სიკვდილი


სიკვდილი — ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრული. სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან როგორც მდგომარეობაზე.

სიკვდილი ბუნებაში გვხვდება მტაცებლობის, ავადმყოფობის, საზრდოს უქონლობის, სიბერის ან უბედური შემთხვევის შედეგად. სიკვდილის მთავარი მიზეზი თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებებში სიბერესთან დაკავშირებული ავადმყოფობებია. სიკვდილთან დაკავშირებული ტრადიციები და რწმენები ადამიანის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ასევე ქვაკუთხედია მრავალი რელიგიის. მედიცინაში სიკვდილის განსაზღვრება და მისი ბიოლოგიური დეტალები სულ უფრო კომპლექსური ხდება ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.

მედიცინაში სიკვდილს შეისწავლის თანატოლოგია.

თვითმკვლელობა — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.

ვთანასია (ძვ. ბერძნ. eu = კარგი, უშფოთველი + thanatos = სიკვდილი) – სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა. ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა. ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.

უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია.

კრემაცია (ლათ. crematio – დაწვა), გვამის დაწვა, დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობა. გაჩნდა გვიანდელ ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში.

ნეკროფილია (ძვ.-ბერძნ. νεκρός — მკვდარი; φιλία — სიყვარული) არის სექსუალური ლტოლვა მკვრდების მიმართ. შეიძლება განიხილოს, როგორც ფეტიშიზმის ნაერსახეობა ან თვითნებური დარღვევა სექსობრივი უპირატესობისა.

და ბოლოს:  სიცოცხლე დაავადებაა რომელიც სიკვდილს იწვევს..

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: