იაპონური ჰანამი და ჩინური ჩუნცზე


ჰანამიიაპონური დღესასწაული, სადაც აღნიშნავენ იაპონური ალუბლის – საკურას ყვავილობას.

საკურას ყვავილი განსხვავდება სხვა ალუბლის ყვაილებისგან, ყვავილების შეფერილობა გრადირებს: მკვეთრი-ვარდისფერიდან თეთრამდე და ზომა უფრო დიდი და კომპაქტური აქვს. ჰანამის დღესასწაული იწყება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, დღესასწაულის დადგომამდე იაპონელები განსაკუთრებით ემზადებიან, იკრიბებიან ტოკიოს ერთ-ერთ დიდ ბაღში უენო”-ში, სამუშაო დღე ამ დროს არის უქმე, მთელი იაპონიის მოსახლეობა ოჯახებით, ამ დროს ატარებს ჰაერზე , სვამენ იაპონურ სასმელს – საკეს , მიირთმევენ ტრადიციულ ბრინჯის კვერებს ონიგორი”- , ტკბილეულობას, ჯდებიან საკურას ხეების ქვეშ და ტკბებიან ბუნების საოცრებით, იაპონური ალუბლის ყვავილობით. ეს ყველაფერი ხდება იაპონიის მტელ ტერიტორიაზე, პრეფექტურებში და მასში მონაწილეობს იაპონიის მოსახლეობის 90% . ქალაქის მუნიციპალიტეტი ამ დღესასწაულის დადგომამდე ალამაზებს ალუბლის ბაღებს  და სრულ წესრიგში მოყავთ მიდამო.

ჰანამის ყვავილობა მიმდინარეობს 7-10 დღის განმავლობაში. საკურა — ძველთაგანვე პატივცემული იაპონელების მიერ, იგი იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

ჩუნცზე – გაზაფხულის დღესასწაული

ჩინელების ყველაზე საყვარელი დღესასწაული გაზაფხულის დღესასწაულია, რომელსაც ყველა ოჯახში ხვდება. დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე უკვე მთელი ჩინეთის მასშტაბით იგრძნობა ტრანსპორტის გადატვირთვა და კავშირგაბმულობის დაძაბული მუშაობა. აეროპორტები, რკინიგზა და ავტოსადგურები მგზავრებს ვერ იტევენ.

გაზაფხულის ზეიმი – მთვარის ტრადიციული ჩინური კალენდრის მიხედვით – ახალი წელია და გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 20 იანვარსა და 20 თებერვალს შორის ახალმთვარეობისას დგება. ჩუნცზეს უძველესი ისტორია აქვს (დაახლოებით XVI-XI საუკუნე ჩვ. წ. აღ–მდე), რომელიც ღვთაებებისთვის მსხვერპლშეწირვისა და წინაპართა მოხსენიების ადათ–წესებსაც უკავშირდება.

დღესასწაული თვეზე მეტხანს გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე და ახალი წლის დადგომის შემდეგი 3 დღეა. ჩინეთის კანონმდებლობით ეს 3 დღე უქმეა. დღესასწაულს ალამაზებს წეს–ჩვეულებები, რომელთაგან ცოტამ თუ შეინარჩუნა კოლორიტი.

მთვარის კალენდირს ბოლო თვის მერვე დღეს ბევრ სახლში არომატულ ფაფას ამზადებენ, რომელსაც ლაბაჩჟოუ” ჰქვია და 8 პროდუქტისგან მზადდება. მთვარის კალენდრით წლის ბოლო თვის 23–ე დღეს მცირე ახალ წელს უწოდებენ. წინაპართა ტრადიციის მიმდევრები წირავენ მსხვერპლს ოჯახის კეთილდღეობისთვის. თუმცა უმრავლესობა სიმბოლურად სადღესასწაულო სუფრას შლის.

მცირე ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ ჩინელები ნამდვილი ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან. მიიჩქარიან მაღაზიებისკენ საჭირო პროდუქტებისა და საჩუქრების შესაძენად. ყიდულობენ ტანსაცმელსა და პეხსაცმელს ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ნათესავებისთვის.

დღესასწაულის წინ სახლს საგულდაგულოდ ალაგებენ, ყველა კარის ჩარჩოს აწებებენ შავი ტუშით მოხატულ წითელ ქაღალდს. ქაღალდზე შესრულებული წარწერები გამოხატავს კეთილ სურვილებსა და საახალწლო მოლოცვას. კარებზე აწებებენ მფარველი სულების გამოსახულებას და სწამთ, რომ ეს მოუტანთ ბარაქას, სიხარულსა და სიკეთეს. შებრუნებულად აკრავემ ჩინურ იეროგლიფს, რაც ბედნიერების მოსვლის ნიშანია. სახლის სადარბაზო კარზე 2 დიდ წითელ ნათურას კიდებენ. ფანჯრებს ქაღალდის ჩუქურთმებით რთავენ, ხოლო კედლებს – ჭრელი საახალწლო ნახატებით.

ჩინური ახალი წლის ღამეს ასევე უწოდებენ ღამეს განშორების შემდეგ“. ჩინელებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მთელი ოჯახი იკრიბება ბარაქიანი, ტრადიციებით გაჯერებული სუფრის ირგვლივ. მენიუში აუცილებლად შედის ქათმის ხორცი, თევზი და სოიოს ხაჭო – დოუფუ. ტელევიზიით ხდება გრანდიოზული მასკარადის ტრასლირება. ღამისთევა საახალწლო ტრადიციაა. ყველა სადღესასწაულო ტანსაცმელშია გამოწყობილი. ახალგაზრდები დიდი მოწიწებით ულოცავენ ხანდაზმულებს და დღეგრძელობას უსურვებენ. მიღებულია ბავშვების დასაჩუქრება წითელ კონვერტში მოთავსებული ჯიბის ფულით. ჩინეთის ჩრდილო ნაწილში მიღებულია პელმენების მირთმევა, ხოლო სამხრეთში „ნიანგაო’’, ბრინჯით მომზადებული ცომის ნაჭრები მზადდება. პელმენებს ფორმით ოქროს და ვერცხლის ნადნობს ამსგავსებენ – ეს ბარაქის სიმბოლოა, ახალი წლის პირველი 5 დღე მიჩნეულია მეგობრების, ახლობლებისა და თანამშრომლების მონახულების დღეებად.

ადრე ერთ–ერთ აუცილებელი წესი იყო შაშხანების და გამაყრუებელი ფეთქებადი სათამაშოების ხმაურით ავი სულების განდევნა, თუმცა ეს რიტუალი ამჟამად აღარაა პოპულარული, ვინაიდან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო ხშირი იყო უსიამოვნებები, ხმაური კი – აუტანელი. ტრადიცია აუდიოკასეტების მოსმენით და ფეხებით ბუშტების დახეთქვით შეიცვალა.

მხიარული საახალწლო განწყობა სუფევს ყველა სახლში, ქუჩაში, სოფელსა თუ ქალაქში. იმართება ხმაურიანი სახალხო სეირნობა და ურჩხულების ცეკვა იმართება, ზეიმი მთვარის კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს ფარნების დღესასწაულის შემდეგ მთავრდება.

ჩინეთში 56 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. მათი ახალი წელი დროით ახლოსაა ან ემთხვევა ჩინურ ახალ წელს. ბევრია საერთო ტრადიციაც.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: