კოსმოსური ლიფტი


კოსმოსური ლიფტი – სტრუქტურა ორბიტაზე ან საპლანეტთაშორისო სივრცეში ტვირთის გასატანად და ადამიანების გადასაყვანად.

ვარაუდობენ, რომ მისი საშუალებით გაიაფდება ტვირთის კოსმოსში გატანა. მისი მოქმედება დაფუძნებული იქნება ბაგირზე, რომლის ერთი ბოლო მიმაგრებული იქნება დედამიწის ზედაპირზე, ხოლო მეორე ორბიტალურ სადგურზე, რომელიც გეოსტაციონალურ ორბიტაზე მაღლა უნდა იყოს განლაგებული.

კოსმოსურ ლიფტს ასევე ეძახიან კოსმოსურ ხიდს, კოსმოსის კიბეს, ცის კაუჭს, ორბიტალურ კოშკსა და ორბიტალურ ლიფტს.

კოსმოსური ლიფტის იდეა პირველად თავში 1895 წელს მოუვიდა რუს მეცნიერს კონსტანტინ ტიოლკოვსკის.

ეიფელის კოშკის თვალიერებისას მან გაიფიქრა რომ კარგი იქნებოდა ისეთი რამის აგება, რაც ადამიანებს კოსმოსის დათვალიერების საშუალებას მისცემდა. მისი ვარაუდით, ლიფტს ზღვის დონიდან 35 790 კმ სიმაღლეზე უნდა შესძლებოდა ასვლა.

ყველაზე დიდი დავა იყო ატეხილი მის სტრუქტურაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გაწონასწორებული ისე, რომ არ დაზიანებულიყო და ზედმეტად არ ემოძრავა. თანამედროვე ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს ისეთი მასალის დამზადებას, რომ ლიფტის ბაგირი გამძლე იყოს. ყველაზე რეალურად მიჩნეულია ე.წ. ნახშირბადის ნანომილები, რომლებსაც ცილინდრის ფორმა აქვთ.

აღმოჩენა იაპონელებს ეკუთვნით და პირველად 1990 წელს დამზადდა. “ნასას” თანამშრომელმა დევიდ სმიტერმანმა მაშინვე წამოაყენა წინადადება, რომ ბაგირის მასალად გამოეყენებინათ. ნანომილები ფოლადზე გამძლეა და პლასტმასივით მსუბუქი, შესაბამისად არც უცხო სხეულის მიერ დაზიანდება დიდად და არც სიმძიმის გამო გადატყდება. ნანომილების მასიური წარმოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა მეცნიერები ამბობენ რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ვარაუდობენ რომ 2014 წელს უკვე სერიოზული წინსვლა იქნება ამ მხრივ.

ამერიკელმა მეცნიერმა ბრედ ედვარდსმა განაცხადა რომ უკეთესი იქნებოდა გაეკეთებინათ 100 000 კმ სიგრძის მილი, ოღონდ ყოფილიყო ქაღალდივით წვრილი. მისი აზრით, ასეთი ფორმით უფრო ნაკლებად დაზაინდება მეტეორების მიერ. მისი იდეა განიხილეს ნასაში და დადებითად შეაფასეს.

მეცნიერები ასევე მუშაობენ იმაზე, რომ ლიფტის სიჩქარე გაიზარდოს. პროექტის მოფიქრების სანაცვლოდ, რომელიც მათ წაადგებოდათ, “X Prize Foundation” სხვადასხვა შეჯიბრებს აწყობდა სამეცნიერო ჯგუფებს შორის. 2005 წელს პრიზად 400 000 დოლარი დაწესდა, 2007 წელს 1 მილიონი. 2008 წელს კი განაცხადეს რომ ვინც 5 წლის განმავლობაში წარადგენს პროექტს, 4 მილიონ დოლარს მიიღებს.

2008 წელს მეცნიერებმა ბრედ ედვარდსმა და ფილიპ რაგანმა გამოსცეს წიგნი პლანეტის დატოვება კოსმოსური ლიფტით”, რომელიც იაპონიაში ბესტსელერად იქცა. იაპონიის სამეცნიერო საბჭომ გადაწყვიტა მხარში დაუდგეს ამ პროექტს და მათ 8 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

თუკი ყველაფერი ისე გამოვა, როგორც გეგმავენ, კოსმოსური ლიფტი 20 წელიწადში აშენდება და ადამიანი ხელით შექმნილი უდიდესი ნაგებობა იქნება. ჯერ კოსმოსში გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ ადამიანებს, შემდეგ მთვარეზე და ბოლოს არაა გამორიცხული მარსზეც გავიდნენ მისი საშუალებით. ამასთან, ლიფტით მოგზაურობა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე რაკეტებით და თანამგზავრებით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: