Anime and Animated movies


ანიმე როგორც ასეთი ბევრისთვის ასოცირდება რაღაც საბავშვო გასართობათ და თვლიან მას როგორც მცირეწლოვნების დროის მოსაკლავს.მე შევეცადე გადმომეცა ყოველივე ის რასაც ანიმე მოიცავს.ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს.

იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში პოპულარულობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, ასევე ისტორიული ჟანრი და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგა ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე.

ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და დისკებით.

ანიმე მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილ ეგრედწოდებულ ‘მულტიკებზე“ პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე. თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული თანხების. სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვარს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეკუზა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, ‘ერთგვარი კომიქსი’ რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.

ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ანიმე ბავშვებისათვის (ჟანრი კოდომო) — ანიმე მის პირველად ფორმაში, ასევე უფრო რთული და სერიოზული ნაწარმოები, რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს მაყურებელზე (ჟანრები: შიონენი — ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო— ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა გამოყოფილი ჰენტაი–პორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი განხრები იური და იაორი, რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ეროტიული ელემენტების გარეშეც) წყვილებს შორის ურთიერთობებზე.

საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვა „ანიმე“-ს ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია.

უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად მოიხსენიება როგორც „მანგა“. ამის შესაძლო მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში ტერმინი „მანგა“ გამოიყენება, როგორც ანიმირებული პრდუქციასთან, ასევე კომიქსთან მიმართებაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში „მანგა“ ტრადიციულად „იაპონური კომიქსის“ მნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო მიზეზია — ბრიტანულ და ამერიკულ ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment“-ის დასახელება.

იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან პირველ რიგში სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება. ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი.

ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში „მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი.

ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როცა ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ.

ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ. ა. შ.

ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც ჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როცა საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაში „ჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატია „თეთრ და ფუმფულა“ პერსონაჟების მიმართ. როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.

სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.

ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).

მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპონური სახელით სეიუ“ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია თავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიუ, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ამასთან მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმის „სახე“.

უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება ნარუტო“ (Naruto), ან ბლიჩი“ (Bleach) მივიჩნიოთ.

საწყისი ფორმატის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანიმე აუცილებლად გამოდის DVD-ზე. ამ დროსთვის სტუდია ჩვეულებრივ ასწორებს პირველი ტრანსლაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, ზოგ შემთხვევებში კადრის ფორმატი იცვლება 16:9ზე, ხშირად ნაწარმოებს ემატება დამატებითი სერიები, განსაკუთრებით თუ მისი ტრანსლაციიდან შედარებით მცირე დროა გასული. ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლიობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.

ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლიობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიან „სეზონებად“ იყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლიობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).

OVA (ინგლ. Original Video Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლიობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლიობა შეიძლბა იყოს 25 წუთიდან (უკანასკნელ დროს გამოშვებული ანიმე) ერთ საათამდე და მეტიც (80-ან წლებში გამოშვებული ანიმე).

OVA შეიძლება გამოშვებული იყოს სატელევიზიო სერიალზე მუშაობის დაწყების წინ, აუდიტორიის რეაქციის დასადგენად ან პოპულარული სერიალის დამთავრების შემდეგ — დამატებითი შემოსავლის მისაღებად ან ფანების მოთხოვნით. კარგი მაგალითია მანგა Ah, My Goddess!ის ეკრანიზაცია — 1991 წელს ის ჯერ 5 სერიანი OVA-ს ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე, 14 წლის შემდეგ კი, 2005 წელს შედგა სატელევიზიო სერიალის პირველი სეზონის პრემიერა. ეს სერიალი გამოირჩეოდა კიდე იმით, რომ მისი ხანგრძლიობა 24 სერიას შეადგენდა, დარჩენილი 2 კი გამოვიდა მხოლოდ DVD დისკებზე, რამაც ავტომატურად გადაიყვანა ისინი OVA-ს ფორმატში.

დამწყები სტუდიები ხშირად იწყებენ კარიერას OVA-ს გამოშვებით, რადგან მისი გადაღება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ და იმედი აქვთ მიიქციონ აუდიტორიის და პროდიუსერების ყურადღება. ასე, მაკოტო შინკაის კარიერა დაიწყო სახლის კომპიუტერზე დახატული 30 წუთიანი OVA-თი და ამ ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანიმატორად ითვლება.

ფილმი — ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომლიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება (spinoff). მაღალი ხარისხის ანიმაციის მიუხედავად, ფილმებს რომლებიც პოპულარული სერიალების დამატებებს წარმოადგენენ, ხშირად აქვთ ორიგინალურ სერიალზე ბევრად უარესი სიუჟეტი, რადგან უმრავლეს შემთხვევებში მათ სცენარს წერს გამომშვები სტუდიის სცენარისტი, და არა ორიგინალური ნაწარმოების (მანგის, წიგნის, რანობეს) ავტორი.

ეს გახლავთ რამოდენიმე ანიმე რომელთაც მე გირჩევთ რო უყუროთ და მიხვდეთ იმ განსხვავებას “მუტფილმსა” და ანიმეს შორის რაც რეალურად არსებობს:

Death Note, Dante’s Inferno, Naruto.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: