ბორჯღალი(სვასტიკა)


ბორჯღალა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. ვედური “სვასტიკა” კუთხოვანი სიმბოლოა, ქართული კი მრგვალმკლავა და უფრო წრიულია. ამ ნიშანს ქართულად “ბორჯღალო” ეწოდება.

ბორჯღალა თავისი წარმოშობით პროტოქართულ ძირებს უკავშირდება. სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება. იმავე პერიოდით თარიღდება შუამდინარეთში (შუმერი) აღმოჩენილი უძველესი ნიმუშიც.

სვასტიკის ნიმუშები მოიპოვება თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი). კერძოდ, კოხლეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ცულებს პირზე ამოტვიფრული აქვთ სვასტიკის ნიშანი.

ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე  წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე, დედაბოძზე, სამეფო ბეჭდებზე (მცხეთა), შენობებზე, საკულტო ნაგებობებსა და ჭურჭელზე.

ეს სიმბოლო გამოსახულია ქრისტიანულ ტაძრებზეც (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, მარტყოფის ეკლესია და ა.შ.)

სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ”ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐).

“ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.

ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია…

ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.

ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.

ბორჯღალი თავად არის მარადისობის სიმბოლო, ეს არის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ნიშანი. იგი მზის კულტთანაა დაკავშირებული. ბორჯღალი ღვთაებრივი ბორბალია, რომლის ენერგია კონცნეტრირებულია ერთ წერტილში, ცენტრში, ხოლო მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ მზის მუდმივ მოძრაობას ცაზე, „მოძრაობის მარადისობას“, ბრუნვადობას, ჟამთაღრიცხვას, უკვდავებას.7 ქიმიანი ბორჯღალა სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა. ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს და სწორედ ამიტომ დაყო გაერთიანებული საქართველო ფარნავაზ მეფემ 7 სამთავროდ, მაშინ თითოეული კუთხის მფარველი ერთი გარკვეული მნათობი იყო.

მზე წარმოადგენს “ღიაობას”, ანუ ემანაციის პროცესს… იგი ასხივებს სიცოცხლეს, ქმნის ამინდის, ჰარმონიაში მოყავს წელიწადის ოთხივე დრო და პლანეტების მოძრაობა, ის არის ჩვენი გალაკტიკის წონასწორობის ცენტრი!

ქართულ სტანდარტულ ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება). არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი, ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: “არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა”. ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი:

მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე

ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური

მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი

მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი

დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი

ზუალი — სატურნი

ჰელიო(იგივე არდი) —მზე

7 ქიმიანი ბორჯღალა სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა. ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს. აქედან წამოვიდა ქართულ ენაში სიტყვები “მ-შვიდი”, ანუ “მე-შვიდი”, მ-შვიდ-ობა” და ისტორიამაც ცხადყო, რომ, როცა ეს ერთობა ურყევი იყო, ღირსეული მშვიდობა სუფევდა საქართველოში, ცა და მიწა ერთად იყო და ქართველობისთვის ყველა ქართული სამთავროს ერთად ყოფნა მ-შვიდ-ობის უზრუნველყოფად აღიქმებოდა.

გაერთიანებული საქართველოს და ქართველის ერის ოფიციალური და არაოფიციალური სიმბოლო ყოველთვის ბორჯღალო იყო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: