“მონა ლიზა”-ს წინააღმდეგ


ლეონარდო და ვინჩის შედევრი “მონა ლიზა” შეიქმნა 1503-1506 წლებში. ის შეიძლება ლეონარდოს ერთ ჩვეულებრივ ნამუშევრად დარჩენილიყო და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ყოფილიყო, რომ არა ერთი შემთხვევა რომელიც 1911 წელს მოხდა.

1911 წლის 21 აგვისტოს ლუვრში ადგილი სადაც “მონა ლიზა” ეკიდა ცარიელი დახვდათ. საქმეში მაშინვე პოლიცია ჩართეს და დაიწყო გამოძიება, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ეჭვი ჰქონდათ პოეტ გიიო აპოლინერზე და ასევე პაბლო პიკასოზეც, თუმცა ეს ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდა.

სინამდვილეში კი “მონა ლიზა” მოიპარა იტალიელმა სარკეების ოსტატმა ვინჩენცო პერუჯიამ. მოპარვის მიზეზი კი გაურკვეველი დარჩა. მიიჩნევენ,რომ პერუჯიას უნდოდა ნახატის დაბრუნება მის ისტორიულ სამშობლოში,იტალიაში-თუმცა ლეონარდო და ვინჩიმ “მონა ლიზა” საკუთარი ხელით ჩაიტანა საფრანგეთში.

2 წელი ეს ნახატი პერუჯიას ჰქონდა, თუმცა 1913 წელს მან საკმაოდ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო და იტალიურ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უფიცის გალერეის(ფლორენცია) დირექტორს სთავაზობდა, რომ ეყიდა “მონა ლიზა”. შემდეგ გაირკვა, რომ პერუჯია გალერეისთვის ორიგინალის მიყიდვას არ გეგმავდა, მას გამზადებული ჰქონდა კოპია, რომლის ორიგინალად გასაღებას აპირებდა.

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება ფრანგი სამართალდამცველების ყურამდეც მივიდა და 1913 წელს პერუჯია დააპატიმრეს,თუმცა მას მცირე სასჯელი აკმარეს.ზოგიერთი იტალიელი კი პერუჯიას ნამდვილ პატრიოტს უწოდებდა…

ხოლო “მონა ლიზა” ლუვრში 1914 წელს დააბრუნეს,რასაც თან ახლდა მსოფლიო მასშტაბის აჟიოტაჟი, მრავალი ჟურნალ-გაზეთის წინა გვერდი აჭრელდა “მონა ლიზას” ფოტოებით. ასე გაიცნო მთელმა მსოფლიომ ეს გენიალური ნამუშევარი ლეონარდო და ვინჩისა…

ამის შემდეგ “მონა ლიზას” მოპარვის შემთხვევა არ ყოფილა,თუმცა მრავლად იყო ვანდალიზმის გამოვლინება.

1956 წელს ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ნახატს მჟავა შეასხა,საბედნიეროდ “მონა ლიზას” მხოლოდ კუთხე დაუზინდა, ამავე წელს ბოლივიელმა დამთვალიერებელმა სურათს ქვა ესროლა.

ასეთი ფაქტების გახშირებამ გამოიწვია ის,რომ “მონა ლიზა” ჩასვეს ტყვიაგაუმტარ მინაში.

ვანდალიზმის ბოლო შემთხვევა 2009 წელს მოხდა როცა რუსმა დამთვალიერებელმა ნახატის დაზიანება სცადა.

 

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 34 other followers

%d bloggers like this: