ხელოვნური ტელეპორტაცია თუ ფსიქოლოგიური დარღვევა


1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო…

ექსპერიმენტი აღარ გაუმეორებიათ, აინშტაინი კი შეიძლება ვერც მიხვდა, რომ მისდა უნებურად, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნური ტელეპორტაცია განახორციელა.

ბუნებრივი ტელეპორტაცია კი უხსოვარი დროიდან აკვირვებდა ადამიანებს: კენიაში, რუდოლფის ტბაზე, არის კუნძული ენვაიტენტი, რაც ადგილობრივი ტომის, ელმოლოს ენაზე ”მოუსავლეთს” ნიშნავს. კუნძული სიგრძესა და სიგანეში სულ რამდენიმე კილომეტრია. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას დაწყევლილ ადგილად თვლიან და ახლოს არ ეკარებიან.

1935 წელს კენიაში მუშაობდა ინგლისელების ექსედიცია ვივიან ფუშის ხელმძღვანელობით. ორი კოლეგა – მარტინ შელფისი და ბილ დაისონი უცნობ კუნძულზე გაემართა. გავიდა თხუთმეტი დღე. მეცნიერები აღარ დაბრუნდნენ. შეშფოთებულმა ხელმძღვანელმა კუნძულზე მაშველთა რაზმი გაგზავნა. მათ მეგობრების კვალს ვერ მიაგნეს. კუნძულზე მხოლოდ აბორიგენების მიერ მიტოვებული სოფელი აღმოაჩინეს. გამოიძახეს თვითმფრინავი, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაფრინავდა კუნძულის თავზე, მაგრამ ვერავის და ვერაფერს მიაგნო. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფუშს უამბეს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, კუნძული ოდესღაც დასახლებული ყოფილა. ხალხი იჭერდა თევზებს, ნადირობდა, ვაჭრობდა მატერიკზე მცხოვრებ თანამემამულეებთან. მაგრამ გავიდა დრო და ისინი სანაპიროზე აღარ ჩნდებოდნენ. მაშინ კენიელებმა ზღვისპირა სოფელ ლოინგლანიდან კუნძულის დასაზვერად ტივი გააგზავნეს. კუნძულზე გადამსხდარი ხალხი განცვიფრებული შესცქეროდა მიტოვებულ სახლებს, ხელუხლებლად დარჩენილ ნივთებს და უკვე დამპალ თევზებს, ჩამქრალ კოცონებს.ადამიანები არსად ჩანდნენ. დაზვერვაზე მისულები სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. მას შემდეგ კუნძულზე მისვლის სურვილი არავის გასჩენია.

მრავალი ზეპირი გადმოცემის თანახმად, ადამიანების იდუმალებით აღსავსე გაუჩინარება ზოგჯერ მოწმეების თვალწინ მომხდარა. 1915 წლის 23 აგვისტოს, კონსტანტინოპოლის ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებმა იხილეს უცნაურ ღრუბელში გახვეული მეტოქის სამხედრო ნაწილები, რომლებიც სწრაფად გაუჩინარდნენ. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1943 წელს. ანომალიური მოვლენების ცნობილი ამერიკელი მკვლევარის, ჩარლზ ბერლიცის მონაცემებით, აშშ სამხედრო საზღვაო ძალები ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც ფილადელფიის დოკიდან გაქრა სამხედრო ხომალდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდა ნორფოლა-ნიუპორტის დოკში, პორტსმოტის რაიონში. ეს ორი დოკი ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მილით არის დაშორებული. ცოტა ხანში ხომალდი კვლავ გაქრა და ისევ ფილადელფიაში გამოჩნდა. ეკიპაჟი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ხომალდზე იმყოფებოდა, ვერაფრით ხსნიდა ამ მოვლენას: ოფიცრებისა და მეზღვაურების ნახევარი ჭკუიდან შეიშალა, ნახევარი კი მოკვდა. ეს საიდუმლო დაედო საფუძვლად მხატვრულ ფილმს საიდუმლო ექსპერიმენტი”. რა იყო ეს – მასობრივი ჰალუცინაცია თუ რაღაც სხვა?

ამერიკული ყოველკვირეული “ჰისტორი ოფ საიენთისთ” აღწერს შემთხვევას, რომელიც 1960 წლის 30 ივლისს მოხდა ქალაქ პიკტონში, ონტარიოს შტატში. ნათესავების და მეზობლების თვალწინ დაიკარგა ცამეტი წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ადგილზე აღმოაჩინეს.

ცნობილმა ასტრონომმა და ამოს-ს მკვლევარმა ალან ჰაინეკმა ამ შემთხვევებს მესამე ბუნებასთან კონტაქტი” უწოდა. ზოგი შემთხვევა ,მაგალითად, უიტფილდის (ნიუ ჰემპშირის) მცხოვრებთა, ბეტი და ბერნი ჰილების გაუჩინარება ზედმიწევნით არის დოკუმენტირებული. 1961 წლის სექტემბერში ისინი შვებულებიდან შინ ბრუნდებოდნენ. უცბად ცაზე ქაოტურად მოძრავი ორი კაშკაშა ბურთი დაინახეს, რომლებიც თითქოს კვალდაკვალ მისდევდა მათ მანქანას. ცოტა ხანში ბერნის და ბეტის ჩაეძინათ. გონს რომ მოვიდნენ, ორი დღე გასულიყო და ისინი ასი მილით იყვნენ დაშორებული იმ ადგილს, სადაც გაჩერდნენ. შემდეგ თანდათან გაიხსენეს, რომ ამ ხნის განმავლობაში იყვნენ რაღაც უცნაურ ხომალდზე, რომელიც ზედმეტად განათებული იყო და უცნაური, არამიწიერი არსებები მათ სხივებით თუ რაღაც საცეცებით ეხებოდნენ, თითქოს გაშუქებას უპირებდნენ.

მსგავსი სენსაციური ამბები რუსეთშიც მომხდარა. მაგალითად, პერმის მოქალაქე ოლგა ვოლკოვა რამდენჯერმე გაუტაციათ არამიწიერ არსებებს, რომლებსაც მისივე თქმით, ოლგას ტვინის სკანირება ჩაუტარებიათ. ისინი შეეცადნენ მისთვის კანქვეშ ჩაენერგათ რაღაც მოწყობილობა, მაგრამ ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. ამბობენ, რომ ქალაქ სარატოვის საბავშვო ბაღიდან გაქრნენ ხუთი წლის ასაკის ტყუპები, სონია და ტანია კომაროვები და სამსაათნახევრის შემდეგ, როცა უკვე ფეხზე იდგა მთელი მილიცია, ბავშვები უკან დაბრუნდნენ. მათ არადერი ახსოვდათ, მაგრამ დაჟინებული გამოკითხვის შემდეგ გაიხსენეს, რომ “ჭერში დატრიალდა მზე და ისინი ჩაყლაპა”. მოსკოველი ოქსანა ნერაზოვა მაღაზიაში წავიდა, სამი დღის შემდეგ კი სახლიდან ასი კილომეტრის დაშორებით მოვიდა გონს და ბევრი საინტერესო რამ უამბო ჟურნალისტებს ”არამიწიერ არსებებთან” კონტაქტის შესახებ.

“ანომალიური მოვლენების კვლევისას მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ კრიტიკული დამოკიდებულება მსგავსი ინფორმაციისადმი და ზედმიწევნით შევამოწმოთ ყველა დეტალი, – ამბობს პროფესორი რუდოლფ ნესმელოვი. – მე ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ყვებოდა თავის კონტაქტზე “გონიერ მოძმეებთან”, თუ როგორ იტაცებდნენ მას პირდაპირ საწოლიდან, როგორ ემორჩილებოდა მათ ძახილს და ფეხით გადიოდა თხმუთმეტ კილომეტრს, შინ ბრუნდებოდა, ფეხსაცმელი კი ისეთი სუფთა ჰქონდა, თითქოს არც უვლია. მას თვითონ ეჭვი არ ეპარებოდა თავისი შესაძლებლობების ჭეშმარიტებაში. ეს კი აუცილებელია ჭეშმარიტების დასადგენად. როგორც წესი, ფენომენის ანალიზის შემდეგ ირკვევა, რომ “კაშკაშა ლაქები ცაზე” – უბრალოდ ატმოსფერული მოვლენაა ან თვითმფრინავის სინათლეები. “განათებული ბურთები” თურმე პლანეტებია, რომლებიც ხშირად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგალითად, სატურნი და იუპიტერი. როცა მანქნით მიდიხართ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პლანეტა თქვენს პარალელურად მოძრაობს. სწორედ ასე მოხდა ბერნი და ბეტი ჰილების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ის ადამიანები,ვინც ამო-ს დანახვას ან მის ბორტზე ყოფნას ირწმუნება, ერთმანეთისგან ვერ არჩევს თვითმფრინავს და პროჟექტორს. დაკვირვებით შესწავლის შედეგად აღმოჩენილა, რომ უცნაური, მელოტი, საცებებიანი არსებები, რომლებიც ადამიანებს “სკანირებას უკეთებდნენ”, მხოლოდ ფსიქოლოგიური თვითდარწმუნების მიერ გამძაფრებული შეგრძნებებია და სხვა არაფერი”.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასწაულები არ ხდება. უბრალოდ, ხშირად მათ ზუსტი მეცნერული ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ინგლისის ბიოფიზიკური ცენტრის მეცნიერები ატარებდნენ ფრიად საიტერესო ექსპერიმენტებს კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, ანუ ბიოლოგიური ობიექტების შესახებ ინფორმაციის მყისიერი და ნებისმიერ მანძილზე გადაცემის სფეროში. ყველაფერი ეს, როგორც ივარაუდება, ჩვენი სამყაროსა და პარალელურ სამყაროებს შორის ფარული კავშირის გარკვეული გამოხატულებაა. ჩვენთვის უცნობი ფაქტორების ზეგავლენით, სივრცის გარკვეულ მონაკვეთზე ჩნდება “ხვრელი”, რომელსაც შეუძლია ადამიანი სულ სხვა ადგილას და სულ სხვა დროში აღმოაჩინოს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: