსიტეტი გახსნა, სადაც სხვადასხვა აღმოსავლურ საგანთან ერთად ლევიტაციაც ისწავლებოდა. 1986 წელს ვაშინგტონში “მფრინავი იოგების” შეჯიბრება მოეწყო, ხოლო 1993 წელს მსგავსი შეჯიბრება ჰააგაშიც ჩატარდა. მაშინ გამარჯვებულად დასახელდა სუბხა ჩანდრა, რომელიც მიწას 90 სმ-ით მოსწყდა, ჰორიზონტალურად 187 სმ-ით გადაადგილდა და ჰაერში 3-4 წუთი გაჩერდა.

მეცნიერებს ლევიტაცია ადამიანების ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1991 წელს სამეცნიერო ჟურნალ “ნეიჩერში” ლევიტაციაზე სენსაციური ფოტო და სტატია დაიბეჭდა, მათ აზრი შეიცვალეს და ახლა მის ამოხსნას ცდილობენ.

 

2 comments

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: