ავტორი დუჩა: სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ ეიიუბ


სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ ეიიუბ (სალადინ, saladin) (1138 – 1193) იყო ქურთი მუსლიმი, რომელიც ეგვიპტისა და სირიის პირველი ეიუბიდების დინასტიის სულთანი გახდა. ის სათავეში ედგა ისლამურ კოალიციას ახლო აღმოსავლეთში ფრანკებისა და სხვა ევროპელი ჯვაროსნების წინააღმდეგ.

მან დაიბრუნა პალესტინა და ასევე იერუსალმის სამეფოს ტერიტორია. ის სუნიტური ისლამის მკაცრი მიმდევარი იყო, ასევე კარიდი სუფის ორდენის წევრი. მისი რაინდული ქმედებების გამო ის ქრისტიანულ ქრონიკებშიც მოიხსენიება. იმის და მიუხედავად რომ ის ჯვაროსნების დაუძინებელი მტერი იყო მან მრავალი მათგანის პატივისცემა დაიმსახურა, მათ შორის რიჩარდ ლომგულისაც. იმის მაგივრად რომ  შეეძულათ ევროპელებს ის რაინდობის მაგალითად აქციეს.

ის დაიბადა ერაყში ქალაქ ტიკრიტში, მის ოჯახს ქურთული ფესვები ქონდა, ასევე აღსანიშნავია ისიც რომ მისი ოჯახი თავდაპირველად ქალაქ დვინში ცხოვრობდა სომხეთის ტერიტორიაზე. მამამისიც ნაჯიმ ად დინ აიუბ მის მსგავსად გამორჩეული მთავარსარდალი იყო.სალაჰ ად დინმა თავისი პირველი საბრძოლო გამოცდილება 26 წლის ასაკში ეგვიპტეში ქალაქ  ბილბაისთან მიიღო. მაგრამ როგორც ისტორიკოსები ამბობენ მას ამ ბრძოლაში დიდად არ გამოუჩენია თავი როგორც მხედართმთავარს. მაგრამ შემდგომ ბრძოლაში თავი გამოიჩნა, ის ზენგიდების არმიის მარჯვენა ფლანგს  ხელმძღვანელობდა. ჯვაროსნებმა თავდაპირველად წარამტებას მაღწიეს მაგრამ ყველაფერი მუსულმანური კოალიციის ხაფანგი ყოფილა. 1169 წელს ის ეგვიპტის ვაზირად დანიშნეს, მას შემდეგ რაც მან ყოფილი ვაზირი მოაკვლევინა. ამ პერიოდშიც მან ბიზანტიელთა და ჯვაროსანთა დიდი კოალიცია დაამარცხა. მას შემდეგ რაც მან ეგვიპტეში ფესვები გაიდგა ჯვაროსნების წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი ბრძოლების წარმოება დაიწყო.

ასევე მას მის ყოფილ მოკავშირესთან ნურა ად დინთან შეექმნა გარკვეული უთანხმოებები. 1173 წლის 31 ივლისს სალაჰ ად დინის მამა ცხენზე ჯირითის დროს დაშავდა და 9 აგვისტოს გარდაიცვალა. 1174 წელს იემენი და ადენის ტერიტორიები შემოიერთა და აიუბიდების დინასტია ჩამოაყალიბა. ამით ის ეგვიპტის სულთანი გახდა.

მისი დაპირსისპირება ნურადინთან მაინც გრძელდებოდა. მაგრამ ყველაფერი ნურადინის მოწამვლით დამთავრდა 1174 წელს. სალაჰ ად დინს ახლა ხელ ფეხი გაეხსნა. მას ჯვაროსნების გარდა მოუწია ზენგიდების არმიას დაპირისპირებოდა. მან წარმატებით ჩაატარა ბრძოლები მათ წინააღმდეგ.

სალაჰ ად-დინის მოკვლა მრავალჯერ ცადეს მაგრამ ყველა შედეგი წარუმატებლად დამთავრდა.

მან სიტუაცია დააწყნარა მის მტრებთან იერუსალიმის სამეფოსთან და ზენგიდებთან. მაგრამ მას ჰაშაშინების სექტასთან შეექმნა პრობლემა რომლებსაც რაშიდ ად დინ სინანი ხელმძღვანელობდა. სალადინმა მათ ციხესიმაგრს ალყა შემოარტყა. მაგრამ ჰაშაშინებმა მას შეუგზავნეს ჯაშუში რომელმაც სალადინის მოსასვენებელ კარავში წერილი დატოვა სადაც ჰაშაშინები მოითხოვდნენ სალაჰ ად დინს ალყა მოეხსნა თორემ მოკლავდნენ. მან გადაწყვიტა ჰაშაშინებთან სამშვიდობო მოლაპარაკება ეწარმოებინა და ეს ძალა ჯვაროსნების წინააღმდეგ გამოეყენებინა.

სალაჰ ად დინი კაიროში დაბრუნების შემდეგ მოუწია ხელახლა გაეკეთებინა ყველაფრის ორგანიზება. ასევე ჯვაროსნების არმია მის ტერიტორებს უახლოვდებოდა. ის მიხვდა რო მმშივდობა დიდ ხანს არ გაატანდა და პალესტინაში 26000 მეომარით შეიჭრა. მისმა არმიამ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მათ ბრძოლით გზა იერუსალიმის კარიბჭემდე გაიკვლიეს.

მაგრამ მისმა არმია დამარცხდა. სალაჰ ად დინმა გულ იარ გაიტეხა და მზადება დაიწყო ახალ იბრძოლებისათვის.

აღსანიშნავია ჰატინის ბრძოლა 1187 წლის 4 ივლისს. ის დაუპირისპირდა იერუსალიმის მეფე გაი ლუსინგნანს და რაიმონდ მესამეს. სალაჰ ად დინის არმიამ გაანადგურა იერუსლაიმის სამეფოს ამალა. მან პერსონალურად სიკვდილით დასაჯა რეინოლდ დე შანტილიონი რომელიც მუსულმანების მშვიდობიან მოსახლეობას და ქარავანს დაესხა თავს.

იერუსალიმმა კაპიტულაცია 1187 წლის 2 ოქტომბერს გამოაცხადა.

ამ ქალაქის დაცემამ მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას დაუდო საფუძველი. სალაჰ ად დინს რიცარდ ლომგულთან მოუწია დაპირისპირება და 1191 წელს ის დამარცხდა მასთან ბრძოლაში. რიჩარდი ამ გამარჯვების მიუხედავად მაინც ვერ იღებდა იერუსალიმს. აღსანიშნავია ისიც რო მრიჩარდსა და სალაჰ ად დინს შორის იყო მჭიდრო რაინდულ იურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა. როდესაც რიჩარდს ციებ ცხელება ქონდა მან მისი ექიმი გაუგზავნა.. ასევერო დესაც რიჩარდმა ცხენი დაკარგა სალაჰ ად დინმა 2 გაუგზავნა. რიჩარდმა სალაჰ ად დინს შესთავაზა პალესტინის გაერთიანება რაც რიჩარდის დის ჟოანის სალაჰ ად დინის ძმაზე ქორწინებით უნდა მომხდარიყო. აღსანიშნავია ისიც რომ ეს ადამიანები მოლაპარაკებებს ისე აწარმოებდნენ რო მერთმანეთი ნანახიც კი არ ყავდათ.

1192 წელს დაიდო ხელშეკრულება ამ ორ ადამიანს შორის. იერუსალიმი რჩებოდა მუსულმანურ ქალაქად მაგრამ ასევე ქრისტიან პილიგრიმებსაც შეეძლებოდათ ელოცათ და მოეარათ იერუსალიმი.

სალაჰ ად დინი 1193 წელს ციებ ცხელებისგან გარდაიცვალა დამასკოში. სალაჰ ად დინმა იმდენი შემოწირულობა გაიღო რომ მის ხაზინაშ საკმარისი სიმდიდრე აღარ იყო იმისთვის რომ ის დაეკრძალათ. საბოლოოდ ის დაკრძალეს უმაიადის მეჩეთში სირიაში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: