ანთროპოსოფია-შემეცნებითი მიმდინარეობა


ანთროპოსოფია – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: Ανθρωποσ- ადამიანი და Σοφια– სიბრძნე.

ამ სულისმეცნიერების ფუძემდებელი და სულის ჩამდგმელი იყო, გერმანელი ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერი(1861–1925). როგორც თეოსოფიური სექტა, დააფუძნა რ.შტაინერმა (1913). განსაკუთრებით გავრცელდა I მსოფლიო ომის შემდეგ. შტაინერისა და მისი მიმდევრების გაგებით ანთროპოსოფია არის ადამიანის, ღვთიური ქმნილების შესახებ უმაღლესი ცოდნა, რომლის წვდომა შეიძლება სპეციფიური, უშუალო სულიერი ხილვის გზით. ანთროპოსოფიას მიაჩნდა, რომ ღმერთი ბუნებაში, სამყაროშია გათქვეფილი და ადამიანში ისხამს ხორცს, აღდგება. მას მრავალი ლექცია აქვს წაკითხული და დღეს მისი წიგნები იბეჭდება თითქმის მთელ მსოფლიოში. მისი ლექციები:– კარმის კანონი, ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება, ლოცვის არსი, აკაშა ქრონიკიდან და სხვა. ეკლესიის მხრიდან მისი წიგნები ერეტიკულად არის ცნობილი..

ანთროპოსია არის მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც. ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, რელიგიური თემიც არსებობს დასავლეთში, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი – რუდოლფ  შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგოკა.

ანთროპოსოფია ჩვენი ეპოქისთვის არის ერთად-ერთი ცნობიერი მსოფლმხედველობა, რაც საშუალებას იძლევა ქრისტეს ფენომენის ცნობიერ გააზრებას. ეს მეცნიერება მომდინარეობს არა რაიმე მატერიალისტური და ტრადიციული მეცნიერების ჰიპოთეტური სპეკულაციებისაგან, არამედ თვით სულისაგან. ეს ნიშნავს, რომ ანთროპოსოფიის დამფუძნებელი იყო უდიდესი რანგის ხელდასხმული ადამიანი, რომელიც სწვდებოდა სამყაროს და ქრისტეს ეზოთერულ არსს და ხედავდა როგორ არის შესაძლებელი ადამიანი თანდათან (რეინკარნაციებში) მიუახლოვდეს ქრისტეს, რასაც გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დოგმატურ-რელიგიური მიმდინარეობა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: