დეიზმი


დეიზმი ეს არის რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრება რომელიც აღიარებს სამყაროს შექმნას უზენაესის, ანუ ღმერთის მიერ, მაგრამ უარყოფს ღვთის ჩარევას მატერიალურ სამყაროში. დეიზმი უარყოფს ყველანაირ რელიგიას და დეისტისთვის ყოველი რელიგია ადამიანის მიერ არის გამოგონილი.

დეისტები უარყოფენ უმეტეს რელიგიურ ზებუნებრივ მოვლენებს (ნიშნებს, სასწაულებს და ა.შ) და მათ სჯერათ რომ მატერიალურ სამყაროში მოქმედებს ბუნების კანონები რომელიც შექმნა ღმერთმა. თუმცა იგი არ ცვლის ამ კანონებს რადგანაც არ ერევა ადამიანის საქმიანობაში.

დეისტისთვის ღვთის მთავარი საჩუქარი დედამიწაზე არის არა რელიგია,ა რამედ გონება და აზროვნების უნარი.

დეიზმი მეჩვიდმეტე/მეთვრამეტე საუკუნეში გამოჩნდა “განათლების ხანის” დროს. განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ირლანდიაში. დეისტები ძირითადად ქრისტიანები იყვნენ რომლებიც აცხადებდნენ რომ თუკი ადამიანს ჯერა ერთი ღმერთის, იგი ვერ დაიჯერებს ქრისტეს, სასწაულების და ხილვების არსებობას. ისინი ვერ ხედავდნენ რელიგიაში სიწმინდეს და თვლიდნენ რომ ეკლესია კორუმპირებული იყო საეკლესიო პირების მიერ რომლებიც მანიპულირებდნენ მრევლით და მათი ინტერესებისთვის იყენებდნენ მათ. ეს ახალი რელიგიური მოძღვრება სხვა რელიგიურ ჯგუფებშიც პოპულარული გახდა.

დეისტებს რამდენიმე ვერსია აქვთ სულის შესახებ. არის კატეგორია დეისტებისა რომელსაც ჯერა რომ სიკვდილის შემდეგ სული უკვდავი ხდება და იგი პასუხს აგებს იმ ცოდვებისთვის რაც ცხოვრებაში ჩაიდინა. მეორე ნაწილს (მათ რიცხვში შედიოდა ბენჟამინ ფრანკლინი) ჯერა სულის რეინკარნაციის. ხოლო მესამე ნაწილს კი სულის უკვდავებაში ეჭვი ეპარება.

საკმაოდ საინტერესოა ის რომ ამერიკაში სადაც “ჯადოქრობის” გამო პურიტანები ცეცხლზე წვავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, ხალხმა დეიზმის მოძღვრება მშვიდად მიიღო.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: