10 უსასტიკესი და უცნაური დასჯის მეთოდი


შუა საუკუნეებში ცდილობდნენ დანაშაული აღეკვეთათ. იმის მაგივრად , რომ დამნაშავეებს ციხეში მოეხადათ სასჯელი, როგორც დღეს, ისინი იყენებდნენ დასჯის სხვადასხვა მოწყობილობებს. ამ მეთოდებით დასჯა იმდენად უსასტიკესი იყო, რომ მაყურებელ ხალხსაც კი შიშის ზარს სცემდა…

სპილენძის ხარი

ეს მოწყობილობა შემუშავებულ იქნა საბერძნეთში, ათენში პერილოსსის მიერ. სპილენძის ხარის ფორმაში სვამდნენ დამნაშავეს, შეუნთებდნენ ცეცხლს და როცა სპილენძი გაცხელდებოდა, შიგნით მყოფი ადამიანი იწვებოდა სიკვდილამდე. სპილენძის ხარს ჰქონდა მილის დაბოლოებანი, საიდანაც ისმოდა განწირული ადამიანის განმგმირავი ხმა, რომელიც გაცოფებული ხარის ხმას მოგაგონებდათ.

დამამსხვრეველი ბორბალი

გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ ძვ. რომში, შემდეგ გავრცელდა ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში. ეს მოწყობილობა იყო ეტლის დიდი ბორბალი. დამნაშავე მიბმული იყო ბორბალზე, პირით ცისკენ, რომელიც ტრიალებდა ნელა, დამსჯელი კი უროთი უმსხვრევდა ძვლებს. (სიკვდილი ზოგჯერ მტანჯველად დიდხანს არ მოდიოდა). ამის შემდეგ მიატოვბედნენ სვავების საძიძგნად, საბოლოო სიკვდილამდე.

საწამებელი ძელი

რომელსაც იყენებდნე ევროპასა და რუსეთში 14—18სს. ეს მოწყობილობა მოგრძო მართკუთხა ხის სტრუქტურის იყო. იგი მიწიდან წამოყენებული იყო გორგოლაჭების მეშვეობით ან მარტო ერთ ან ორივე მხარეს. ერთი მხარე ბოლოვდებოდა უძრავი ლარტყით, სადაც ფეხები მიბმული იყო, მეორე ბოლო კი მოძრავი იყო, სადაც ხელები იყო მიბმული. ამ მოწყობილობას ჰქონდა მართვის ბერკეტი, ამ მართვის ბერკეტს და შკივის სისტემას ( [ჰოლანდ. schijf] – (ტექ.). ბორბალი, რომელიც მოძრაობას გადასცემს ამძრავ ღვედს ან ბაგირს) მოძრაობის საპირისპოროდ მართავდნენ. საბოლოო ჯამში ადამინის სხეული ნაწილებად იფლითებოდა.

ოღალატის (იუდას) აკვანი

იყენებდნენ ესპანეთში. ამ მოწყობილობას პირამიდის ფორმა ჰქონდა. მსხვერპლს აჯენდნენ მის ზემოთ, პირამიდის მახვილი წვეტი ერჭობოდა მსხვერპლს უკანალის ნახვრეტში, რის შემდეგადაც  ნელ ნელა წევდნენ მას დაბლა, რაც მის გაგლეჯვას იწვევდა. დამნაშავე ყოველთვის შიშველი იყო, მისი უფრო დამცირების მიზეზით.

კუბოს სასჯელი

ეს მოწყობილობა გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში. დამნაშევაე მოთავსებული იყო მეტალის კუბოში და ტოვებდნენ განსაზღვრული დროით.სასჯელის სიმძიმის მიხედვით, სანამდე ცხოველები არ შეჭამდნენ სხეულს ანდა სახალხოდ გამოიყვანდნენ, სადაც ადამიანები ესროდნენ ქვებს, მანამდე სანამ არ მოკლავდნენ.

რკინის ქალწული

გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში. გაკეთებული იყო რკინის კონსტრუქციისაგან, თითქოსდა ქალის ფორმის. ჩასვამდნენ რა მსჯავრდებულს შიგნით უკეტავდნენ კარს. სადაც მახვილი ლურსმნები, დანები ანდა კბილანები, ერჭობოდნენ მთელ სხეულზე, მსხვერპლის გარდაცვალების შემდეგ აღებდნენ  კარს და გადრაცვლილის სხეულს ატანდნენ მდინარეს.

მუხლების მხლეჩავი

მთელი არსი ამ მეთოდის გახლდათ ის, რომ ადამიანის მუხლები გაეხადათ გამოუყენებელი. ის აღჭურვილი იყო 3დან – 12მდე კბილანებით, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. მას ჰქონდა სახელური, რომლითაც დამსჯელი კეტავდა მოწყობილობას, რის შედეგადაც მუხლები თანდათან იმსხვრეოდა. მას იყენებდნენ აგრეთვე იდაყვის ძვალზე და კოჭთანაც. იყო შემთხვევებიც, როცა ამ მოწყობილობას ახურებდნენ კიდეც, მეტი ტკივილის გამოსაწვევად.

ერეტიკოსთა ჩანგალი

მას იყენებდნენ ესპანეთში. ამ მოწყობილობას ჰქონდა  ორ მხრივი ჩანგალი. ერთი პირი მიმართული იყო ნიკაპზე, ხოლო მეორე მკერდის ძვალთან.ის არ აღწევდა სასიცოცხლო ორგანოებმადე, ამიტომ არ იწვევდა სიკვდილს, მაგრამ ამ მოწყობილობის გამო ადამიანი ვერ ლაპარაკობდა და კისერსაც ვერ ამოძრავებდა.

წამება ხერხით

ამ მეთოდს იყენებდნენ, რათა დაეტანჯათ და მოეკლათ დამნაშავე, რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯადოქრობაში, ცოლ-ქმრულ ღალატში, მკვლელობაში , ღვთის გმობაში ანდა ქურდობაში. დამნაშავეს ზემოდან ქვემოთ ჩამოკიდებდნენ, და შემდეგ შუაზე ხერხავდნენ. ეს ტანჯვა შეიძლება გაგრძელებულიყო რამდენიმე საათიც კი. რადგან ხდებოდა სისხლის ნელ-ნელა დაკარგვა, რითაც მსხვერპლს კიდევ უფრო ამცირებდნენ.

მარწუხები

გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ევროპაში. მას ძირითადად იყენებდნენ დანაშაულის აღიარებისთვის. დამნაშავის თითები მოთავსებულია ამ მოწყობილობაში, რომელსაც ნელ ნელა ანადგურებდნენ. ეს შეიძლება ძალიან დიდხანსაც გარძელებულიყო, რაც ძალიან მტკივნეული იყო. მას აგრეთვე ფეხის თითებზე, მუხლებზე და იდაყვის ძვლებზეც იყენებდნენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: