ვარძია


თამარის მეფობის დრო საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა ციხე-კოშკები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები და ხიდები. ეს პერიოდი XII საუკუნის ბოლო XIII-ს დასაწყისი, ითვლება ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის რენესანსად.

ამ დროს შეიქმნა გენიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი”, აიგო გეგუთის, ბეთანიის, ყინწვისის, უდაბნოსა და სხვა მრავალი ტაძარი. მათ შორის ყველაზე უფრო დიადი და საკვირველი – ვარძია , რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ თამარის მამამ მეფე გიორგი III-მ დაიწყო და თამარ მეფემ დაასრულა.

ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ. თუმცა ვარძია ღრმად არის კლდეში გამოკვეთილი, მაგრამ მას არც დღის სინათლე და არც ანკარა წყარო აკლია. კლასიკურად ნაგები წყალსადენი მეზობელი მთებიდან უხვად აწვდის მას წყაროს ცივ წყალს. იშვიათი სანახავია თლილი ქვისგან ნაგები მთავარი ტაძარი, რომელსაც თამარის ფრესკა ამშვენებს (დღეს დღეობით შემორჩენილია თამარის მხოლოდ 4 ფრესკა), მას ხელში ეკლესიის მაკეტი უჭირავს და გვერდს უმშვენებს მამა-მეფე გიორგი III.

ვარძია – ლეგენდარული თამარის საყვარელი რეზიდენცია იყო. მხოლოდ მისი საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა 366, რის გამოც მის საძინებელს მტერი ვერასდროს ვერ პოულობდა. უნიკალურია სათათბირო დარბაზების აკუსტიკური სისტემა. ვარძია ამავე დროს ძლიერი ციხე-სიმაგრის როლსაც თამაშობდა. იგი ფხიზელ გუშაგად იდგა მტკვრის ხეობის სამხრეთიდან მომავალ გზაზე. ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა სიაში, როგორც ერთ-ერთი უნიკალური ქვაში ნაკვეთი ქალაქი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: