მხოლოდ აღზრდა, განათლება და რელიგია დააყენებს პიროვნებას ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზ


ვუყურებ ახალ თაობას და ვხვდები, რომ ჩვენ მხოლოდ სერიოზული საგანმანათლებლო რეფორმები გადაგვარჩენს. გული მტკივა როდესაც ყოველ მეორე სიტყვაზე გინება, ლანძღვა, ჩამოყალიბების გზაზე დარჩენილი იუმორი(არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ) და „თავანზე“ წუწუნი მესმის. რამოდენიმე წლის წინ ილუზია მქონდა, თითქოს განათლებაში გატარებულმა ცვლილებებმა შედეგი გამიღო და ახალგაზრდობა აღმავლობის გზას დაადგა, მაგრამ ვცდებოდი… რაც უფრო მეტ მოზარდს ვიცნობ მით უფრო ვრწმუნდები ჩემს სიმართლეში… გასაგებია, რომ უნივერსიტეტებში ჩაბარება გართულდა და  შედარებით მეტმა გადაშალა წიგნი, მაგრამ ეს მოჩვენებითა, რადგან თუ სწავლა ნებაყოფლობითი არაა, ვერასოდეს გამოიღებს სასურველ შედეგს. მოზარდთა უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელში აბარებს იმის გამო, რომ მშობლები არ „აწყენინონ“, რათა უსაქმური ან უნიჭო ადამიანის სტატუსი არ მიიღონ, მაგრამ ეს სტერეოტიპები მცდარია.  ადამიანს რაც გულით უნდა მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რათა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყოს ბედნიერი, სხვაგვარად სული სიმშვიდეს ვერასოდეს ჰპოვებს, შიგნიდან ჭია არ მოგვასვენებს, ამას უმეტეს შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივყავართ. თუ სწავლა შენი მოწოდება არაა, რაიმე ტიპის ხელობას უნდა მოკიდო ხელი ან ხელოვნებას შეეჭიდო, გასაგებია, რომ უფრო დაბალი ანაზღაურება გექნებათ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თქვენ ადგილს იპოვით საზოგადოებაში და ცხოვრებაში, სტრესის რაოდენაბაც შემცირდება მოსახლეობაში. როდესაც აკეთებ იმ საქმეს რისთვისაც ხარ მოწოდებული, ძალაუნებურად ბედნიერდები და ხშირად ის მიზერული შემოსავალიც გაკმაყოფილებს, რომელიც მხოლოდ არსებობისთვისაა საკმარისი.

დაახლოებით ერთი თვის წინ გავხსენი საიტი, მიზანი იყო ჩემი თაობისთვის შემეცნებითი სახის ინფორმაციის მიმეწოდებინა, ორი დღის წინ კი გაიხსნა საიტი, რომელიც „ჭორ ბიუროს“ ხასიათს ატარებს,(ადამინები ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში, კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შემოსულთა რაოდენობა ერთნაირია. ეს საიტი ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრისაა, მასთან ერთად ვინც ოდნავ მაინც მიცნობს წამიერად მიხვდება, რომ ჩემს გულში ასეთი უმნიშვნელო საკითხის გამო წამითაც ვერ შეაღწევდა თუნდაც „თეთრი შური“, ეს ჩვენი ტრაგედიაა… (საერთოდ შურიანი ადამიანი ნაკლებად ვარ, ზოგადად მხოლოდ იმათი მშურს, ისიც თეთრი შურით ვინც ჩემზე ბევრი იცის) ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ნათლად დამენახებინა თქვენთვის, თუ რეალურად რისკენაა მიდრეკილი მოზარდთა უმრავლესობა, მინდა თუნდაც ამ სტატიის კითხვის დროს ისე გეტკინოთ გული, როგორც მე მტკივა. მე თქვენზე არაფრით მეტი არ ვარ, პირიქით ალბათ ბევრ რამეში ჩამოგივარდებით კიდეც, მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, მე თქვენი ბედი მაღელვებს, სხვაგვარად ამდენ ენერგიასა და დროს ნამდვილად არ დავხარჯავდი სტატიისათვის, რომელიც თქვენ გეძღვნებათ. რატომ ? ძალიან მარტივია… საქართველოს განვითარება საზოგადოების რწმენაზე და განათლებაზეა დამოკიდებული, თქვენ კი სწორედ ისინი ხართ, ვინც ხუთ-ათ წელიწადში ჩვენი სახელმწიფო უნდა მართონ. ვიღაც ირონიით იტყვის რაოდენ ჰუმანური, მზრუნველი და სათნო ხარო, მაგრამ გულში ჩაიხედოს და თუ მასში იოტისოდენა პატრიოტიზმი მაინცაა ის აუცილებლად დამეთანხმება და შეხვედრისას გულთბილად გადამეხვევა, რადგაც ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად გავუგებთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ სტატიაში არ იგულისხმება სიღარიბის ზღვარს მყოფი ახალგაზრდობა, რომელთაც იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ განათლებას დაეწაფონ. ზოგიერთ მათგანს ისეც უჭირს, რომ უდიდესი მონდომებისა და მიუხედავათ ვერ ახერხებს ცოდნის მიღებას, ამის მიზეზი კი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს. ვგმობ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მონდომებული ადამიანი ცოდნას ყოველთვის მიიღებს, ამისათვის ელემენტარული სახსრები მაინცაა საჭირო.

თითოეული ახალგაზრდა რომელიც არ უწყობს ხელს საკუთარი თავის რეალიზებას, დამნაშავეა საკუთარი თავისა და სამშობლოს წინაშე, რადგან აუციბელეია ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას იმის წინაშე რაც ჩვენთვის ძვირფასია, რათა არ დავემსგავსოთ ადვილად სამართავ ბრბოს. „ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ  სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ  ოფლი ჰღვაროს.“ ილიამ ეს სიტყვები იმიტომ თქვა, რომ დაენახებინა საზოგადოებისთვის გზა, რომლითაც ომით თუ მშვდიობით მოსულ მტერს უნდა ვებრძოლოთ. მან იცოდა, რომ სახელმწიფოს დაქცევა ყველაზე მარტივად გაუნათლებელ ბრბოს შეუძლია…

აღარ გავაგრძელებ ჩემს სიტყვას(არამგონია ჩემი შეგონებანის კითხვა გიხაროდეთ, მშობლებისგანაც გეყოფათ)და გირჩევთ, რომ ქუჩაში ხეტიალის ნაცვლად უნდა ვეცადოთ გავიკაჟოთ ხორცი და სული, თუ გვინდა ჩვენს ცხოვრებას აზრი მიეცეს, რაიმე შევმატოთ საქართველოს და ვალი მოვიხადოთ უზენაესის წინაშე. “შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის”. სანამ დრო გვაქვს შევიცვალოთ ცხოვრების სტილი, დავადგეთ ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას, რათა არ შევლახოთ ჩვენი დიადი ისტორია, წინაპრები, ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი საქართველო, ოჯახები და ჩვენი ღირსება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: