ღმერთების ქალაქი (ტეოტიუაკანი)


მეხიკოდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მესოამერიკული კულტურის საოცრება ტეოტიუაკანი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ადგილს, სადაც ადამიანს შეუძლია გახდეს ღმერთი. 25 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული გიგანტური ქალაქი ერთ დროს შესაძლებელია ნახევარ მილიონ მაცხოვრებელსაც კი მოითვლიდა. ტეოტიუაკანის მშენებლობა მეცნიერების აზრით, ხუთ ეტაპად მიმდინარეობდა და მეექვსე საუკუნებმდე, 2600 მნიშვნელოვანი შენობა იქნა აშენებული, ხოლო დაახლოებით 650 წლისთვის ქალაქი აყვავების ხანას განიცდიდა.

ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ქალაქს გასდევს სამი კილომეტრის და ორმოცი მეტრის სიგანის ქუჩა, რომელსაც Camino de los Muertos ანუ მკვდრების გზის სახელით ვიცნობთ. მკვდრების გზის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს, 150 X 200 . ფართობზე დგას 46 მეტრის სიმაღლის მთვარის პირამიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის პირამიდა, ტეოტიუაკანის ცენტრში მდებარე მზის პირამიდაზე დაბალია, ამ ორი შენობის მწვერვალები ერთმანეთს უსწორდება.222 X 225 . ფართოფზე განლაგებული მზის პირამიდა 63 მეტრს აღწევს. სავარაუდოდ მისი წინა ერთ მილიონ ტონას შეადგენს.

1675 წელს, კარლოს სიგუენცა გონგორამ მთვარის პირამიდაში გათხრა ჩაატარა, რომელიც ამასთანავე ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი არქეოლოგიური სამუშაო იყო. მეოცე საუკუნისღმერთებისა და მეფეების მკვდარ ქალაქს უწოდებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმე ექსპედიცია რომელსაც სამახრხების აღმოჩენის დიდი იმედი ჰქონდა, ხელმოცარული დარჩა. ხოლო 2006 წელს Discovery გვატყობინებს შემდეგს ტეოტიუაკანი იყო იმ პერიოდის უძლიერესი სახელმწიფო, მაგრამ რატომ გაქრა ეს კულტურა ჩვ. . აღ. მდე 750 წელს? ტეოტიუაკანის ერთ ერთი მუმიის დნმ ანალიზმა აჩვენა, რომ ქალაქის მაცხოვრებლები არა მაია, აცტეკები ან ინკები, არამედ სრულიად სხვა ცივილიზაცია იყო.

ამერიკელმა მეცნიერმა პეტერ ტომპსონმა მეტად საინტერესო გამოთვლა ჩაატარა, რის შედეგადაც გამოაშკარავდა, რომ ტეოტიუაკანი შენობების უზუსტესი განლაგებით, მზის სისტემის შემცირებულ მოდელს წარმოგვიდგენს, სადაც ყველა ჩვენთვის ცნობილ პლანეტებს ვხვდებით და მათ შორის ურანოსს, ნეპტუნს და პლუტონს (ურანი აღმოაჩინეს 1781 წელს. ნეპტუნი 1846 წელს, ხოლო ჯუჯა პლანეტა პლუტონი 1930) ქალაქ ტეოტიუაკანზე, მის აგებულებასა და მდებარეობაზე, ნებისმიერი სახელმძღვანელო ან ვებ საიტი დაწვრილებით გიამბობთ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ზედმეტი იქნება მსგავსი ინფორმაციის მოწოდება. „ღმერთების ქალაქისრეალური წარსული დღესდღეობით გაურკვეველია. უცნობია თუ ვინ იყვნენ ტეოტიუაკანელები და საიდან მოვიდნენ ისინი. ერთ დროს მიტოვებული ქალაქი

ოდესღაც მესოამერიკელმა ტომებმა მიითვისეს და ხშირად ქალაქის მშენებლობა მათაც კი მიეწერებოდათ. უახლესმა ფაქტებმა, რომლებიც ტეოტიუაკანში სხვადასხვა ექსპედიციებმა აღმოაჩინეს, სრულიად შეცვალა ისტორია და ასეულობით კითხვა გააჩინა ისედაც ამოუცნობ ქალაქზე, რომელიც ერთ დროს ამერიკის კონტინენტის მეტროპოლს წარმოადგენდა. გარდა ასტრონომიისა, როგორც ჩანს ქალაქის დამაარსებლები, გეომეტრიითაც უნდა ყოფილიყვნენგატაცებული, რადგან დედამიწის ზურგზე ასობით ადგილს შეხვდებით, სადაც მსგავსი გათვლების საერთო ხელწერა შეიმჩნევა.

მეტად საინტერესო ფენომენს გვთავაზობს ტეოტიუაკანის მკვდრების გზა, რომელიც ჩრდილოეთის უკიდურეს ბოლოსთან 15 გრადუსით აღმოსავლეთისაკენ უხვევს. ერთი შეხედვთ ჩვეულებრივი მოვლენა გაგრძელების შემთხვევაში, გზა გრენლანდიას გადაკვეთს, რაც სავსებით შესაძლებელია შემთხვევითობას მივაწეროთ, მაგრამ არა ტეოტიუაკანში. როგორც ვიცით, ადრეულ წარსულში, დიდი კატასტროფის დროს, ჩრდილოეთ პოლუსი, ვიდრე მდებარეობას შეიცვლიდა, სწორედ გრენლანდიის თავზე იმყოფებოდა. გზა, აშკარაა რომ ჩრდილოეთ პოლუსისკენ არის მიმართული და 15 გრადუსიანი გადახვევაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ქალაქის აშენები პერიოდში, პოლუსი ჯერ კიდევ გრენლანდიასთან მდებარეობდა. აქედან თამამდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ღმერთების ქალაქი წარღვნამდეა აშენებული.

არქეოლოგიური გათხრებისას, ტეოტიუაკანის ტაძარში სენსაციური აღმოცენა გაკეთდა, რასაც წესით და რიგით მეცნიერების გამოღვიძება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ უშედეგოდ. წარმოიდგინეთ მიწისქვეშა სათავსი, რომელიც ორმაგი ქვის ფენით არის გადახურული. ქვის შრეებს შორის, ყველას გასაკვირად აღმოჩნდა ქარსის (ქარსი (იგივე ალუმინოსილიკატი) რუს. Слюды, გერმ. Glimmer, ინგლ. Mica,) ფენა. ეს მასალა დღევანდელ დღეს საიზოლაციოდ ანდაც რაიმეს მაღალი ტემპერატურისაგან დასაცავად გამოიყენება. ლაბორატურიულმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ მეტად იშვიათი სახეობის ქარსი, მოპოვებული და ჩამოტანილია ბრაზილიიდან.

აღსანიშნავია, რომ ქარსით ნებისმიერ ობიექტის 550 გრადუსი სიცხისგან დაცვა შეიძლება, ხოლო მისსი დნობის ტემპერტურა 1250 გრადუსია. დამეთანხმებით ალბათ, რომ მეტად უცნაური აღმოჩენაა. უცნაურია არა იმიტომ,რომ ძველმა ხალხმა ქარსის გამოყენება და მისი დანიშნულება იცოდა, არამედ გამოყენების მიზანია წარმოუდგენელი. რამ აიძულა ტეოტიუაკანის მაცხოვრებლები, მსგავსი სათავსი შეექმნათ? შესაძლებელია რაიმე ელექტრო ხელსაწყოები ყოფილიყო ქარსისგან დაცული? სავსებით დასაშვებია, რომ იზოლირებულ შენობაში, ელვისა და მეხისგან დაცული იარაღი ინახებოდა. სავარაუდოდ, ნებისმიერი პასუხი ქარსიან სათავსებთან დაკავშირებით ღიად დარჩება, მაგრამ ფაქტი ერთიაოდესღაც, იზოლირებულ ადგილას ინახებოდა ჩვენთვის უცნობი ხელსაწყოები ანდაც რაიმე საგნები, რომლებსაც გარესამყაროსგან დაცვა სჭირდებოდა. ტეოტიუაკანში მრავალი დაცული ადგილია, სადაც სამწუხაროდ ჩვეულებრივი მნახველი ვერასოდეს მოხვდება. ხშირად ეს ხვედრი არქეოლოგების ყველა ჯგუფსაც არ ხვდება წილად. „აკრძალულ ადგილებში მოხვედრილი ადამიანი მრავლად ხვდება ქალაქში ერთდროს მცხოვრები ცივილიზავიის უცნაურ კვალს პირამიდებს აშკარად ეტყობა თანამედროვე რესტავრაციის ხელი. მიუხედავად ამისა, ქალაქის მიდამოებში, მახვილი თვალი აქაიქ მაინც შეამჩნევს მიმობნეულ ქვებს.

შეგახსენებთმ რომ მეცნიერების აზრით, იმ პერიოდში ყველაფერი ქვის იარაღებით სრულდებოდა. მსგავსი რამის გამეორება დღესდღეობით შეუძლებელია. რატომ? ქვის იარაღით, გრანიტის, დოლორიტის ან ნებისმიერი სხვა მკვრივი სამშენებლო მასალის დამუშავება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი მეცნიერებმაც იციან, მეტად საინტერესოდ ხსნიან მსგავს ფენომენებს მათი თქმით ქვები ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი წარმონაქმნია. ბუნებაში იდეალურ ფორმებს (თანაც მსგავსს) ვერსად შეხვდებით. ქვებმა დროთა განმავლობაში დაკარგა ნაპირების სისწორე, მაგრამ მაინც შეიმჩნევა იდეალური ფორმები და ის საოცარი დამუშავება, რომელიც გაურკვეველი იარაღებით არის შესრულებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც გარკვეულია ელემენტარული მშენებლობის საკითხში ანდაც ჩამოთვლილი ქვების მახასიათებლებს იცნობს, დამეთანხმება, რომ მეგალითური შენობების ქვის ხანის ადამიანისთვის მიწერა, აფსოლუტური აფსურდი და მოროგი თავის დაძვრენაა. ტეოტიუაკანის მსგავს ნაგებობებს მაიას ქალაქი პალენკეც გვთავაზობს.

ხშირად, შესრულებული სამუშაოს ადგილას, გამოყენებული ინსტრუმენტების კვალი რჩება. ამერიკის კონტინენტზე, გრანდიოზულ შენობებთან ერთად, მრავალი არტეფაქტია აღმოჩენილი რომელიც ასევე ეწინააღმდეგება წარსულის ჩვენთვის ცნობილ სურათს. გაურკვეველი ტექნოლოგიებით შესრულებული ნამუშევრებს, როგორც ჩანს ინდიელები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად იყენებდნენ. მათ ყოფაცხოვრებაში, უდიდეს როლს თამაშობდა ქვის ხანის შევ ოქროდ წოდებული ვულკანური ქვა ობსიდიანი, რომელიც დიდი გამძლეობით გამოირჩევა. ტექნიკური მიზეზების გამო, ობსიდიანის, ქვის იარაღებით დამუშავება მეტად პრიმიტუილ დონეზე ხდებოდა. რა გასაკვირია, რომ ასეთი უნიკალური აღმოჩენების შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციანმეცნიერებას (ხომ) ამაზე პასუხი არ აქვს.

ახლა კი ვფიქრობ, დროა წარმოგიდგინოთ ის იდუმალი არსებები, რომლებმაც დედამიწაზე უამრავი მეგალითური ნაგებობა შექმნეს, რასაც რატომღაც პრეისტორიულ უსუსურ ადამიანს მიაწერენ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: